კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

თეო ჩივაძე: “გიორგი ახლა ცოტა აჟიტირებულია. კანში ვერ ეტევა – მაშინ არ ელოდა, ხელში რომ შერჩა თმა”

მსახიობმა გიორგი მახარაძემ უმძიმესი სენი დაამარცხა. მას რამდენიმე თვის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, ქიმიოთერაპიის ორი კურსის და სწორი მკურნალობის დახმარებით, ავადმყოფობა დაამარცხა. გიორგის დედა, თეო ჩივაძე ჟურნალ “სარკეს” იმ რთულ პერიოდზე ესაუბრა, როცა გიორგი სიმსივნეს ებრძოდა. – ქიმიის ორი კურსი ჩავიტარეთ. მადლობა გიორგის მკურნალ ექიმს, ალექსანდრე თავართქილაძეს. ამის შემდეგ ექიმმა თურქეთში დაგვიბარა. პირველ დღეს […]

გიორგი გაბუნია: ,,განდეგილობა მინდოდა, მშობლებისთვის ეს მძიმე მოსასმენი იყო” – რას ყვება ტელეწამყვანი სარკესთან

ჟურნალ ,,სარკის” არქივში ინახება ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ინტერვიუ, რომელიც 2 წლის წინ არის ჩაწერილი.  ჟურნალისტი იხსენებს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებს, მათ შორის, იმ წლებს, როცა ის რელიგიით იყო გატაცებული და ბერად შედგომაზე ფიქრობდა. – გიორგი, თქვენი ბავშვობა რითი იყო გამორჩეული? – ბავშვობიდან მიყვარდა ჩემს თავთან მარტო ყოფნა. წიგნებში თავჩარგული მოსწავლე ვიყავი. მიყვარდა ხატვა, ექსპერიმენტების ჩატარება, […]

ვახო სანაია ასახელებს პირებს, რომლებმაც გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე გააყალბეს – დაკარგული გასაღები და გამყიდველი ქალის ჩვენება – რას მალავდა გამოძიება

ტელეჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმარმა კონსტანტინე ციხისთავმა ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2”-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, ცნობილი ჟურნალისტი კრიმინალური ავტორიტეტმა და ტერორისტად შერაცხულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა, ხოლო გრიგოლ ხურცილავა, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობისთვის გაასამართლეს, კრიმინალური ჯგუფის ინფორმატორი იყო და მან მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო. ციხისთავის თქმით, სანაიას მკვლელობა პანკისის ხეობის იმდროინდელ მოვლენებს უკავშირდება და […]

ქეთი ხუციშვილის ერთადერთ ვაჟს მამის გაცნობა არ სურს

ქეთი ხუციშვილი საზოგადოებამ ჯერ ინტერნეტსივრცეში გაიცნო კომედიური ვიდეორგოლებით, მერე კი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ძალიან კოლორიტული ლუნას როლით. მის დანახვაზე ნაცნობ-უცნობები კარგ განწყობაზე დგებიან, ფოტოების გადაღებას სთხოვენ… ბევრმა კი არ იცის, რომ იუმორით სავსე ახალგაზრდა ქალის უკან რთული, სიძნელეებგამოვილი გზაა. 24 წლის იყო, როცა დედა გახდა. პატარა გიორგიმ მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, ყველაფერზე უარი თქვა […]

რას სწავლობს ნინო კასრაძე ნანა ფაჩუაშვილისგან

რუსთაველის თეატრის სხვადასხვა თაობის ორი შეუდარებელი მსახიობის, ნანა ფაჩუაშვილისა და ნინო კასრაძის, მეგობრობა რამდენიმე ათწლეულს ითვლის. ისინი ერთ ენაზე საუბრობენ, ერთმანეთს ყველაფერში უგებენ, რადგან ორივემ ზუსტად იცის, რას განიცდის მსახიობი სცენაზე თუ სცენის მიღმა. და მთავარი – ორივეს აერთიანებს თეატრის უკიდეგანო სიყვარული და ერთგულება. – რა შეგიძლიათ გვითხრათ ერთმანეთზე? ნანა: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნინოს […]

