,,სარკე”, ია ქუთათელაძე ქეთევან კანტიძე მარჯანიშვილის თეატრის დასის ხელმძღვანელია, პროფესიით ხმის რეჟისორი, მოწოდებით მსახიობი. ხალისიანი, მხიარული ქალბატონი კოლექტივის სული და გულია. უყვარს სიმღერა, ცეკვა, გემრიელი საჭმელი და ახალგაზრდა კოლეგებთან ურთიერთობა. შესანიშნავად ასრულებს სახასიათო როლებს ტელესერიალებსა და მხატვრულ ფილმებში. რეჟისორებს ხშირად ეკითხება, ხომ არ აქვთ მისთვის ფუმფულა ქალის როლი, თუნდაც უსიტყვო. – ასეთი ხალისიანი და სიცოცხლის […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ციცინო კობიაშვილი: ,,ქმარი მებუტება, როცა ჩემს სპექტაკლში არ ვათამაშებ”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორისა და მსახიობის ციცინო კობიაშვილისთვის თეატრი ჯადოსნური სამყაროა. უბედნიერესია, როცა შერჩეულ პიესას ხელში იღებს და როლების განაწილებას იწყებს. იმავე თეატრის მსახიობია მისი მეუღლე თემურ კილაძე, რომელთან ერთადაც 41 წელია მოდის. რეჟისორი ,,სარკეს” უამბობს. -როგორია რეჟისორის და მსახიობის ურთიერთობა, როცა ისინი მეუღლეები არიან? – თავიდან არ სიამოვნებდა, მე რომ რეჟისორად მოვევლინე. […]
მარიკო ებრალიძე: ,,ეს ღვეზელი დედამთილმა მასწავლა, რეცეპტს ჩაგაწერინებთ”
,,სარკე” მომღერალი მარიკო ებრალიძე ინტერესიანი დიასახლისია. გარშემო საუკეთესო კულინარები ახვევია, რომლებიც ყოველთვის გემრიელი კერძების რეცეპტებით ამარაგებენ. მარიკომ დედამთილის მიერ ნასწავლი ღვეზელის რეცეპტი ,,სარკის” მკითხველებსაც გაუზიარა: – ჩემი დედამთილი მეგრელი ქალია და კარგი, გემრიელი ხელი აქვს. მისი ვაშლის ღვეზელის რეცეპტს ჩაგაწერინებთ: 3 კვერცხი და 400 გრამი შაქარი მიქსერით ავთქვიფოთ. დავუმატოთ 150 გრამი არაჟანი, 150 გრამი გამდნარი […]
,,ვყვიროდი, დავიღუპე-მეთქი, მეგონა, ჩემი შვილიშვილებიც იქ იყვნენ” – იარად დაჩნეული ტრაგედია
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სასწაულად გადარჩენილი ზვიად თავგირაძის მამა, ბატონი ჯემალი ,,სარკესთან” იმ საბედისწერო დღეს იხსენებს, როცა სადარბაზო ჩამოინგრა და ნანგრევებში 10 ადამიანი მოყვა და მათგან მხოლოდ ერთი გადაურჩა სიკვდილს – 37 წლის ზვიად თავდგირიძე. მან ნანგრევებში 11 საათი გაძლო და გადარჩა! -იმ დღეს მარტო იყო. ბავშვებმა 5 თუ 10 წუთით […]
ქეთი ხატიაშვილი: ,,ოჯახის დანგრევა, გაჭირვება, დეპრესია… – ბევრი რამ გავიარე”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილმა ბავშვობა უკრაინაში გაატარა და ტანვარჯიშზეც იქ დაიწყო სიარული. ,,სარკეს” უყვება, რომ 4 წლის გოგონა პუტკუნა იყო და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისგან შესანიშნავი ტანმოვარჯიშე დადგებოდა. გასართობად დაწყებული ვარჯიშები თანდათან შეუყვარდა. 6 წლის ასაკიდან სერიოზულად დაიწყო სპორტული ცხოვრება, რომელიც საქართველოში გადმოსვლისთანავე ინტენსიურად გააგრძელა. 14 წლისა უკვე საქართველოს ჩემპიონი იყო. ახლა მთელ […]
ვინ არის გიორგი მასხულიას დედა და რატომ არის ის დედის გვარზე – ,,დედა ჩემი ხერხემალია”
