მერაბ მეტრეველი: ,,თავად რატომ არ წამოვიდა ამ სიმინისტროდან, თუ ხელისუფლებას რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა?!”

მერაბ მეტრეველი: ,,თავად რატომ არ წამოვიდა ამ სიმინისტროდან, თუ ხელისუფლებას რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა?!"ტელეკომპანია ,,პალიტრანიუსის” ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი საგარეო საქმეთა სამინისტროდან ზურაბ ჯაფარიძის ცოლის გათავისუფლებას ფეისბუქსტატუსით ეხმაურება და წერს:
,,თუ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე, ეს უკანონობაა პირდაპირ და ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მოდით, სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ ამბავს: მე ასევე ლეგიტიმური მგონია კითხვა: ამდენ ხანს თავად რატომ არ წამოვიდა ამ სიმინისტროდან? როცა იმ ადამიანის ოჯახის წევრი ხარ, ვინც იძახის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს, არის რუსული ხელსიუფლება და საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, რად გინდა ასეთი ხელისუფლების ნაწილად ყოფნა?
გასაგებია, რომ პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის კურსზე.
თუ ივანიშვილს რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა და დარჩიაშვილი ჯიუტად დასავლეთისკენ გვექაჩება? ნუ ისიც შეიძლება, რომ არ ეთანხმება მეუღლეს, ქვეყანა რუსეთისკენ მიდისო, რომ იძახის… ესეც ვარიანტია”.