გმირის მამის პასუხი ღარიბაშვილს: ,,როცა ომი დაიწყო, ჩემი შვილი თბილ მიუნხენში იყო… მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს”

გმირის მამის პასუხი ღარიბაშვილს: ,,როცა ომი დაიწყო, ჩემი შვილი თბილ მიუნხენში იყო... მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს"უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამისთვის, არჩილ ხოფერიასთვის, მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ უკრაინაში საბრძოლველად ქართველები ,,ომის პარტიას” მიჰყავს.

,,მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს, სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე, უბრალოდ, ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოულ სიტყვაზე… არ მინდოდა მეთქვა, ან რა სათქმელია, უბრალოდ, იცოდეთ,: ჩემი შვილი როცა ომი დაიწყო, თბილ მიუნხენში იყო, დილის 9-ზე დამირეკა და მითხრა, რომ მიდიოდა… უბრალოდ ვთხოვე, დამლოდებოდა ვარშავაში, არ დამელოდა და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას, მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა… იგი არავის წაუყვანია, ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი…

მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზეც, ვფიქრობ, პირუთვნელად იარა…” – დაწერა არჩილ ხოფერიამ.