კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

“მისნაირი მამაკაცის ძებნაში შინაბერა დავრჩი”

ბევრი შეცდომის სათავე ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, თუმცა ჩვენი რესპონდენტისთვის, ნახევარ საუკუნეს მიტანებული ქალისთვის, საძებნელი არც არაფერია. მაიამ იცის, სად დაუშვა შეცდომა, რამ განაპირობა ის, რომ დღეს მარტოა. ბავშვობაში შეხვდა მამაკაცს, რომელიც გააიდეალა, საუკეთესო თვისებებით შეამკო და მერე ყველას მას ადარებდა. ერთ დღეს კი ყველაფერი მოიცილა მუჭში დაგროვებული სილასავით, საკუთარ თავს უკვე დაუსვა “დიაგნოზი”, მაგრამ, სამწუხაროდ, […]

როგორ დაძლია თეა ჩეჩელაშვილმა დიდი მკერდის კომპლექსი – ,,ჩემი სხეული ჩემია და ვერავინ დამიწესებს ცენზს”

,,10 კილო რომ დამაკლებინა, ნამდვილად არ მაწყენდა, მაგრამ მე მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. თუ ადამიანს უნდა ჩემთან, ასეთიც მოვეწონები. დავიჯერო, კილოგრამებში განისაზღვრება ჩვენი ღირსება? რა თქმა უნდა, არა!” – გვითხრა ტელე და რადიოწამყვანმა, ქუთაისელმა ჟურნალისტმა თეა ჩეჩელაშვილმა, რომელმაც საზოგადოებას თამამი გამონათქვამებით, კითხვებით, პასუხებით და ჩაცმით გააცნო თავი. — თეა, მუშაობთ რეგიონში, ქუთაისში, მაგრამ […]

”პირველად მშობლებმა ბიჭთან წამასწრეს” – ტრანსგენდერ ლიზა ქისტაურს ბელგიაში ცოლობა სთხოვეს – “ქართველი მამაკაცები გიჟდებიან ტრანსებზე, მაგრამ ამას საჯაროდ არ აღიარებენ”

ხევსური ქისტაურების ოჯახში 20 წლის წინ ბიჭი დაიბადა და მას გიორგი დაარქვეს. ახლახან მან სახელი გადაირქვა და ის უკვე ლიზა ქისტაურია. ანატომიურად ქალი არ არის. ქირურგიული ოპერაციების საშუალებით აპირებს ქალური მკერდი გაიკეთოს და მამაკაცის სასქესო ორგანო მოიშოროს. ლიზა ქისტაური რამდენიმე თვეა ბელგიაში ცხოვრობს. საქართველოდან გაიქცა, რადგან დღისით გარეთ გასვლის ეშინოდა. ბელგიაში კი ქალის სამოსით თავისუფლად […]

ია თინიკაშვილი: “ქმრისგან ღალატს არ ვიმსახურებდი”

ია თინიკაშვილი შიდა ქართლში მომუშავე ის ჟურნალისტია, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, შემდეგ კი ძებნილთა სიაში ჩასვა. ამის მიუხედავად, ექსკლუზიური რეპორტაჟების მოსაპოვებლად ხშირად ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მიდიოდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებზე სიუჟეტებს ამზადებდა. ერთ-ერთი პირდაპირი ეთერისას რუსი მესაზღვრეები მავთულხლართებთან მიადგნენ და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მას და მის […]

,,ვკიოდით, მაგრამ სანამ მთლიანად არ აჩეხეს, ჩვენკენ არ გამოიხედეს” – 22 წლის გევორქ სარქისიანის მკვლელობის დეტალები ,,სარკეში”

„სასტიკად დაჩეხეს, 20-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, 10 ადამიანი მივარდნილა და ჩემს ძმას გამუდმებით სერავდნენ. მეზობლებმა ყველაფერი დაინახეს“, – ყვება ,, სარკესთან” გევორქ სარქისიანის და. 22 წლის გევორქი ერთი კვირის წინ თბილისში, ელიას უბანში, საკუთარ სახლთან აჩეხეს. მას 15-მდე პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მეზობელი ,,სარკესთან” ყვება: -გევორქი შველას ითხოვდა. სასტიკად და არაადამიანურად ეპყრობოდნენ, მაშინვე კივილი […]

