თეა გვასალიამ ფეისბუქში დაწერა: “საუკეთესო წლები არაა 18, 25 ან 40. საუკეთესო წლები ასაკთან საერთოდ არ არის კავშირში. საუკეთესო წლებია, როცა სარკეში დანახული ფიზიონომია არც სილამაზით გჭრის თვალს, მაგრამ არც გაკომპლექსებს, ღიმილით იღებ ისეთს, როგორიც ხარ და სხვისი აზრი საკუთარ გარეგნობაზე საერთოდ არ გაინტერესებს. როცა უკან მოხედვა გსიამოვნებს, მაგრამ წარსულში დაბრუნება არ გინდა, როცა შვილები […]
კატეგორია: სოციალური მედია
“გურიაშია ერთადერთი – გველეშაპი კი არ მოკლა, მოაშინაურა და მოჰყავს ბაწრით, ძაღლივით” – ზურა შევარდნაძე
“მეტის თქმა აქ ზედმეტია” – ლანა ნიკოლეიშვილი ახმეტელ სტუდენტს საკუთარ სახლში უსასყიდლოდ აცხოვრებს
“მეგობრებო! ჩემთან მცხოვრები გოგონა უკვე შევარჩიე“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ლანა ნიკოლეიშვილმა დაწერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეჭირვებულ სტუდენტს საკუთარ საცხოვრებელს სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობდა, რათა სტუდენტს უნივერსიტეტში სწავლისთვის რაიმე სახის შეფერხება არ ჰქონდა. მისით თქმით, შერჩეული კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტიდან არის და მის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მხოლოდ ადამიანური საქციელიდან გამომდინარე მიიღო. “ახმეტიდანაა. მხოლოდ ადამიანური კრიტერიუმით. მან მოხსნა […]
“ჯერ დათო წავიდა და მერე ზურაც მიჰყვა, დედა უგონოდაა” – გამყრელიძეების ოჯახის დიდი ტრაგედია
მარი ჩიტაიამ ფეისბუქში დაწერა: “ეს ის მდგომარეობაა, როცა ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი: ღირს თუ არა გადარჩენა?! რამდენიმე დღის წინ, თბილისის კლინიკებში კოვიდის დიაგნოზით შეყვანილი ოჯახის სამივე წევრიდან – დედა და 2 შვილი, ვერც ერთს ვერ გაუმართლა: დათო და ზურა გამყრელიძეები ამ 21-ე საუკუნის ავადსახსენებელ სახადს შეეწირნენ. დედა ჯერჯერობით მხოლოდ ფიზიკურად გადარჩა… ასე ჩავთვლით, სანამ გონს მოვა, […]
ნიკა გვარამია: ,,ამ აპლიკაციით შესაძლებელია, მაშინაც გისმინონ, როცა ტელეფონით არ საუბრობთ”
,,მთავარის” ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,ვოთსაპი” უსაფრთხო აღარ არის. ,,მეგობრებო, 3 კვირაა საქართველოს მთავრობას ,,ვოთსაპის” 5000 ნომრის ლიმიტი მისცეს. გადადით სიგნალზე და დაემშვიდობეთ ,,ვოთსაპს”. წაშალეთ აპლიკაცია, შესაძლებელია ტელეფონის მეშვეობით გისმინონ მაშინაც, როცა არ საუბრობთ. მე ვშლი ,,ვოთსაპს”, იქ ვეღარ მიპოვით”.
