საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი წერს, რომ კოვიდით გარდაეცავალა ახლობელი, რომელიც აცრილი იყო. ,,ორჯერ აცრილიაო… ჯერ მისი ჰოსპიტალიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ლამის მინისტრის შუამდგომლობით მოახერხეს. მერე ოჯახის წევრები წამლებზე არბენინეს, მერე გამოუცხადეს, ეს წამლები აღარ სჭირდება, ორჯერაა აცრილი და იმუნიტეტი დაძლევსო. ჰოო, ორჯერ აცრილიაო… ნახევარი საათის წინ დარეკეს და… თქვენი პროტოკოლის მომცემის დშშ!”, – დაწერა ბატონმა ნუგზარმა, […]
კატეგორია: სოციალური მედია
,,საკუთარი ჩინოსნებისაც ასე გრცხვენიათ, მილიონებს რომ იპარავენ თქვენი ჯიბიდან? მილიონების მომპარავებსაც ასე დასცინით?!”
საფრანგეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც დიდი რაოდენობით კარაქი, წინდა და შოკოლადი მოიპარეს. ამ ინფორმაციას ქართველების უარყოფითი კომენტარები მოჰყვა, რომ როგორი სამარცხვინოები ვართ, რა სირცხვილია და ა.შ. ამ კომენტარებს საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი ასე ეხმიანება: ,,ჩემზე უკეთესად ალბათ არავინ იცის, რა ხდება საფრანგეთში ამ კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ საადვოკატო იურიდიული ოფისის ხელმძღვანელი ვარ და 10 წელია პირადი […]
მაცაცო კალანდაძე: ,,ვდგავარ ახლა და ბღავილი მინდა… სასწრაფომ არ წაიყვანა, ასეთებს კლინიკაში არ იღებენო”
მაცაცო კალანდაძე ძალიან ემოციურ პოსტს წერს, რომელიც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ანარეკლია და, რაც მთავარია, ქვეყნის, რომელიც ადამიანებს მარტო ტოვებს საფრთხესთან, ზოგჯერ სიკვდილთან. მაცაცო წერს: ,,ვდგავარ ახლა და ბღავილი მინდა, თანდათან რომ ვაცნობიერებ, რა მოხდა. ქართველებმა გვერდში დგომა იციან და ამას ვერ დავუკარგავთ, ხომ ? ბავშვობაში გაგონილი მორიგი მითი, რომელიც დღეს შემომეფშხვნა!სამსახურიდან გამოვედი და მიწისქვეშაში […]
,,სიცოცხლით სავსე ქალაქში არავინ იცის, სიკვდილი როდის ეწვევა ამ ადამიანს”
თეიმურაზ გავაშელი ,,სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” ძალიან მძიმე ფოტოს აქვეყნებს ჩვენი რეალობიდან, როგორ წევს რკინის ხიდზე ადამიანი. ,,დილით ისე ციოდა, ვკანკალებდი, დიდუბეში გავიარე და რას ვხედავ, ადამიანს სძინავს რკინაზე. არ შევეხებოდი პოლიტიკას, რომ არა ერთი ფაქტი, როდესაც საზოგადოებაში ავრცელებ აზრს, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქის წინამძღოლი ხარ და ეს ხდება შენს ქალაქში ან პროპაგანდისტი ხარ, ან ბრეინ […]
,,11 გრადუს ყინვაში ვარშავაში ქართველები როგორ დატოვეთ?! ხელებზე ბზარები ჰქონდათ კაცებს” – მძიმე სტატუსი პოლონეთიდან
ლაშა ხობუა ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს: ,,ადამიანებს რასაც დაპირდებით, ის შეუსრულეთ, თქვე ნაბიჭვრებო. გუშინ აეროპორტში თქვენგან მიტოვებულ ხალხს მივაკითხე, ძმაკაცმა ნახა ეს ხალხი. ადგილი არ ჰქონდა მანქანაში, დამირეკა და წამოვიყვანე სასტუმროში. ამათი თვალები არ დამავიწყდება, უცხო მიწაზე უიმედოთ დარჩენილებს საწოლში დაწოლის საშუალება რომ მივეცი. ხალხს მოექეცით ადამიანურად, თქვე არარაობებო. სუფრასთან რომ ბაქიბუქობთ მაღალფარდოვანი სიტყვებით და […]