გიორგი მახარაძე: “5 წელი მექნება კრიზისული პერიოდი, რადგან შეიძლება ისევ თავი იჩინოს”

მსახიობ გიორგი მახარაძის მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ის თავს კარგად გრძნობს და როგორც “სარკესთან” საუბრობს, მკურნალობას განაგრძობს.„ღვთის წყალობით დღეს კარგად ვარ. ჩემმა ექიმმა თურქეთში ხუთიანი პლუსით დამიწერა. რაც შეეხება თვითონ ამ ამბავს, როდესაც სიმსივნე დასახელდა, პირველი ორი დღე ცოტა შეშინებული ვიყავი. მერე უკვე საკუთარ თავს ვეუბნებოდი, მაგრად უნდა დადგე და კარგად უნდა იყო-მეთქი. ზუსტად ვიცოდი, […]

ქრისტინე შუშაძემ მომაკვდინებელი დიეტით 45 კილო დაიკლო – “ჩემი ტუჩი დაუსრულებელი დარჩა”

ბათუმელი ქრისტინე შუშაძე, რომელიც საზოგადოებამ პროექტ “მხოლოდ ქართულიდან” გაიცნო, პროფესიონალი კოსმეტოლოგია. ამ საქმეს კანადაში ცხოვრების დროს ესთეტიკის აკადემიაში დაეუფლა და ერთ-ერთ ქირურგიულ კლინიკაში სერიოზული გამოცდილებაც მიიღო. შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, სადაც, სიმღერის გარდა, თავისი პროფესიითაც იყო დაკავებული. ამერიკიდან საქართველოში დროებით დაბრუნდა, რომ კონკურსში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ახლა მისი გეგმები აბსოლუტურად შეიცვალა. ქრისტინე პროექტს გამოეთიშა, […]

აქვს თუ არა პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული მარინა ბერიძეს

მუსიკოსი მარინა ბერიძე 70 წლის ასაკში შესანიშნავ ფორმაშია. თუ როგორ ებრძვის წლებს, ის ,,სარკესთან” საუბრობს. — ქალბატონო მარინა, ძალიან კარგ ფორმაში ხართ. ამას რა საშუალებებით, რა მეთოდებით ახერხებთ? – არაფრით ვახერხებ. ძალიან მიყვარს ცხოვრება, მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი ოჯახი. ასევე, ძალიან მიყვარს ყველაფერი დადებითი, უარყოფითს ველევი. — დიეტა, ქირურგიული ჩარევა… – დიეტაზე არასდროს ვარ. მთელი […]

სალომე ჭაჭუა: ,,არაფერს ვნანობ, მოსახდენი უნდა მომხდარიყო”

მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ხშირად ეკითხებიან, საიდან აქვს იმდენი ენერგია, რომ კვირაში 6 დღე დილის 8 საათიდან გვიან ღამემდე სულ აქტიური და თავის საქმეში ჩაფლული იყოს. მისი პასუხია – სწორი კვება და 7-8 საათიანი ძილი. მასზე როცა საუბრობენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ საქმეში საკმაოდ მკაცრია, მეწყვილისგან ძალიან ბევრს ითხოვს, მაგრამ ეს ყველაფერი – დარბაზში. მის მიღმა კი […]

ლელა თოლორდავა: ,,ყოველი წვიმის დროს განწირული ცხოველების ხმები ჩამესმის” – 13 ივნისის ავბედითი ღამის მოგონება

2015 წლის 14 ივნისი თბილისს გლოვის ზარით გაუთენდა. ხალხმა შეიტყო, რომ 13 ივნისს, გვიან საღამოს, ვერეს ხეობაში წყალდიდობის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე წაიღო. სტიქიურმა უბედურებამ თბილისის ზოოპარკშიც დიდი მსხვერპლი გამოიწვია, ასევე მთლიანად განადგურდა სვანიძის ქუჩაზე არსებული ცხოველთა თავშესაფარი. ჟურნალისტი ლელა თოლორდავა 3 წლის წინ ამ თავშესაფარში მუშაობდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დატბორილი სახლები, […]