კატეგორია: შემთხვევა

რა ხდება მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს – ვიდეო

სოფელ მახინჯაურში, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანაგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და მიმართულება შეიცვალა. შედეგად ტალახიანი წყალი აქ მცხოვრებთა სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს  ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს  წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები არ […]

შტორმი და ღვარცოფები – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. უამინდობა საქართველოში 12 აგვისტომდე […]

ტურისტები შველას ითხოვენ – თუშეთში მეწყერია

მეწყერი თუშეთში – თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილზე ტურისტები არიან ჩარჩენილი. ისინი “კურიერთან” დაკავშირებას ცდილობენ, თუმცა მათი კავშირი ეტაპობრივად წყდება. ტურისტები  შველას ითხოვენ. მათი თქმით, ადგილზე ღამის 4 საათიდან იმყოფებიან და მეწყერის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ. შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება. მათი თქმით, სამუშაოები განახლდა გამთენიისას და ამ დროისთვის ქვათა ცვენის გამო შეფერხებულია გადაადგილება სამ სხვადასხვა […]

რიონში გადამხტარი კაცი ჯარისკაცმა გადაარჩინა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოციალურ ქსელში ქართველი ჯარისკაცის გმირობაზე წერს: ,,ბიჭი, რომელმაც ქუთაისში, მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი, მაშველების მისვლამდე გადაარჩინა, მე-3 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი გოგა გოგლიჩაძეა. ჯარისკაცი ხიდზე იმყოფებოდა, როდესაც შენიშნა, რომ 60-წლამდე მამაკაცი მდინარეში გადახტა. ის წყალში შევიდა, რომ მაშველების მისვლამდე მამაკაცი მდინარის დინებას არ გაეტაცა. ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გოგა გოგლიჩიძეს მადლობას უხდის […]

მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და გადავარდა – რუსთავში 2 წლის გოგონა გარდაიცვალა

გუშინ, გვიან ღამით უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. 2 წლის გოგონა თამაშისას ფანჯრის რაფაზე ავიდა, მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო და მეოთხე სართულიდან გადავარდა. ბავშვმა მრავლობითი ტრავმები მიიღო. ის კლინიკაში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს

სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში – ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. -აღენიშნებოდა გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა. გადაყვანილ იქნა პაციენტი საოპერაციო ბლოკში და მოხდა ჭრილობის რევიზია. ამ მომენტისთვის სიცოცხლეს საფრთხე არ […]

,,მათ კარი ვერ გააღეს და დაიწვნენ” – რას ყვებიან საბერძნეთის ტრაგედიაზე – ვიდეო

მატის ხანძარს გადარჩენილი მოსახლეობა ერთმანეთზე უფრო სულისშემძვრელ ისტორიებს იხსენებს, თუ როგორ დააღწიეს თავი მომაკვდინებელ ცეცხლს. ერთ-ერთი ქალი ყვება 26 ადამიანზეც, რომლებიც ერთად დაიწვნებ, რადგან სანაპიროსთან ჩაიკეტნენ. -ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ზღვისკენ არ არის ჩასასვლელი. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ იქ იყო მიწის ნაკვეთი, რომელსაც პატარა კარი აქვს. მათ ეს კარი ალბათ ვერ დაინახეს. ამის დრო არ […]

,,უცებ თვალებში დაბნელდა… დაღუპული მძღოლის შვილია, ის მამის გვერდით იჯდა” – ყვებიან დაშავებული მგზავრები

– ჟურნალს ვკითხულობდი. უცებ თვალებში დაბნელდა და საშინელი ხმა იყო… არ მოდიოდა სწრაფად… დაღუპული მძღოლის შვილია, ის მამის გვერდით იჯდა, – ყვებიან,,პალიტრარადიოსთან”  ავტობუსის მგზავრები, რომლებმაც დღეს სიკვდილს თვალებში ჩახედეს. ავარია ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, 12 კი დაშავდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

მაშველებმა მტკვარში დაკარგული მეორე ძმის ცხედარიც იპოვეს

თბილისში, სამგორის რაიონში მაშველებმა მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს. ​შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შევიდა მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიტანეს, პარალელურად გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს ​სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 6 სამაშველო […]

,,გაჭირვებული, ხუთშვილიანი ოჯახია” – მტკვარში ძმები დაიხრჩვნენ

ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, სამგორში. მტკვარში ორი ძმა დაიხრჩო. უფროსი 25 წლის იყო, უმცროსი – 20-ის. როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, ჯერ ერთი ძმა გადავარდა მდინარეში, მის დასახმარებლად კი მეორე გადახტა. სამწუხაროდ, ორივე ძმა დაიხრჩო. მაშველები ძმების ცხედრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. გუშინ ღამით ერთი ძმა იპოვეს, ცოტა ხნის წინ კი მეორე ძმის ცხედარიც ამოასვენეს […]