ისტორიული დღე უკრაინისთვის – „პუტინი ვერ გაგვყოფს, ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით!“

ისტორიული დღე უკრაინისთვის - „პუტინი ვერ გაგვყოფს, ჩვენ ვიქნებით თქვენ გვერდით!“„პუტინი ვერ გაგვყოფს, ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, ვიდრე ისინი არ გაიმარჯვებენ ამ ომში“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და დამატებით 300 ახალ სანქციას აწესებს. ბაიდენი განმარტავს, რომ ვლადიმირ პუტინი ენერგეტიკული პროექტებიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული და ახალი სანქციები ამას აღკვეთს.

ამერიკის და უკრაინის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება მათი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა.

„ჩვენი უსაფრთხოების შეთანხმება არის ხიდი უკრაინის ნატო-ში გაწევრებამდე“, – ამბობს  ზელენსკი.