თეონა ცხომელიძე: ,,იშვიათად მომიყოლია, ტყუპი ვარ, ხშირად მიფიქრია, მე უფრო გამიმართლა თუ მას”
ყოფილი ტელეწამყვანი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში თავის ამბავს ყვება: ,,იშვიათად მომიყოლია – ტყუპი ვარ, უბრალოდ მეორე დედას მოეშალა. ხშირად მიფიქრია, მე უფრო გამიმართლა თუ მას? არჩევანი რომ მქონოდა, ხომ არ დავუთმობდი ადგილს? და ამ კითხვაზე პასუხი ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყოველთვის სხვადასხვა იყო… დიდი ხანია, მყარად ვარ დარწმუნებული – გამიმართლა მე! სამყაროს ბევრი უსამართლობის მიუხედავად, […]
მაია ასათიანი: ,,ეს არის ლევანიკო, ჩემი მეორე შვილი, მისგან ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით”
სოციალურ ქსელში მაია ასათიანი ნათია გოგსაძის 18 წლის შვილის გაუგონარ და დაუჯერებელ ამბავს ეხმაურება. ლევანიკო გაფრინდაშვილი თურმე ჯარში წასვლას არიდებს თავს (იხილეთ აქ). ,,ეს არის ლევანიკო, ჩემი მეორე შვილი, ჩემი უახლოესი მეგობრის, ნათია გოგსაძის უფროსი ვაჟი. წლებია ყველა, ვისაც ის გვიყვარს, მის მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით. ლევანიკო მძიმე ფორმის აუტისტია. დღეს ჩატარდა […]
ელისო კილაძე: ,,ჯანდაცვის მინისტრი ისეთი ხმით უყვირის თურმე თანამშრომლებს, ჯარში ჰგონია თავი”
,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიაზე და ხელისუფლებია არაადეკვატურ რეაქციზე წერს: ,,იცით, ყველაზე მეტად რაზე მეფიქრება?! ადამიანი ტრაგიკულად დაიღუპა, დაიღუპა!და ხელისუფლებაში არ აღმოჩნდა არც ერთი ადამიანი, რომელიც გულწრფელ სინანულს გამოხატავდა, თანაუგრძნობდა, სამძიმარს ეტყოდა დევნილის ოჯახს. რამ შეგაძულათ ასე ადამიანები?!.. ჯანდაცვის მინისტრი თათბირებზე ისეთი ხმით უყვირის თურმე თანამშრომლებს, ჯარში ჰგონია თავი”.
,,ნუ ჩაწვებით უფასო კუბოში! ნუ დარბიხართ ტომოგრაფიაზე!” – ექიმ ანი ქავთარაძის გაფრთხილება
ექიმი ანი ქავთარაძე, რომელიც კოვიდინფიცირებულებს ხშირად აძლევს საჭირო რჩევებს, ამჟამად უსიმპტომო პაციენტებს მიმართავს, რომლებიც კომპიუტერულ ტომოგრაფიას იკეთებენ. ,,არ დავიღლები ამ თემაზე საუბრით (ისევ მე მლანძღეს, როგორ ამბობ, ხალხს კტ.ზე მიერეკებიანო). გარდა იმისა, რომ არამიზნობრივად ჩატარებული კონკრეტული კვლევა საზიანოა ადამიანისთვის (ყველა გადაწყვეტილება მიიღება რისკი VS სარგებელი), უდიდესი ფინანსური ხარჯია სახელმწიფოსთვის, ჰო, ჩვენი, დაქცეული სახელმწიფოსთვის! და მე […]
ალექსანდრე ჯეჯელავა: ,,2021 წლის მოსავალი”
განათლების ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა 48 წლის ასაკში ტყუპი ქალ-ვაჟის მამა გახდა, ანასტასიასი და ნიკოლოზის. ყოფილი მინისტრი შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,2021 წლის მოსავალი”. ალექსანდრე ჯეჯელავა 3 წლის წინ მეორედ დაქორწინდა ამერიკაში. მისი მეუღლე მაია მუშკუდიანია.











