მსახიობი ლეილა აბაშიძე თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით, ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ლეილა აბაშიძე კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა, ბოლო ორი დღეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ოქიტაშვილის ინფორმაციით, კლინიკის მედპერსონალი ლეილა აბაშიძის ოჯახის წევრებთან ერთად კონსილიუმზე დღეს იმსჯელებს. – დაახლოებით 1 საათის წინ […]
კატეგორია: საზოგადოება
რა ვუყოთ ჯვარდაწერილ ბეჭედს მეუღლესთან გაყრის შემთხვევაში
სამწუხაროდ, ზოგჯერ სიყვარულით შექმნილი ოჯახებიც ინგრევა. ჯვარდაწერილ წყვილს, რომელიც გაყრისას კვლავ ახალგაზრდა ასაკშია, მეორედ ქორწინების სურვილი უჩნდება. როგორ ეყრება ჯვარდაწერილი წყვილი, რას ნიშნავს “ჯვრის აყრა” და რამდენჯერ გვაქვს დაქორწინების უფლება ეკლსიური წესების მიხედვით. გვესაუბრება მღვდელმონაზონი ანდრია (სარია): – როდის არის ეკლესიური გაგებით გაყრა გამართლებული? – ქორწინების საიდუმლო ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს და ცენტრალურ ადგილს იკავებს. ოჯახი მცირე ეკლესიას […]
თორნიკე შარაშენიძე: “პლეხანოვზე თურქული რესტორანი თუ არ მოგწონს, შენ გააკეთე უკეთესი, დაგიშალა ვინმემ?!”
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე დაემუქროს და ეს ფორმატი გაგვიუქმონ. დიდი ნაკადი გადის საქართველოდან და უკან მცირე ბრუნდება, რას იტყვით თქვენ? – ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გამოძახილია. ამას სჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღება და სოციალური პრობლემების მოგვარება და ეს ძალიან რთული ამოცანაა. ამას საქართველოს […]
რა სჭირდებათ აჭარაში მუსლიმ ქალებს – „დასაქმება პრობლემაა თავსაფრიანი ქალებისთვის” – ლელა ჯავახიშვილის კვლევა
„მუსლიმ ქალთა საჭიროებები“- ეს არის კვლევა, რომელიც აჭარის სამ მუნიციპალიტეტში – ხულოში, შუახევსა და ქედაში, ასევე ბათუმში ჩაატარდა. კვლევა „ქართველ მუსლიმთა კავშირმა“ ჩაატარა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში. კვლევის პრეზენტაცია 9 თებერვალს, ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გაიმართა. კვლევაში სულ 44 მუსლიმი ქალი მონაწილეობდა. კვლევის ავტორის, ლელა ჯავახიშვილის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, მათ […]
“ესკალატორზე მაღლა მიმავალ მწვანექურთუკიან ქალბატონს და მის გვერდით მდგარ მაღალ ბიჭს დააკვირდით!”
