,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე, ,,ოქროსფერი თაგვები” წელში მოხრილ მამაკაცს მუხლებზე პატარა, სქელყდიანი წიგნი დაედო და ხმადაბლა, დამარცვლით კითხულობდა ტექსტს. ერთი და იგივე აბზაცი ათჯერ მაინც გადაიკითხა, შემდეგ ფურცლებს შორის სანიშნი მოაქცია, წიგნი დახურა და გისოსებიან პატარა სარკმელს მიადგა. გარეთ არაფერი ჩანდა, მხოლოდ თუთის ხის ტოტები, რომლებიც ჯიუტად ცდილობდნენ ციხის საკანში შეხედვას. ახალგამოსხმულ მწვანე ფოთლებს შორის მზის […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ლალი მოროშკინა შვილივით საყვარელ სასტუმროს ყიდის – ,,150 ათასი ევრო მაქვს ბანკის ვალი”
,,სარკე”, ნელი ვარდიაშვილი ბიზნესმენი, ყოფილი ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ამბობს, რომ ბოლო თვეებში ისეთი მასალები დაუგროვდა, რომელთა გამომზეურებითაც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს და ადამიანებს სიმართლეს გააგებინებს. მანამდე კი ცდილობს, ამოვიდეს ბანკის ვალიდან, რომელიც კახეთში სასტუმროს გაკეთებისთვის აიღო. ბიზნესი აწყობილი ჰქონდა, სერიოზული ხელშეკრულებებიც დადო, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყარა. ახლა იძულებულია, სიღნაღის სასტუმრო გაყიდოს, რომ კრედიტი დაფაროს (ინტერვიუ […]
სალომე ბაკურაძე: ,,იმედია, ჩვენი ოჯახის რესტორანში მალე დავიწყებ მუშაობას”
,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე მომღერალ სალომე ბაკურაძეს პანდემიის პერიოდში ქმარმა, ტელეპროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ, სიურპრიზი მოუწყო და ოჯახის ახალი წევრი მიუყვანა – ძაღლი, სახელად დიბი. ლეკვმა ოჯახის ყველა წევრი გაამხიარულა, განსაკუთრებით კი სალომეს და ლაშას ბიჭუნა, 4 წლის სანტი, რომელიც პანდემიის დროს მშობლების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა (ინტერვიუ ჩაწერილია მაისში). სალომესთვის სცენისა და მეგობრების გარეშე ყოფნა ძალიან […]
სალომე გოგიაშვილი: ,,ქმარმა მითხრა, დეგენერატი ხარ, რასაც სახლში აკეთებ, ის გადაგიღიაო” – ყოფილ ტელეწამყვანს გასათხოვარი ქალები ემტერებიან
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ყოფილმა ტელეწამყვანმა სალომე გოგიაშვილმა პანდემიის პერიოდი არტისტულად გაატარა. ამ რთულ დროს სოციალურ ქსელ ,,ტიკ-ტოკით”, თავისი მსახიობური ნიჭით და იუმორით ბევრი ადამიანი გაახალისა. სალომეს ვიდეოების პირველი შემფასებელი მისი ქმარია – ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილი. სალომე მიხვდა, რომ თუ თავისი სერიოზული ქმრის გაცინებას მოახერხებდა, მისი სკეტჩებიც პოპულარული გახდებოდა და არც შემცდარა. სალომე გოგიაშვილის და ვახო […]
ოთარ კობერიძე გარდაცვლილ ლია ელიავას წერილებს სწერდა – ორი ვარსკვლავის სიყვარული
,,სარკე”, ირინე მჭედლიძე წლების წინ ,,სარკისთვის” ინტერვიუ ვთხოვეთ ქართული კინოს ვარსკვლავების, ოთარ კობერიძისა და ლია ელიავას ქალიშვილს – ნანა კობერიძეს. სიამოვნებით დაგვთანხმდა და მიგვიღო. თითქოს სახლის კედლებიც კი მისი მშობლების მოგონებებით იყო გაჟღენთილი. ქალბატონი ნანაც მშვიდი, ლამაზი ხმის ტემბრით გვიყვებოდა დედ-მამის ცხოვრებაზე, მათ სიყვარულზე, სიხარულსა და დიდ ტკივილზეც. ნანა კობერიძე მხატვარი გახლდათ. სამწუხაროდ, 2017 წელს […]
