მიხეილ სააკაშვილს ვაჟის ქორწინებამ საკუთარი ქორწილი გაახსენა – ,,რო­გორ ჩქა­რა მიქ­რის დრო.. თით­ქოს გუ­შინ ვი­დე­ქით ჩვენს ჯვრის­წე­რა­ზე ამე­რი­კა­ში”

მიხეილ სააკაშვილს ვაჟის ქორწინებამ საკუთარი ქორწილი გაახსენა - ,,რო­გორ ჩქა­რა მიქ­რის დრო.. თით­ქოს გუ­შინ ვი­დე­ქით ჩვენს ჯვრის­წე­რა­ზე ამე­რი­კა­ში"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ვაჟმა, ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ იქორ­წი­ნა. სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბის რძა­ლი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა გახ­და.

– ხა­ლი­სი­ა­ნად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი იმის გამო, რომ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სა­დაც გუ­შინ და­ვეს­წა­რი ჩემი შვი­ლის, ედუ­არ­დის ქორ­წილს. გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს, მე თვი­თონ რო­გორ დავ­ქორ­წინ­დი ნიუ იორკში, რო­გორ ვეწეოდი სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნი ერ­თად ჩა­მო­ვე­დით და გან­წყო­ბა მაქვს ძა­ლი­ან კარ­გი, – აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა რამდენიმე დღის წინ ,,რუსთავი 2”-ის ეთერში და იქვე რძალზეც ისაუბრა:

– კარ­გი გო­გოა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა თუ არა, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხია, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თვე­ლიც, უკ­რა­ი­ნე­ლიც და ავ­სტრა­ლი­ე­ლიც – ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან თბი­ლი ოჯა­ხია და მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია, – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ედუარ­დი რა­დი­ოპ­როგ­რა­მე­ბის პრო­დი­უ­სე­რად მუ­შა­ობს და თა­ნამ­შრომ­ლობს BBC-ის “National Public Radio”-სთან. მისმა რჩეულმა, ადი­ნა მელ­ვუს-პეტ­რუს­მა სვარ­ტმო­რის (პენ­სილ­ვა­ნია) კო­ლე­ჯი დაამთავრა. ადი­ნა მუ­შა­ობს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და ინ­ტენ­სი­უ­რი სწავ­ლის მე­თო­დით ეუფ­ლე­ბა ქარ­თულს.

,,რო­გორ ჩქა­რა მიქ­რის დრო… თით­ქოს ჯერ კი­დევ გუ­შინ ვი­დე­ქით ჩვენ ჯვრის­წე­რა­ზე ამე­რი­კა­ში (არა­და ეს იყო დიდი ხნის წინ, 1993 წელს)”, – დაწერა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლმა ფეისბუქში.