კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

როგორ აღმოჩნდა თემქელი ბიჭი ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე – ,,მინდა, შეყვარებულს ჩემი ქვეყანა გავაცნო”

,,თემო, თემო, შემოგვხედე!” – ეძახდნენ ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები ახალგაზრდა ქართველ მსახიობ თემო მელიქიძეს, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად იდგა წითელ ხალიჩაზე და თავი ბავშვობის სიზმარში ეგონა. ფილმი “პატრიოტის დღე”, სადაც თემო ერთ-ერთ მთავარ გმირს – ჩეჩენ ტერორისტ ტამერლან ცანაევს, განასახიერებს, 2016 წელს გადაღებული ფილმების საუკეთესო ათეულში მოხვდა. კინოსურათში თემოსთან ერთად მონაწილეობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები – კევინ ბეკონი, […]

ირაკლი ნადირაძე: “ბავშვობის მერე ხელით ამდენ ხანს არავის ვუტარებივარ”

თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, 36 წლის ირაკლი ნადირაძე, სულ ხმაურობს, სულ აქციებს მართავს, თბილისის მერიას აკრიტიკებს, თუმცა მსაობრივი პოპულარობა ერთმა კადრმა მოუტანა. იმ დღეს რუსთაველზე, პარლამენტის წინ იმყოფებოდა აქციაზე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული ბიჭის, დავით სარალიძის, მკვლელების დაკავების მოთხოვნით იმართებოდა. “იმის ნაცვლად, რომ დაიჭირონ დამნაშავეები, დაიჭირონ მკვლელები, ასე უსწორდებიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს…” […]

ეკა მესხიძე: “ჯანმრთელობა შემერყა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ხმა ამოვიღე” – პაპუნა უგრეხელიძე სასამართლოში ჩივის

საქართველოში მამაკაცები, როგორც ჩანს, ადვილად არ შეეგუებიან სექსუალურად შემვიწროებლის იარლიყს და ბრძოლაში, რომელსაც ქალები უმართავენ, დათმობას არ აპირებენ. ორგანიზაცია “სიდას” ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის, შემდეგ (იხ. “სარკის” წინა ნომერი) სასამართლოში საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, პაპუნა უგრეხელიძემ შეიტანა ყოფილი თანამშრომლის, ეკა მესხიძის წინააღმდეგ, რომელმაც იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა სწორედ ეკა […]

ვამპირების დაქალი – “ჩემი მეგობრები თვითონ ბედს ეწიენ, მე კი ცალად დამტოვეს”

ზოგჯერ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ერთსა და იმავე განსაცდელის წინაშე ვდგებით. ამ დროს, წესით, გამოცდილებამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიგვაღებინოს, მაგრამ მაინც ვერ ვიჩენთ გონიერებას, გულისკარნახით ვიქცევით და იმავეს ვაკეთებთ, რამაც ერთხელ უკვე მოგვაყენა ტკივილი. ჩვენი რესპონდენტი, ახალგაზრდა ქალი სალომე, ორჯერ აღმოჩნდა ერთი და იმავე პრობლემის წინაშე, თითქოს სცენარი განმეორდა, მაგრამ ისევ საკუთარი თავის საზიანოდ გადადგა ნაბიჯი. […]

ნანა ცინცაძე: “ჩემი შვილი რომ გათხოვდა, მტკვარში ვხტებოდი და სიძემ გადამარჩინა””

მკითხველს უყვარს ნანა ცინცაძის თავისუფალი, ცეცხლოვანი, ღრმა პოეზია, ლექსების ემოციურად, შარმით წაკითხვა… არადა პროფესიით ექიმია, თერაპევტი. ბოლო ხანებში ფსიქოთერაპიამ გაიტაცა. როგორც ამბობენ, უტყუარი, თანდაყოლილი ალღო აქვს. კითხვაზე, თუ რა არის ქალური სიბრძნე, ასე გვიპასუხა: “გადაჭარბებული ქალური სიბრძნის არ მესმის, არ მწამს. არ მჯერა, რომ კაცებს მაინცდამაინც უჭკუო ქალები ხიბლავთ, თუმცა არც ის მჯერა, რომ ქალი […]

ვერიკო ტურაშვილი: “მაღალი ვარ და 3-4 კილოს მომატება არ მეტყობა”

მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა თინეიჯერობის ასაკში დაიქადნა, რომ ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებდა და დანაპირები შეასრულა კიდეც, მას შემდეგ თითქმის ერთ წონაზეა. ვერიკო ორი შვილის დედაა, ოჯახში თავად უძღვება საქმეებს, ამიტომ, უნდა თუ არ უნდა, რეჟიმშია, თავის დროზე იძინებს და იღვიძებს და მთელი დღე აქტიურადაცაა. თუმცა იცის, რომ 30 წელს გადაცილებული ქალისთვის ეს საკმარისი არ არის და სატრენაჟორო […]

ნინო ჩხეიძე 40 წლის ასაკში მეორე შვილის გაჩენას აპირებს

მომღერალ ნინო ჩხეიძეს მთელი ზაფხული დატვირთული აქვს. ექსკლუზიურად “სარკეს” გაუმხილა, რომ ორი თვის წინ ბენდი ჩამოაყალიბა და რეპეტიციებს გადიან. სექტემბრიდან თავის მსმენელს აბსოლუტურად ახალ პროექტს შესთავაზებს, რომელიც მისთვისაც ექსპერიმენტია. – ნინო, მუდმივად სიმღერებს წერთ, ახალ პროექტებზე მუშაობთ. ამჟამად რას უმზადებთ თქვენს მსმენელს? – სიმღერებზე აქტიურად ვმუშაობ. სექტემბრისთვის კიდევ ახალ პროგრამას ვამზადებ. აბსოლუტურად განსხვავებულ და ხმაურიან […]

ნუგზარ ერგემლიძე ონლაინ სესხებით ცხოვრობს

მომ­ღე­რა­ლი, მუ­სი­კო­სი, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძე, სე­რი­ალ “ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში” მსა­ხი­ო­ბად მოგ­ვევ­ლი­ნა და მისი გმი­რი გოგი კირ­ვა­ლი­ძე საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლიც გახ­და. რო­გორც ერ­გემ­ლი­ძე ამ­ბობს, ეს გმი­რი ტრა­გი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნია, არა­და მა­ყუ­რე­ბე­ლი კო­მი­კურ, გა­შარ­ჟე­ბულ პერ­სო­ნა­ჟად აღიქ­ვამს. ჟურ­ნალ­მა “სარ­კემ” ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძეს­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა. – ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ, თქვე­ნი თა­ო­ბის მა­მა­კა­ცე­ბი­დან ალ­ბათ ბევ­რი ჰგავს გოგი კირ­ვა­ლი­ძეს, ის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის […]

ავთო აბესლამიძემ ასტანაში რუსეთი დაამარცხა და 10 ათასი დოლარით დაბრუნდა

ახალგაზრდა ბათუმელმა მომღერალმა ავთო აბესლამიძემ – საქართველოში “იქს ფაქტორის” გამარჯვებულმა, ამჯერად ყაზახეთში მოიპოვა დიდი წარმატება. ასტანაში გამართულ მუსიკალურ კონკურს “ვოისში” გრან პრი მოიპოვა და მსხვილი ფულადი ჯილდო მიიღო. საქართველოში დაბრუნებისთანავე ავთომ თავისი ემოციები და შთაბეჭდილებები “სარკეს” გაუზიარა. – ავთო, გილოცავთ გამარჯვებას! როგორ მოხვდით ასტანაში გამართულ კონკურსზე? – დამიკავშირდნენ ორგანიზაცია “სილქ როუდ სტარიდან”, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ […]

ნუკრი კაპანაძე მანქანამ გინებას შეაჩვია – ”ფარები სულ ანთებული მრჩება და მანქანა – დაქოქილი”

მომღერალი ნუკრი კაპანაძე 10 წელია, რაც მანქანას ატარებს. მართვა მექანიკაზე ისწავლა და ნამდვილ მძღოლადაც თავს სწორედ მაშინ გრძნობდა. ახლა კი “სუძუკი” ჰყავს, რომელსაც გაბარიტების გამო მიანიჭა უპირატესობა, მისი პარკირება ადვილია, პლუს ნაკლებ საწვავსაც წვავს. – ნუკრი, რა პრინციპით შეარჩიეთ თქვენი მანქანა, როცა ყიდულობდით? – იაპონური, წითელი “სუძუკი” მყავს, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ძრავი და, რაც […]