,,სარკე”, ირმა ჭკუასელი დიზაინერი გიორგი მასხულია ამჯერად ცუდი ამბით მოექცა ყურადღების ცენტრში, ის სამმა მამაკაცმა სცემა. გიორგი მასხულია მოდის ბიზნესში 13 წლიდან ტრიალებს.,,სარკესთან” ის თავის ცხოვრებაზე საუბრობს. – ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ დედამ, ჟურნალისტმა ლანდა მასხულიამ, დიდი როლი ითამაშა, გზა გაგეკვლიათ. რას გასწავლიდათა, როგორ გზრდიდათ? –პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ,,სარკე” საქართველოში უკარგესი ჟურნალია, ნამდვილი ბრენდი! […]
თინათინ მღვდლიაშვილი: ,,ქმარმა მიღალატა უღირს ქალთან და უღალატა ჩემს ღირებულებებს”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე თინათინ მღვდლიაშვილი, როგორც პოეტი, 1989 წლის 25 თებერვალს დაიბადა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართულ აქციაზე ლექსი ,,დავით აღმაშენებელი” წაიკითხა. ეროვნული მოძრაობის აბობოქრების წლებში მისი პატრიოტული ლექსები ყველგან ისმოდა – ,,ხმალი ავლესოთ, ქართველებო”, ,,აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება”, ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო”. მის პოეზიას საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, დიდ შეფასებას აძლევდა. პოეტს სამშობლოს სიყვარული […]
ნინო იოსელიანი: ,,რაც ქმარს გავშორდი, შეყვარებულიც ვიყავი და გატაცებაც მქონდა”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ნინო იოსელიანი ქართული მოდის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას აქვს უნარი, წინასწარ განსაზღვროს, ახლო მომავალში რაზე გაჩნდება მოთხოვნა, რა იქნება აქტუალური და ბიზნესს ამ მიმართულებით ავითარებს. ამ საუკუნის დასაწყისში მან თბილისში, შარდენის ქუჩაზე ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა ბარი და მალე ეს ქუჩა დედაქალაქში ღამის ცხოვრების და გართობის ეპიცენტრად იქცა. ახლა ნინო ნატურალური ქსოვილებისა […]
მედეა ადამია: ,,უკვე მკვდარი ქალისთვის შავ ბაზარზე შემაძენინეს წამლები”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე რეალითი შოუ ,,ჯეობარი 2007″-ის გამარჯვებული, პროფესიით იურისტი მედეა (დეა) ადამია, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც მისი დედა, ნაირა რუხაია, საავადმყოფოში კოვიდვირუსით დაავადების გამო მოხვდა. მედეა აცხადებს, რომ დედამისის მდგომარეობა ექიმების უყურადღებობისა და არასწორი მოქცევის გამო დამძიმდა.ცნაირა რუხაია ერთი კლინიკიდან მეორეში, შემდეგ მესამეში გადაიყვანეს. საბოლოოდ ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში […]
მარინა ბერიძე: ,,პირადშიც და კარიერაშიც ერთნაირი დარტყმა მივიღე”
,,სარკე”, ირინე მჭედლიძე ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვის პირადზეც იმდენი რომ ესაუბრათ, რამდენიც მუსიკოს მარინა ბერიძეზე ილაპარაკეს, თანაც იმ ასაკში, როცა, როგორც წესი, ქარიშხლები ურთიერთობებში მინავლებულია და წყვილი უმეტესად მშვიდი ცხოვრებით ტკბება ხოლმე. მარინა ბერიძის ცხოვრებაში ქარიშხლები სწორედ ამ დროს, 65 წლის ასაკში დაიწყო. ის და მუსიკოსი ზურა ლალიაშვილი 43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს გაშორდნენ. მარინა […]