ჟურნალისტი ეთერ ერაძე თბილისის მეტროში მომხდარ ერთ პატარა ამბავზე წერს: “ვიცი, რომ ფოტოშედევრს ვერ გთავაზობთ, მაგრამ მეტი ვერ გადავიღე – მეტრომ არ მომცა ამის საშუალება. მაგრამ თუ ნერვები გეყოფათ, ესკალატორზე მაღლა მიმავალ მწვანექურთუკიან ქალბატონს და მის გვერდით მდგარ მაღალ ბიჭს დააკვირდით! საქმე ის არის, რომ ამ დილით ამ მწვანექურთუკიანმა ქალბატონმა ზუსტად ჩემს ფეხებთნ ჩაიჩოქა საბურთალოს ხაზზე. მარტომ ვერ ავაყენე, ყინულივით ცივი და გადაფითრებული […]
ემზო კვარაცხელია: ”დედა, მე გეი ვარ”
თანასწორობის მოძრაობის ვებგვერდზე ემზო კვარაცხელიას გულახდილი წერილი ქვეყნდება. “ჩემ სიტყვებს არც მეტაფორებით გავაფერადებ, არც მოოქროვილ ჩარჩოებში ჩავსვამ, პირდაპირ, ჩემებური სიფაქიზით გაგიმხელთ დიალოგს, რომელიც დედაჩემსა და ჩემს შორის შედგა. ქამინგაუთი ყოველ ჯერზე გაბრაზებულმა გავაკეთე. პირველად 2013 წლის 17 მაისს გავბრაზდი: ოჯახზე, მეგობრებზე, მეზობლებზე, სამყაროზე… ყელში ბურთი მეჩხირებოდა, როცა ირგვლივ ყველა ერთხმად იძახდა „უარესის ღირსები არიან, მოკალით, […]
ქუთაისელი „კაცი გამოძახებით“ მხოლოდ 50 წლამდე ქალებისთვის მუშაობს
გაზეთი „P.S.“ გასულ კვირას ყველაზე სარფიანი და მომგებიანი კომპანიით დაინტერესდა. ამ კომპანიას „კაცი გამოძახებით“ ჰქვია, მასში რამდენიმე მამაკაცი მუშაობს და ერთი მოვალეობა აქვთ: ზარს დაელოდონ და გამოძახებაზე გავიდნენ. ქალ მეძავებს მამაკაცი კოლეგები გამოუჩნდნენ, ისინი საკუთარ სხეულს წუთობრივად აქირავებენ. საგაზეთო და სატელევიზიო რეკლამის დადებას ჯერ ვერ ბედავენ, მხოლოდ სოციალური ქსელებით და ფორუმებით შემოიფარგლებიან და ასეთ განცხადებას ინტერნეტის მეშვეობით […]
ყოფილი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა
პარლამენტის ყოფილი წევრი, ორი მოწვევის დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა. ყოფილი დეპუტატი 64 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა, ის 1992-1996 წლებისა და 2012-2016 წლების მოწვევის დეპუტატია. ფრიდონ საყვარელიძე იყო „ქრისტიანული განათლების ფონდის” დირექტორი. ასევე ავტორია რამდენიმე სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიისა მედიცინაში. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა „ადამიანის უფლებათა ლექსიკონი”. წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ […]
თბილისში მომხმარებელმა გაყინული ქათმის კანქვეშ ჭიები აღმოაჩინა
ერთ-ერთმა მომხმარებელმა ირმა ბერძენიშვილმა საბურთალოზე მდებარე ერთ–ერთ მარკეტში შეძენილი გაყინული ქათმის კანქვეშ შავი, გრძელი ჭიები აღმოაჩინა, შემდეგ კი ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ფოტოები განათავსა. „კვირა“ ირმა ბერძენიშვილის დაუკავშირდა. როგორც ის განმარტავს, საუბარია „ნორიოს“ გაყინულ ქათამზე, რომლის კანქვეშაც გალღობის შემდეგ გძელი შავი ჭიები აღმოაჩინა. „ ქათამი, რომ გალღვა და კანი რომ გადავხსენი, უამრავი დაკლაკნილი შავი არსება ვნახე. ზუსტად ისეთი, ინტერნეტში რომ […]
ძიძა, ეთერ ხვიჩია-ჯოხარიძე, ამტკიცებს, რომ ბავშვის დედამ სცემა – რა მოხდა მე-3 საბავშვო ბაღში
მშობელი აღმზრდელს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც გაიგო, რომ აღმზრდელმა მის ორწლინახევრის შვილზე იძალადა. მშობელმა, რომელსაც ბაღის ძიძა ცემაში ადანაშაულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ, უკომენტაროდ დატოვა. ჩხუბი მე-3 საბავშვო ბაღში 2 თებერვალს დილით მოხდა. აღმზრდელსა და მშობელს შორის დაპირისპირების დროს სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე პატრული გამოიძახეს. ძიძა, ეთერ ხვიჩია-ჯოხარიძე ამტკიცებს, რომ ბავშვის დედა […]