,,ზურა დოიჯაშვილს მეგობრებმა დავუსვით დიაგნოზი – ეს არის უთბილისობა”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მომღერალმა ზურა დოიჯაშვილმა მძიმე დღეები გაიარა. ისრაელის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. იმ პერიოდში (მაისში),,სარკეს” მისმა მეგობრებმა უამბეს – ჟურნალისტმა, ბესო ჩუბინიძემ და მომღერალმა, ნუგზარ კვაშალმა. ბესო ჩუბინიძე: ზურას შუნტირება და სტენტირება 4-ჯერ აქვს გაკეთებული და ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. ზურას პერიოდული შეტევები აქვს ხოლმე. რაც მე მახსოვს, ასეთი […]
,,ნიკოლოზ ბასილაშვილი განადგურებულია, ამბობს, კარიერასაც დავთმობ, რომ ჩემს შვილს ბედნიერი მომავალი ჰქონდესო” – ჩოგბურთელის და მისი ყოფილი ცოლის სკანდალის დეტალები
,,სარკე”, ირინე მჭედლიძე საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგებში 27-ე ადგილს იკავებს, დიდ სკანდალში აღმოჩნდა (მასალა მომზადებულია მაისში). მის პირად ცხოვრებას ახლა არამარტო საქართველოში, მსოფლიო პრესაშიც განიხილავენ. ჩოგბურთის ვარსკვლავი ყოფილ მეუღლეზე, მოდელ ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს და 100.000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ 24 მაისს გაათავისუფლეს. ოჯახურ კონფლიქტზე კომენტარებს მხოლოდ ადვოკატები […]
4 წლის მარიამს გული მარჯვნივ აქვს – ,,სტკივა, წუხს, მაგრამ მაინც იღიმება”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მარიამ ანანიაშვილი ორი დღის იყო, ექიმებმა პირველი ოპერაცია რომ გაუკეთეს – ბავშვი ღია ჭრილობით დაიბადა. ცოტა ხანში პატარას კიდევ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა. გოგონას ორგანოები სათანადო ადგილებზე არ ჰქონდა განლაგებული და ექიმებმა ისინი განკუთვნილ ადგილზე დააბრუნეს, თუმცა ზოგ ორგანოს ვერ შეეხნენ, მაგალითად, გული პატარა გოგონას მარჯვნივ აქვს. ამის გარდა, მარიამს ხერხემალზე თიაქარი აქვს, […]
ნუგზარ კვაშალი: ,,ვიცი, რომ ჩემს ლანძღვას დაიწყებენ” – როგორ აპირებს მომღერალი გურულების გულის მოგებას
,,სარკე”, ია ქუთათელაძე 52 წელია, რაც ყველასთვის საყვარელი ორი ჯუჯა სიმღერით გვიმეორებს დიდსა და პატარას, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სამი რამ არის _ სიყვარული, სიკეთე და სილამაზე, რომ გაჭირვებაში მყოფი მოყვასი არ უნდა მიატოვო და შენი წილი ლუკმა და სითბო გაუნაწილო. ჩვენი სტუმარია ერთ-ერთი მათგანი, მომღერალი ნუგზარ კვაშალი, ლეგენდარული ანსამბლ ,,ივერიის’’ გამორჩეული წევრი მისი დაარსებიდან […]
,,ვერ არის კარგად!” – ქართველი სანიტრისა და ირანელი ბიჭის კურიოზული ამბის რეალური ვერსია – ,,ბევრი პაციენტისთვის ცრემლები გამიყოლებია იმქვეყნად”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, როდესაც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი უცნაური ამბავი მოხდა. კლინიკიდან ირანის მოქალაქე გამოვიდა და იქვე, კართან მყოფ ჟურნალისტებთან საუბარი გააბა. ახალგაზრდა მამაკაცი ქართველ ექიმებს მადლობას უხდიდა და გაიძახოდა, რომ კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია. ამ ინტერვიუს დროს გარეთ კლინიკის პერსონალი გამოცვივდა, ერთ-ერთმა სანიტარმა ქალმა ირანელს […]