დავით მრელაშვილი: ,,მზარდ სიკვდილიანობას ვეღარანაირად შევცვლით”
აშშ-ში მცხოვრები ექიმი, დავით მრელაშვილი იმ საგანგაშო სტატისტიკას ეხმიანება, რაც საქართველოშია შექმნილი. ,,საინტერესო ნიშნულს მიაღწია ქვეყანამ. მთელი საქართველოს მოსახლეობის 1%-ს ოფიციალურად აქტიური კოვიდინფექცია აქვს (39,000 ადამიანი). ეს ტესტით დადასტურებული. დაუდასტურებელი და დაუტესტავი – რა თქმა უნდა, უფრო გაზრდის მაგ ციფრს. ეს ნიშნავს, რომ 100-ში ერთი ქართველი საავადმყოფოში ან სახლშია (ბევრი მათგანი ოჯახის წევრებთან ერთად) და […]
ექიმი პრემიერს: ,,ჩემი ჩალურჯებული თვალის უპეებით გეუბნებით: თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ჩემი ჯანმრთელობა იწყება!”
მძიმე ეპიდსიტუაციაში ლაშა ბექაურის ოლიმპიადაში გამარჯვების აღსანიშნავ სუფრასთან პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნახვამ საზოგადოება აღაშფოთა. ექიმი მარიკა ზურმუხტაშვილი ფეისბუქში თავის და ამ წვეულების ფოროებს აქვეყნებს და წერს: ,,ბატონო პრემიერმინისტრო, პირველ ფოტოზე მე ვარ სამსახურში. დილის 9 საათზე დავიწყე მუშაობა და 3 საათზე უბრალოდ ჰაერი აღარ მეყო და ეკიპირებიდან რამდენიმე წამით ფარი მოვიხსენი. რატომ ვარ იძულებული, ასე […]
,,ისეთი შვილი მოუკვდა დღეს საქართველოს… ეტალონი იყო წესიერების, ღირსების” – წერილი გარდაცვლილ მასწავლებელს
ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის წითელხევის საჯარო სკოლის დირექტორი, ლუხუმი ლელაძე გარდაიცვალა და მასთან დაკავშირებულ სენტიმენტალურ ამბავს იხსენებს: ,,საუკუნეში ერთხელ რომ იბადებიან კი არა, , ისეთი შვილი მოუკვდა დღეს საქართველოს. ლუხუმი ლელაძის მსგავსი ღირსეული პიროვნებები იშვიათად იბადებიან! ეტალონი იყო წესიერების, პრინციპულობის, სამართლიანობის, ღირსების… ჩემი ლუხუმი მასწავლებელი უკეთესად უნდა გაგაცნოთ… […]
,,პეტრე, დამირეკე და აგიხსნი!” – კოტე მათითაშვილი მამა პეტრეს დაუპირისპირდა
მამა პეტრე კოლხის პატარა პოსტმა ფეისბუქში დიდი დაპირსპირება გამოიწვია. ,,ჩემი ახლობელი ოჯახი ორჯერ აიცრა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ დავირუსებულები არიან… თუკი აცრა ვერ მიცავს, მაშინ აზრი?!”, – დაწერა მამა პეტრემ და ფეისბუქომიც ატყდა. ,,პეტრე, თუ რამე გაინტერესებს, დამირეკე და აგიხსნი, ასე საჯაროდ, ასეთი ფორმულირებით კითხვის დასმა ახლა დიდად სარგებლის მომტანი არაა! თუ ამასაც ვერ ხვდები, […]
,,როგორ შევძლოთ უშენოდ, ეკუ” – სტრასბურში 20 წლის ეკა ნარსია გარდაიცვალა
,,ახლა უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რადგან „წითელი ,,ალმასები“ მალე ჩემს ვენებში გაივლიან, ყველა უჯრედამდე მივლენ და უმალვე გააქრობენ იმ უსიამოვნო შეგრძნებებს, რასაც ერითროციტებისა და ჰემოგლობინის ნაკლებობა იწვევს. ვინ მოთვლის, ამ 7 თვის განმავლობაში რამდენი ადამიანის სისხლი მივიღე. ჩემი მადლიერება მათ მიმართ უსაზღვროა… დღეს ჰემატოპოეტური ღერო უჯრედების გადანერგვა გამიკეთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს თავიდან დავიბადე, Happy […]










