,,გლანდების ოპერაციის შემდეგ სისხლდენა დაეწყო” – სამტრედიაში 23 წლის გოგონა გარდაიცვალა

,,გლანდების ოპერაციის შემდეგ სისხლდენა დაეწყო" - სამტრედიაში 23 წლის გოგონა გარდაიცვალაამბები.ჯი უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს, რომ სამ­ტრე­დი­ა­ში 23 ლანა დარ­ჯა­ნია გლან­დე­ბის ოპე­რა­ცი­ის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

გოგონას ახ­ლო­ბე­ლი გამოცემას უყ­ვე­ბა, რომ დარ­ჯა­ნი­ამ ოპე­რა­ცია ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში 4 დღის წინ გა­ი­კე­თა. გო­გო­ნა უკვე სახ­ლში იყო გა­წე­რი­ლი და სის­ხლდე­ნა და­ე­წყო.

-გლან­დე­ბის ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. სახ­ლში რომ წა­ვი­და, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და. ,,ფე­ის­ბუქ­ზე” ,,სთო­რებს” დებ­და, სა­დაც ამ­ბობ­და, რომ და­ი­ღა­ლა ტკი­ვი­ლით და მეტი აღარ შე­ეძ­ლო. გუ­შინ ღამე სის­ხლდე­ნა და­ე­წყო, სას­წრა­ფოც გა­მო­ი­ძა­ხეს, გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში ისევ, მაგ­რამ გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა” –  ამბობენ ახ­ლობ­ლე­ბი.

-ლანა დარ­ჯა­ნი­ამ ოპე­რა­ცია ჩვენ­თან 19 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­კე­თა, ოპე­რა­ცი­ამ­დე მას ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვე­ბი და ამ კვლე­ვებ­მა ექიმს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, რომ ოპე­რა­ცია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო. ოპე­რა­ცი­ას არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. გო­გო­ნა კლი­ნი­კა­ში და­ყოვ­ნდა ერთი დღე და მე­ო­რე დღეს ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე გა­ე­წე­რა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სრუ­ლი­ად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. ოპე­რა­ცი­ი­დან გა­სუ­ლია რამ­დე­ნი­მე დღე, მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ სის­ხლდე­ნა და­ი­წყო. ფაქ­ტზე უკვე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. კლი­ნი­კაც და ექი­მიც, რო­მელ­მაც ოპე­რა­ცია გა­ა­კე­თა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან, – უ­თხრეს გამოცემას კლი­ნი­კა­ში.

ამბები.ჯი