ჯგუფ “ფრანის” სოლისტმა, გაგა ჩიხლაძემ, შემოქმედებითი ნიჭი ბიზნესშიც გამოიყენა და ქუთაისში იმერული ქვევრის ღვინის ტრადიცია აღადგინა. დღეს მას უკვე საკუთარი ღვინის გალერეა აქვს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. ბიზნესის პარალელურად ჯგუფსაც არ აკლებს ყურადღებას. წერენ ახალ სიმღერებს, აქვთ სოლო კონცერტები. რაც შეეხება პირადს, ხანმოკლე სასიყვარულო ურთიერთობები მაშინ დაასრულა, როცა იპოვა ქალი, რომელმაც მისი ცხოვრება უფრო […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ია ფარულავა: “მამაკაცებისგან ძვირფასი საჩუქრები აღარ მჭირდება”
“დავასკვენი, რომ ხალხს ალალი და გულწრფელი ია მოსწონს”, – ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა და გულისხმობს თავის ლექსიკას, საუბრის მანერას, რომელსაც ხშირად უწუნებენ და რომელსაც ეკრანზე, გადაცემა “ფარულ კონვერტში” იყენებს. ტელევიზიისგან თავისუფალი დრო იამ მოგზაურობას და დასვენებას დაუთმო. სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებდა ძვირფასი საჩუქრების ფოტოებს. ეს ხან “გუჩის” ჩანთა იყო, ხან – სხვა აქსესუარები. […]
ეკუნა ყანჩაველი: ”ყოველდღე ვცდილობ, ჩემი სხეული გავაუმჯობესო, ჩემი ფორმებით კმაყოფილი ვარ”
ეკუნა ყანჩაველის გარეპილმა “ვეფხისტყაოსანმა” წლების წინ სოციალური ქსელები ააფეთქა, ამას დაემატა მის მიერ გადაღებული მხიარული ვიდეოები და მოზარდი რეპერი ინტერნეტვარსკვლავად იქცა. ამის შემდეგ ეკუნამ მუსიკალურ პროექტებში “ახალ ხმასა” და “იქს ფაქტორში” სცადა ბედი. მართალია, სასურველი შედეგი ვერ მიიღო, ნახევარფინალებიდან დატოვა კონკურსები, მაგრამ მისი პოპულარობა, განსაკუთრებით კი თინეიჯერებში, კიდევ უფრო გაიზარდა. “იქს ფაქტორის” ბოლო სეზონზე შოუს […]
კახა თოლორდავა: “ლარისა გუზეევასთან ერთად 8 წელი ვიცხოვრე, შვილი ჩემი გაზრდილია”
კახა თოლორდავა, რომელიც ძირითადად მუსიკალურ სფეროში მუშაობს და მუსიკის კრიტიკოსადაა ცნობილი, დაახლოებით ნახევარი წლის წინ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ფილოსოფოს ბაჩოს როლით გამოჩნდა. მას ვაკის საზოგადოება ჭკუას ეკითხება, ისიც სრული სერიოზულობით იძლევა აბსურდულ რჩევებს და შაგუსა და ჩიკას წრე მისი მითითებებით მოქმედებს. 58 წლის კახა თოლორდავა 35-40 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა […]
ქეთევან ქემოკლიძემ საკუთარ ქორწილს საქართველოში ძლივს ჩამოუსწრო – ”ხან მე ჩავდიოდი ბარსელონაში, ხან სანდრო ჩამოდიოდა მილანში”
ქართველმა მეცოსოპრანომ, ქეთევან ქემოკლიძემ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. გასულ წელს ქემოკლიძის კარმენმა საოპერო სფეროში გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა – მსოფლიო მედია მის ტრიუმფულ გამოსვლაზე აქტიურად წერდა. ქართველი მომღერლის დიდი გულშემატკივარი თვით დიდი მაესტრო პლასიდო დომინგოა. სწორედ დომინგოს მიწვევით როზინას როლზე შედგა ქეთევანის ამერიკული დებიუტი. დომინგოს სახელსვე უკავშირდება ქეთევანის კიდევ ერთი აღიარება ლოს ანჯელესის ოპერაში შესრულებულ როსინის […]
თეა ჩეჩელაშვილი: “პატიმარი ქმრების არჩევამ ძალიან დამაზარალა… ახლა თავი დავაჭერინე ერთ მონადირეს”
ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი ქუთაისში პოპულარული გახდა რადიოგადაცემით “პორტრეტი ჩარჩოს გარეშე”. მოგვიანებით იმავე სახელწოდების გადაცემა ერთ-ერთ ტელეარხზეც გააკეთა. თავად მისი პორტრეტი ჩარჩოების გარეშე კი თოქ შოუებში იხილა მაყურებელმა და გაიცნო, როგორც თამამი ქალი, სექსუალური ფორმებითა და სექსუალურ თემებზე ხმამაღლა მოსაუბრე. ჟურნალისტური საქმიანობის მიღმა, თეას პირადი ცხოვრებაც მრავალფეროვანია. ორი ქმარი და ორივე პატიმარი. დღეს ეს ეტაპი მისი […]
მარიტა როხვაძე: ”რამდენიმე წელია, ერთად ვართ… არ ვეჭვიანობთ, მას უყვარს ჩემი ცხოვრების წესი”
მომღერალი მარიტა როხვაძე ისევ შეყვარებულია და ისევ არ ამხელს თავისი რჩეული ვინაობას, თუმცა ასეთი ამბები თავს დიდხანს არ მალავენ, თუნდაც სოციალურ ქსელებში. “სარკემაც” შეიტყო, ვინ არის მამაკაცი, რომელზეც მარიტა ყურებამდე შეყვარებულია და ეს გრძნობა ორმხრივია. “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ბუბა ჟორჟოლიანს მასთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული და წყვილს მეგობრები ულოცავენ, ბედნიერებას უსურვებენ. იმავე “ფეისბუქიდან” […]
თამუნა გომართელმა თავისი მოგონილი დიეტით 3 თვეში 20 კილო დაიკლო
ყოფილი ტელეწამყვანის, თამუნა გომართელის, დიეტა ინტერნეტში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. 3 თვის განმავლობაში მან 20 კილოს დაკლება შეძლო. დიეტა ფაქტობრივად მისი გამოგონილია და შედეგით ძალიან კმაყოფილია. თამუნამ რამდენიმე წლის წინ თავისი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა, როცა ამ საკითხს ფსიქოლოგიურად მიუდგა. თავისი გამოცდილება მან ჩვენს მკითხველსაც გაუზიარა: – ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა ოქროს შუალედი ჯანსაღსა და […]
ირაკლი ჩხიკვიშვილი: “მე და გაია ხაჩიძე უზომოდ ვართ შეყვარებულები”
ირაკლი ჩხიკვიშვილი, ტელემაყურებლისთვის ცნობილი, როგორც ზურაშა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან”, გასული წლის ზაფხულში დაქორწინდა. თავის სასიყვარულო ისტორიას ის ბოლო წუთამდე მალავდა, ინტერვიუებში ამ თემას გაურბოდა ან პირდაპირ ამბობდა, რომ შეყვარებული არ იყო. 32 წლის ირაკლის რჩეული გაიანა ხაჩიძეა. მას საზოგადოება აქამდე იცნობდა, როგორც აჩი ფურცელაძის ყოფილ ცოლს. გაიას და აჩის კავშირი 5 წელი გრძელდებოდა გაშორება-შერიგებებით. […]
ნიკო ნადირაშვილი: “15 წლის ბავშვს ხელი დავავლე და სახლში ცოლად წამოვიყვანე”
ნადირაშვილების ოჯახმა ქართული ხალხური საკრავების ხელოვნება განავითარა, ახალ საფეხურზე აიყვანა და პოპულარიზაცია გაუწია მსოფლიოში. გასული საუკუნის 70-იან წლებში ქართული მუსიკალური ფოლკლორის ერთ-ერთმა პატრიარქმა, გიორგი ნადირაშვილმა, მეუღლე ევა ბიჩინაშვილთან ერთად თბილისის პიონერთა სასახლეში შექმნა პირველი ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი “საუნჯე”. მას შემდეგ მრავალი თაობა გამოზარდეს, ფოლკლორის ხელოვნებას აზიარეს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებგარეთაც. ცნობილი ტრიო “საუნჯე” […]










