ხატია სიჭინავა: ,,ქმარმა ხოჭო დამიძახა მეორე ორსულობის მერე, როცა დიდი ხანი ვერ გავხდი”

ხატია სიჭინავა: ,,ქმარმა ხოჭო დამიძახა მეორე ორსულობის მერე, როცა დიდი ხანი ვერ გავხდი"ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოზე ოჯახური სკანდალები გაიხსენა, რასაც სოციალურ ქსელში ზოგიერთებისგან კრიტიკა მოჰყვა, მათ შორისაა ყოფილი ტელესახე ხატია სიჭინავა, რომელმაც დაწერა:

,,ჩემს შვილებს, იმდენად არ უნახავთ და გაუგიათ ჩვენი კამათი, რომ ჰგონიათ,  ზოგადად ცოლ-ქმარი არ ჩხუბობს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვჩხუბობთ, ოღონდ ცალკე , ჩვენთვის და იქვე ვაგვარებთ. ბავშვს ასმენინო ეს მარაზმი, არ ვიცი, რა ჩარჩოში ჯდება და კიდევ, მეორე ორსულობის მერე, როცა დიდი ხანი ვერ გავხდი, ხოჭო დამიძახა, რამდენის გამოძალვა შემიძლია?
რაც შეეხება ყველაფერს, რაც წავიკითხე, დედა არ გყავდა, შვილო? ჩემს შვილს თმის ღერი რომ შეუქანდეს, არათუ გავაჩერებ მასთან, თმა არ შერჩება ფიზიონომიაზე”.