ჰაკერულმა ჯგუფმა ,,ანონიმუსმა” რუსეთის აგენტების სია გამოაქვეყნა, სადაც ქართული გვარის მქონე თიკა კანდელაკიც არის – პუტინის ფავორიტი ჟურნალისტი და კრემლის აქტიური მხარდამჭერი. ,,რუსი აგენტების ტელეფონის ნომრები, ვისაც გინდათ, დაურეკეთ და აგინეთ”, – ამ სიტყვებით ვრცელდება სია, სადაც თიკა კანდელაკის ნომერიც არის მითითებული: +7925085….. ორი დღის წინ ცნობილმა ქართველმა დირიჟორმა, ვახტანგ მაჭავარიანმა მწვავე პოსტით მიმართა თიკა […]
კატეგორია: სოციალური მედია
რაულ ჩილაჩავა: ,,ამასაც მოვესწარით! ლუკაშენკოს ჯარი ჩერნიგოვში შემოვიდა”
,,მაგარი ერი ვართ, ვისზეც ვიცით, რომ აგენტია, რა ფეხებს ვჭამთ?”
დავით ქაცარავა მოხალისედ მიდის უკრაინაში – ,,დღეს მივემგზავრებით”
საქართველოდან დღეს კიდევ ერთი ჯგუფი მიემგზავრება უკრაინაში საომრად. ამის შესახებ დავით ქაცარავა წერს: ,,დღეს მოხალისეები მივემგზავრებით უკრაინაში. დიდება უკრაინას! რუსეთს და მის მხარდამჭერებს კი ტრადიციული დ*”, – დაწერა დავით ქაცარავამ. ,,მშვიდობით და გამარჯვებულები დაგვიბრუნდით”, – ლოცავენ მოხალისეებს.
თორნიკე დავითაშვილმა მოსწავლეების მომზადებით აღებული ფული უკრაინელებს გადაურიცხა
პოლიტიკოს კობა დავითაშვილის ვაჟი, თორნიკე დავითაშვილი სოციალურ ქსელში 500 ლარის გადარიცხვის სქრინს აქვეყნებს და წერს: ახლა რატომ ვდებ ამას. 1. დიახ, ახალგაზრდებსაც გვაქვს ბევრის ტრ**ი. 2. როგორც მოგეხსენებათ, მყავს ცოტა მოსწავლე, ნუ თავისუფალ დროსაც სხვებისთვის განათლების მიცემას ვახარჯავ. ამ თვეში დაჩქარებული წესით ვთხოვე ყველა ჩემს მოსწავლეს თანხის ჩარიცხვა, ზოგადად არ არის ეს თემა (ფული) ჩემთვის […]
ინგა გრიგოლია ღარიბაშვილზე: ,,დააბით! გააჩუმეთ! გონიერი აღარავინ დარჩით მანდ, ოცნებაში?”
ამ წუთებში ქართველები უკრაინაში მოხალისეებად მიდიან
ქართველი ექიმები უკრაინაში წასასვლელად ემზადებიან
ცნობილი ქირურგი ალექსანდრე ცირეკიძე მზად არის, უკრაინაში წავიდეს და უკრაინელ ხალხს გვერდით დაუდგეს. ,,ბევრი ქართველი კოლეგა ემზადება, საუბრობს და ჩვენც თქვენ გვერდით ვართ, ბიჭებო! რა დროსაც გაიხსნება სამედიცინო კორიდორი, მზად ვართ (მერაბი, მე, ჩვენი ანესთეზიოლოგი). შემოგვიერთდით და დავეხმაროთ ჩვენს კოლეგა უკრაინელ ქირურგებს, მოსახლეობას”, – წერს ალექსანდრე ცირეკიძე.
5 600 დოლარი უკრაინელ ხალხს ქართველი ემიგრანტებისგან
ქართველი ემიგრანტები წარმოუდგენელ თანადგომას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. ცოტა ხნის წინ კარატეს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება და სამოქალაქო პირებს წვრთნის, განაცხადა, რომ მას ევროპიდან ბევრი ქართველი ემიგრანტი უკავშირდება და იქ ჩასვლის სურვილს გამოთქვამს ხალხის დასახმარებლად. ახლახან კი ამერიკაში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა დაწერა, რომ ქართველმა ემიგრანტებმა ორ დღეში 5 ათას დოლარზე მეტი მოაგროვეს და უკრაინელების […]
,,ბებიაჩემი წავიდა საომრად, 75 წლის ქალი, ისტერიკა მოაწყო კომისარიატშიო”
ჟურნალისტი ია ჯღარკავა სქრინს აქვეყნებს, სადაც მისი ძმა თავის უკრაინელ ნაცნობზე წერს: ,,წარმოიდგინე, დღეს ჩემმა უკრაინელმა ნაცნობმა დამირეკა და მითხრა, ბებიაჩემი წავიდა საომრად, 75 წლის ქალიო. თურმე მისულა კომისარიატში ჩასაწერად. უთქვამთ, ბებო, შენ არ გამოგვადგებიო და ისტერიკები მოუწყვია და ჩაუწერიათ. მერე უთქვამს, სროლა მასწავლეთო. უსწავლებიათ და წასულა”. ფოტო არ ასახავს მასალის შინაარს










