როგორ ახერხებს სოფო ჯაფარიძე კლინიკებში პაციენტების დასაწვენი ადგილების მოპოვებას

როგორ ახერხებს სოფო ჯაფარიძე კლინიკებში პაციენტების დასაწვენი ადგილების მოპოვებას ,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

„პირადში მომწერეთ, დაგეხმარებით“ _ ეს ფრაზა, რომელსაც ექიმი სოფო ჯაფარიძე სოციალურ ქსელ ,,მედგიდში”  სწერს ადამიანებს, ბევრი სასოწარკვეთილი კოვიდინფიცირებულისთვის გადარჩენის ერთადერთ გზად იქცა. როდესაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი პაციენტს ეუბნება, რომ მისთვის საავადმყოფოში ადგილი არ არის, სოფო ჯაფარიძე ფაქტობრივად სასიკვდილოდ განწირულისთვის კლინიკაში ადგილს პოულობს და იქ გადაყვანაშიც ეხმარება. სოფო ჯაფარიძე ექიმების ოჯახიდანაა. სტომატოლოგია, ლექციებს კითხულობს, გათხოვილია და სამი ვაჟის დედაა.

სოფო ჯაფარიძე ,,სარკეს” მოუყვა, როგორ ახერხებს მაშინვე დახმარებას:

_დღეში ათასობით თხოვნა შემოდის. სასწრაფო პაციენტს ეუბნება, რომ ადგილები არ არის და საავადმყოფოში ვერ გადაიყვანენ. ხშირ შემთხვევაში ადგილი არის, მაგრამ კოორდინაციის პრობლემაა, რადგან ბაზა არ აქვს სასწრაფოს, რომ ექიმები მარტივად შევიდნენ პორტალში, სადაც მარტივად ნახავენ თავისუფალ ადგილებს.12  წლის ბავშვს ვერ აწვენდნენ, ამ დროს კი ძალიან ბევრ კლინიკაში იყო ადგილი. 5 წუთში მოვახერხეთ მოძიებაც და პაციენტის ჰოსპიტალიზაციაც.

_თქვენ ხელი მიგიწვდებათ ასეთ ბაზაზე და მათ _ არა თუ რა ხდება?

_19 მოდერატორი მყავს.თითოეულს ვარეკვინებ კლინიკებში და გვეუბნებიან, სად არის ადგილი. სასწრაფოს ექიმს კი მარტო უწევს რეკვა და დიდი დრო იხარჯება.

მთავარი მონდომებაა, ასეთი პორტალი არსებობდეს და ექიმებს ჰქონდეთ წვდომა. ვერავის დავწამებ ცილს, რომ მთავრობას თუ ჯანდაცვის მესვეურებს უნდათ, ვინმეს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, მაგრამ სადღაც არის პრობლემა. სად, ჩემთვისაც ამოუხსნელია. მე თუ შემიძლია 19 კაციანი ჯგუფით ეს პრობლემა მოვაგვარო, მათ ჩემზე მეტი რესურსი აქვთ.

მე და ჩემს მეგობარ ნუცა ზურაბიანს გვაქვს ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა, რომელიც 9 წელია, მუშაობს და ყოველწლიურად ვახორციელებდით მასშტაბურ სამედიცინო კონგრესებს, კონფერენციებს, სემინარებს. ათეულობით საქველმოქმედო ღონისძიების ავტორები და მხარდამჭერები ვართ. პანდემიისას დავინახეთ, რომ ჭირდა ექიმებსა და პაციენტებს შორის კომუნიკაცია და მედიატორის ფუნქციის შეთავსება გადავწყვიტეთ.

ბაბუაჩემი გახლდათ ვახტანგ ყიფიანი, სამედიცინო ინსტიტუტის  პრორექტორი, რომელმაც ფაქტობრივად გაზარდა დიდი ნაწილი იმ ექიმებისა, რომლებიც დღეს ამინდს ქმნიან და არავინ დაგვზარდა, დახმარებოდნენ ადამიანებს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”