კატეგორია: შოუბიზნესი

ნანუკა ჟორჟოლიანი ქეთათო პოპიაშვილის წინააღმდეგ – “სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს”

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მომღერალ ირაკლი ჩარკვიანის მეუღლეს, ქეთათო პოპიაშვილს “ფეისბუქის” პირად გვერდზე აკრიტიკებს. კრიტიკის მიზეზი სახალწლო კონცერტზე ქეთათოს მიერ ირაკლი ჩარკვიანის რეპერტუარიდან შესრულებული სიმღერაგახდა. “სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს. იმედია იუთუბს შემორჩება მეფე. ასე რომ სხვას ემღერა სასამართლოში წავიდოდა და მილიონს მოითხოვდა. ფულის კეთება უნდა, რაც სულაც არაა ცუდი, მაგრამ წეწვა ირაკლის სახელით ტეხავს. […]

ნანა შონია შინაბერა დოშკას როლში: “მეგრელის თამაშმა აღარ მომიწია, რადგან მეგრელი ვარ!”

პოპულარულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” ახალი პერსონაჟები თითქმის ყოველ სერიაში ჩნდებიან. ამჯერად, დოშკა ოჩიგავაზე შევჩერდებით, რომელიც კვაზი მანტკავას საცოლედ შეურჩიეს, მაგრამ ოჩიგავებთან ხელის სათხოვნელად მისული სასიძო, შინაბერა დოშკამ უარით გაისტუმრა, რის გამოც გავლენიანი ბიზნესმენის განრისხება დაიმსახურა… დოშკას როლს მსახიობი ნანა შონია ასრულებს. მისი ნამუშევარი მაყურებელმა უკვე მოიწონა. რას ფიქრობს ნანა შონია საკუთარ პერსონაჟზე და რა […]

კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს

კანის 71-ე კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ორგზის ოსკაროსანი მსახიობი ქეით ბლანშეტი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ჟიურის თავმჯდომარედ ქეით ბლანშეტის დანიშვნა პოლიტიკური განაცხადია ჰოლივუდში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ. კანის 71-ე კინოფესტივალი 2018 წლის 9-20 მაისს გაიმართება. 2017 წლის კანის 70-ე კინოფესტივალის მთავარი პრიზი “წლის საუკეთესო ფილმის” წოდება შვედი რეჟისორის რუბენ ოსტლუნდის “კვადრატს” მიენიჭა და ოქროს პალმის რტოს მფლობელიც გახდა. საუკეთესო […]

გელა ფარჩუკიძე: “ნიჭიერის” გვერდზე კომენტარების 95% ბოღმა, შური, ცინიზმი, წყენაა….”

როგორც ცნობილია, ტელე-იმედის ეთერში პროექტ “ნიჭიერის” გამარჯვებული გახდა თბილისის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი – 80 უნიჭიერესი მოზარდი და მათი ხელმძღვანელი მაესტრო გელა ფარჩუკიძე. გამარჯვება მართლაც ღირსეული და დამსახურებული იყო – ნახევარფინალში მათ მიერ ნამღერ სიმღერას სულ რაღაც 25 დღეში 30 მილიონი ნახვა ჰქონდა მსოფლიო მასშტაბით. მაესტრო გელა ფარჩუკიძემ გამარჯვებასა და რამდენიმე უარყოფით კომენტართან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა […]

ნელი აგირბამ რუსთავი 2 დატოვა

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის „დილის კურიერის“ წამყვანმა ნელი აგირბამ ტელეკომპანია დატოვა. ის მაყურებელს დღეს, დილით დაემშვიდობა. ნიუპოსტი

ნანი ბრეგვაძე: “მიზერულ პენსიაზე ვცხოვრობ”

81 წლის მომღერალი ნანი ბრეგვაძე აცხადებს, რომ იძულებულია დახურულ კორპორაციულ ღონისძიებებში იმღეროს, რადგან მიზერულ პენსიას იღებს, რომელსაც სახელმწიფო უხდის. ამის შესახებ მომღერალმა StarHit -ის ჟურნალისტებს განუცხადა ნანი ბრეგვაძე ქართული და საბჭოთა ესტრადის მეგავარსკვლავად მიიჩნევა. მოღვაწეობა 1959 წლიდან დაიწყო, როგორც საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტმა, 1964 წლიდან იგი “ორერას” სოლისტი გახდა, სადაც მთელს საბჭოთა კავშირში […]

ადრიანა ლიმა აღარ გაიხდის

ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ განაცხადა, რომ ის ნებისმიერი მიზეზით აღარ გაშიშვლდება. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა ავრცელებს. ვიქტორის სიქრეთსის ანგელოზმა ინფორმაცია ინსტაგრამში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ გადახედა საკუთარ დამოკიდებულებას იმის მიმართ, თუ როგორ წარმოჩინდება ქალის სხეული მასობრივ კულტურაში და აღნიშნა, რომ მას მობეზრდა ის, რომ ქალებს აიძულებენ, გარკვეული სახით წარდგნენ საზოგადოების წინაშე. ამის […]

ჯემალ ჭკუასელი: “ჭოხონელიძის და გოგოლაურის გვარებს აფიშაზე არასდროს დავწერ” – რატომ ადანაშაულებენ “ერისიონს” სხვათა შემოქმედების მითვისებაში

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის, “ერისიონის” ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა, თავისი პოსტი 2 წლის წინ, 80 წლის ასაკში დატოვა. ახლა 132 წლის ანსამბლს სათავეში მისი შვილები უდგანან. სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ჯემალის ვაჟი, შერმადინ ჭკუასელია, მთავარი ქორეოგრაფი – მისი ქალიშვილი, ეკა ჭკუასელი. მამას კი მრჩევლის პოსტი უკავია, შვილების საქმიანობას გვერდიდან უყურებს და, როგორც “სარკეს” […]

ქეთათო პოპიაშვილის საჩივრის გამო იუთუბმა შეიძლება ქართული ალტერნატიული მუსიკის ჩანაწერები წაშალოს

Youtube-დან ქართული ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის ყველაზე დიდი ქართული არხი, რომელზეც 1.100-მდე ჩანაწერია ატვირთული, შეიძლება წაიშალოს. ამის მიზეზი კი ირაკლი ჩარკვიანის ცოლის ქეთათო პოპიაშვილის საჩივარია, რომლითაც მან Youtube-ს მიმართა. ქართული ალტერნატიული და ელექტრონული მუსიკის არხი Youtube-ზე ჯაბა შავიშვილმა 6 წლის წინ გააკეთა. სიმღერებს შორის ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებაც არის, რომლის საავტორო უფლებებსაც ქეთათო ფლობს. სწორედ საავტორო უფლებების დარღვევის გამო […]

ქართული ”ახალი ხმის” მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა – მიზეზად გაზით ინტოქსიკაცია სახელდება

ქართული მეგა-შოუს „ახალი ხმის“ მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაცია სახელდება. „ნიუპოსტს“ გარდაცვალების ფაქტს მეცხვარიშვილის მეგობრები უდასტურებენ. როგორც “ნიუპოსტის” გახდა ცნობილი, თორნიკეს მეგობარი ურეკავდა, როდესაც მან არ უპასუხა შინ მიაკითხა, სახლში შესულმა მეცხვარიშვილი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა, ადგილზე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. ცხედარი […]