„სარკე“ ნინო მეუნარგია გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა საქართველოს ტელევიზიის „მეორე არხზე“. ის იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახე იყო ეკრანზე. დღეს კვლავ მედიის სამყაროშია _ „იმედის“ რადიოში მუშაობს. ნინოს ცხოვრებაში არაერთი გამოცდა იყო და ამ ყველაფერზე 55 წლის ჟურნალისტი „სარკეს“ უამბობს: _ იმდენად განვადგურდი, რომ მორალურად და ფსიქოლოგიურად მოვკვდი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ დეპრესიაში […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ნინო მეუნარგია: „ჩემს ქმარს გაუჭირდა შვილის ავადმყოფობის გადატანა, მაგრამ მე დავეხმარე და ერთად დავძლიეთ“
მკვლელი სიყვარული – კრიმინალური ნოველა
„სარკე“, ხათუნა მაღრაძე – არ მესმის, რატომ დამაპატიმრეს, – წარმოთქვა 50 წელს მიახლოებულმა მამაკაცმა, როცა ის ადვოკატთან შესახვედრად პაემნებისთვის განკუთნილ ოთახში შეიყვანეს. – გისოსების მიღმა მოხვედრილი პატიმრების ნახევარს სწორედ ეგ კითხვა აწუხებს. ასე რომ, მარტოობით არ დაიტანჯები, – გულგრილად შეაგება პასუხი ახალგაზრდა იურისტმა და ძველ ნაცნობს ხელი ჩამოართვა. ეჭვმიტანილი ფრიდონ ბერია თბილისში ცნობილი ბიზნესმენი იყო. […]
იდუმალი სახლი – ნოველა
„სარკე“, ხათუნა მაღრაძე პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა. მამაკაცი, რომელიც ოპერატიულ მუშაკს ელაპარაკებოდა, შეშინებული იყო, ხმა უკანკალებდა. – სარდაფში სამი ადამიანის გვამია, დამეხმარეთ ვინმე, – ძლივს მოაბა უცნობმა სათქმელს თავი და პოლიციელს თავისი საცხოვრებელი სახლის მისამართი უკარნახა. … უსიამოვნო ბერიკაცი მიტოვებული სახლი, რომელიც გარეუბანში იდგა, ბათქაშაყრილი იყო, ღობე – აქა-იქ გადაქცეული, ჭიშკრის წინ კი თითქმის ათი […]
გურამ ლორთქიფანიძე: „ვფიქრობდი, მტკვარში თავი დამეხრჩო და ყველაფერი ამით დამესრულებინა“
საიდუმლო, რომელიც ლორთქიამ „სარკესთან“ გაამხილა
„სარკე“, ირინე მჭედლიძე მაშინაც შემოდგომა იდგა. თბილი, მაგრამ წვიმიანი დღე იყო. წინა დღით მსახიობმა გურამ ლორთქიფანიძემ, ახლობლებისთვის უბრალოდ ლორთქიამ, მითხრა, რომ სოლოლაკში, ლეონიძის ქუჩის კუთხეში დამელოდებოდა. ვჩქარობდი, 70 წელს გადაცილებულ მსახიობთან შეხვედრაზე არ უნდა დამეგვიანა. 10 წუთით ადრე მივედი. ჩემი რესპონდენტი კი უკვე მელოდებოდა. ღია ყავისფერი, თხელი პალტო ეცვა და ხელში უზარმაზარი, შავი ქოლგა ეჭირა… […]
ნატო ღეჩუაშვილი: „ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სიყვარული ისევ ჩემთან არის და არსად წავა“
გვანცა დარასელიას დედამ სიყვარული პოეზიად და სიმღერებად აქცია
„სარკე“ პოეტი და ექიმი ნატო ღეჩუაშვილი სტუდენტობისას ძალიან პოპულარული გახლდათ. მის ლექსებს იმდროინდელ ფაქტობრივად ერთადერთ ჟურნალში ბეჭდავდნენ და ცნობილი კომპოზიტორები სიმღერებს ქმნიდნენ. ნატო საკუთარ ლექსებზე სიმღერებს თავადაც ქმნიდა. როგორც ამბობს, ლექსებს ამღერებდა. ნატო ღეჩუაშვილი ორი შვილის დედაა. ერთ-ერთი ცნობილი ტელესახე, გვანცა დარასელია, გახლავთ. „…შევქმენი ოჯახი და ორი არაჩვეულებრივი შვილი შემეძინა. ის სიყვარულიც დამთავრდა გარკვეული წლების […]
ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: „ქმარმა ძალიან ცნობილ კინორეჟისორ ქალთან მიღალატა“