ირაკლი კვირიკაძე მოდელ ცოლთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს – როგორ ზრდიდა ნინო ქორიძე ევროპის ამომავალ ვარსკვლავს

ახალგაზრდა ქართველ მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ევროპაში დიდი წარმატება ეწვია – რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმ “მძევლებში” შესრულებული როლისთვის ის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ათ სხვა მსახიობთან ერთად ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს. ეს ცნობა, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდათ საქართველოში, რომელიც განებივრებული არ არის ქართველი მსახიობების ევროპული ჯილდოებით. ირაკლი კვირიკაძე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მისი პაპა, კახა ქორიძე, რეზო […]

მარინა ბერიძე: “ნინო ჩხეიძეს ახლა ვაჩვენებთ, რა გამიკეთებია”

მუსიკოსი მარინა ბერიძე ახალ საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდა. რუსთავი 2-მა ახალი მუსიკალური პროექტი დაიწყო სახელწოდებოთ, „მხოლოდ ქართული“, რომლის მონაწილეებიც, მხოლოდ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ. ჟიურის წევრები მარინა ბერიძე, გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძე არიან. მოღერალმა ნინო ჩხეიძემ კი განაცხადა, რომ რუსთავი 2-მა მისი პროექტის იდეა მიითვისა. ამის შესახებ მარინა ბერიძენ „სარკესთან“ ისაუბრა. – მას ეგონა, რომ ფანოღურ […]

გიგა კვენეტაძის მეუღლეს, მარიანა კარამოვას, ლეიკემია აღმოაჩნდა – “ოპერაცია უკვე გავუკეთეთ”

მომღერალი და სიმღერების ავტორი გიგა კვენეტაძე 10 წელია მოსკოვში ცხოვრობს. ჰყავს ერთი ვაჟი და ეროვნებით რუსი ცოლი, მარიანა კარამოვა, რომელიც საქართველოშია გაზრდილი. გიგას და მარიანას ოჯახი წელიწადნახევრის წინ მძიმე განსაცდელის წინ აღმოჩნდნენ. მარიანას ლეიკემია აღმოაჩნდა. ამის შესახებ გიგა კვენეტაძე ჟურნალ სარკესთან საუბრობს. – ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმია. სამწუხაროდ, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებთ გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა, […]

მანიკა ასათიანი: ”ჩემი სახლი მგავს სისადავით” – ტელეწამყვანისა და მოდელის უმაკიაჟო ბინა – ფოტოები

მოდელი და ტელეწამყვანი, მანიკა ასათიანი, ერთი წლის წინ ქმართან, კალათბურთელ ბექა წივწივაძესთან და შვილთან ერთად ახალ სახლში გადავიდა – თბილისის ცენტრში, ვაკის პარკთან ახლოს, მშვიდ რაზმაძის ქუჩაზე. მისი სახლიდან ქალაქის ლამაზი ხედი მოჩანს. სწორედ ეს ნიუანსები მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ შეაჩერა არჩევანი ხუთი წლის წინ ამ ადგილზე. სარემონტო სამუშაოები ისე გაიწელა, რომ ოჯახმა მხოლოდ შარშან, […]

ელდარ შენგელაია: “ნელი აქამდე იყო ჩემი მეუღლე, ახლა არის ჩემი დედა”

“არაჩვეულებრივი გამოფენა”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “შერეკილები”, “ცისფერი მთები”… და ბოლოს “სავარძელი”. ეს ის ფილმებია, რომელთა ავტორობაზე მსოფლიოს ცნობილი რეჟისორები ხელს უყოყმანოდ მოაწერდნენ და იამაყებდნენ, რომ ასეთი შედევრები გადაიღეს. მათ შემქმნელს კი თავისი პატარა სამშობლო მთელ მსოფლიოს ერჩივნა. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, დამწყებ რეჟისორ ელდარ შენგელაიას უფრო ფართო ასპარეზი წინ ეშლებოდა, მაგრამ მას გული საქართველოსკენ მოუწევდა. კინოსტუდია “ქართულ […]