თემურ ცერცვაძე: ,,შემთხვევების მატება იქნება, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ევროპის ქვეყნებში”

თემურ ცერცვაძე: ,,შემთხვევების მატება იქნება, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ევროპის ქვეყნებში",,რემდესივირი” თუ არ განკურნავს, ხელს უწყობს კორონავირუსული ინფექციის შერბილებასა და ლეტალობის შემცირებას”, – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ,,კვირის პალიტრასთან”.

თემურ ცერცვაძე:

–  ჯერჯერობით გამოიკვეთა 2 მედიკამენტის უპირატესობა. ,,რემდესივირის”, რომელსაც აწარმოებს ამერიკული კომპანია ,,გილიადი”, ჩვენი მთავარი პარტნიორი – ის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის გვაწვდის მილიარდობით დოლარის ღირებულების მედიკამენტს.

კვლევას კომპეტენტური ინსტიტუტები ატარებენ – აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ანტონი ფაუჩი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი და მეგობარია. მან სოციალური მედიით ოფიციალური განცხადება გააკეთა და ჟურნალ ,,ლანცეტში” წერილიც დაბეჭდა, რომ ,,რემდესივირი” იმედისმომცემი პრეპარატია, მაგრამ ჯერ კვლევა არ დამთავრებულა. მეცნიერების აზრით, ,,რემდესივირი” თუ არ განკურნავს, ხელს უწყობს კორონავირუსული ინფექციის შერბილებასა და ლეტალობის შემცირებას.

ჩვენმა სამინისტრომ და მთავრობამ მიმართა კომპანია ,,გილიადს” თხოვნით, რომ გაითვალისწინოს განსაკუთრებული ურთიერთობა საქართველოსა და ,,გილიადს” შორის და როცა ამ პრეპარატს აშშ ვინმეს მისცემს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს.

მეორე მედიკამენტის ქიმიური სახელია ჰიდრო­ქსიქლოროქინი, ხოლო გასაყიდი სახელია ,,პლაქვენილი”. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს პრეპარატი აჯობებდა და პირველივე ავადმყოფიდან, რომელიც 26 თებერვალს შემოვიდა, მოვიხმართ, თუმცა არ იყო ოფიციალურად რეკომენდებული, რომ სხვა მედიკამენტს ჯობია. ჩვენ ეს წამალი არაოფიციალურად გამოვიყენეთ,

გაფრთხილებთ – ინფექციის პრევენციას და თავიდან აცილებას ეს წამალი არ იწვევს. როგორც პროფილაქტიკური საშუალება ის არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება!

– უნდა ველოდოთ თუ არა პიკს?
– ვინ იცის… შემთხვევების მატება იქნება, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ევროპის ქვეყნებში. ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს ევროპის ქვეყნებში და ის უნდა შევინარჩუნოთ!

კვირის პალიტრა