„სარკე“ „18 & 63. მე ლამაზი უკვე ვიყავი, ახლა მშვენიერი ვარ. 10 ოქტომბერს დავიბადე, საბუთებში მიწერია 11, მილოცვებს კი ვიღებ დღეიდან. აი, ასე“, _ დაწერა სოციალურ ქსელში ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, რომელიც საზოგადოებამ ყველის ექსპერტად გაიცნო, მაგრამ მისი ცხოვრების გზა გაცილებით ფერადია, ვიდრე ერთი პროფესიული წოდება. ფილოლოგი, ოპერატორი, მხატვარი, ბიზნესმენი _ ყოველი ეტაპი მის ცხოვრებაში ახალი თავია, […]
„პატარა ბიჭიც აღარ ვარ, ოჯახის შექმნისთვის ძალიან კარგი დროა“
ზურა გორგაძის ახალი სახლი დიასახლისს ელოდება
„სარკე“ ტელეწამყვანმა ზურა გორგაძემ დიდი ხნის ოცნება აიხდინა და საკუთარი ბინა იყიდა. ოცნების სახლამდე კი 6 ბინის შეცვლა მაინც მოუწია, სანამ თავისი გემოვნებით მოწყობილ სივრცეში დაიწყებდა ცხოვრებას. ახალ სახლში ზურამ გააერთიანა თავისი ბავშვობის ემოციები, საკუთარი ხედვები და დაიკმაყოფილა ყველა ის სურვილი, რომლებიც საცხოვრებელთან დაკავშირებით ჰქონდა. მისი სახლი ვერეს ხეობას და ბაგებს გადაჰყურებს. დიდი ვერანდა, სტუდიო […]
„საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, შვიდი დღის ბავშვით დავრჩი მარტო“
თათა ვარდანაშვილი სიყვარულზე, ტკივილზე და ქალურ გამძლეობაზე
„სარკე“, ლიკა ოსაძე მხატვარმა და დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა „სარკესთან“ თავის ცხოვრებაზე ისაუბრა. ქართულ მოდას თავისი კვალი დააჩნია, თავისი სათქმელი თქვა. მერე იყო ურთულესი პერიოდი. წარმატებების მწვერვალზე მყოფს ცხოვრებამ არაერთი გამოცდა მოუწყო – დაკარგა ბიზნესი, გამოსცადა ღალატი და უსამართლობა, მაგრამ არ გატყდა. დღესაც, ისევე როგორც წლების წინ, ისევ ქმნის და საკუთარ ცოდნას სხვებს გადასცემს. თათა „სარკეს“ […]
ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ – ავტორი მაია ბურჭულაძე
დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“
„სარკე“, დეტექტიური რომანი „თოხთამიშის მახვილი“ (ავტორი მაია ბურჭულაძე) რომანის გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ აქ) ვოვა, როგორც შეეძლო, დაპატარავდა. საერთოდ, შიში აპატარავებს ადამიანს, იმდენად – არა, რომ სრულებით გააქროს, მაგრამ თვალშისაცემად ნამდვილად კუმშავს. შეუძლებელია, ხაკისქურთუკიანმა ვოვა იცნოს, ამაზე მეტ კონსპირაციულობას შტირლიციც ვერ მოახერხებდა. ერიჰაა, შეფ! დიდ ხათაბალაში გააბი საწყალი მძღოლი, არ ჯობდა, სახაზინო მანქანაში მჯდარიყო და რადიოსთვის […]
ქართული დეტექტივი „თოხთამიშის მახვილი“ – ავტორი მაია ბურჭულაძე
დეტექტიური რომანი ციკლიდან „დიმიტრი ძნელაძე კრიმინალისტიკის ლაბირინთებში“
„სარკე“, დეტექტიური რომანი „თოხთამიშის მახვილი“ (ავტორი მაია ბურჭულაძე) რომანის გაგრძელება (დასაწყისი იხილეთ აქ). … სოლომონ დვალი, იგივე სოლო, საკუთარ გალერეაში იჯდა და ყურადღებით უსმენდა ავთო გაბედავას, იგივე ჩიორას. გალერეის ვიტრინიდან მოჩანდა ძველი თბილისის ვიწრო ქუჩა. ქუჩის გადაღმა, კაფეში, ახალგაზრდები კოქტეილს წრუპავდნენ, სიგარეტს აბოლებდნენ და უწმაწურ სიტყვებს ღეჭავდნენ. სოლომ მათ გვერდით თავისი ერთადერთი ქალიშვილი წარმოიდგინა და […]











