კატეგორია: საზოგადოება

ადიგენის სკოლა ვაგონში – 1 მოსწავლით, 1 მასწავლებლით და დირექტორით

სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოში, სკოლის შენობის ფუნქციას რკინის ვაგონი ასრულებს, ისიც – ავარიული და დაჟანგული. რამდენიმე კვადრატულ მეტრ “საგანმანათლებლო დაწესებულებაში” ერთი მოსწავლე სწავლობს, სკოლას ერთი პედაგოგი ჰყავს და, როგორც წესი და რიგია, დირექტორიც. ეს უკანასკნელი გვიამბობს, რომ წლების წინ ამ ვაგონში სხვადასხვა კლასში რვა მოსწავლე სწავლობდა, მაგრამ სოფელში უწყვეტი მიგრაცია მიმდინარეობს და სკოლას ერთადერთი […]

უცოლო კაცების სოფლები საქართველოში

26 წლის ლუხუმ ჯაბანიშვილი მუდმივად უკანაფშავში ცხოვრობს, დასაოჯახებელია. გოგოები კი არიან შუაფხოში და ქვემოთ სოფლებში, მაგრამ სულ 30-35 ოჯახია და ერთმანეთის ნათესავები ვართო, ამბობს. უკანაფშავიდან ბარში ჩასვლასაც იშვიათად ახერხებს. საქონელს და ფუტკარს უვლის, თავს ვერ ანებებს. თვითონაც ფუტკარივით შრომობს. „აქედან რომ წავიდეთ და ვინმე გავიცნოთ, მაგისთვისაც ვერ ვიცლით. თან, აქ მცხოვრებსაც სწყინდება და ბარიდან არავინ […]

თამარ გაგოშიძე: ,,არ მაინტერესებს, ბავშვი პირველ კლასში წერა-კითხვას ისწავლის თუ არა”

ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ერთ-ერთ ლექციაზე საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის, რომ მას ტრავმები ავარიდოთ. თამარ გაგოშიძე: -სკოლის პერიოდი ეს არის ყველაზე რთული. მართალია, ბავშვს საბავშვო ბაღში უკვე აჩვევენ, წერას, კითხვას, მაგრამ ამ ბავშვს თამაში ურჩევნია. ბავშვის წამყვანი აქტივობა 6 წლამდე არის თამაში და მიბაძვა. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რომელიც ისწავლება საბავშვო ბაღში. ამის გარეშე […]

ზუზუ მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს

მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, იგივე ზუზუ, თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ნაძალადევში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართა. ნანა ფაჩუაშვილი თავის უმცროს კოლეგას იხსენებს: -როცა ვკარგავთ ადამიანებს, მერე ვაცნობიერებთ, რომ თურმე უყურადღებოდ ვიყავით. მგონი, გადავჯიშდით. ეს ადამიანი შევიყვარე თავისი ნიჭიერებით. არაჩვეულებრივი შინაგანი კულტურა ჰქონდა, აღზრდილი იყო სხვანაირად და ამიტომ იყო განსაკუთრებული. მეხვეწებოდა, იქნებ რამე იყოს იმ […]

კოტე მათითაშვილმა ოჯახი მეორედ შექმნა

ცნობილი პლასტიკური ქირურგი და გადაცემა ,,ექიმების” წამყვანი კოტე მა­თი­თაშ­ვი­ლი ,,სარკესთან” ყვებოდა, რომ პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი ჰქონდა და ის და მისი მეუღლე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ინტერვიუდან ცოტა ხანში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი ჰქონდათ. მათ სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოების დადებაც დაიწყეს, თავიანთ გრძნობებს აღარ მალავდნენ. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ კოტე […]

სალომე ზურაბიშვილი: ,,ვგიჟდები უცნობზე”

,,ვგიჟდები უცნობზე” – განაცხადა ტელეკომპანია ,,ტვ პირველთან” პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა. ის ბათუმში მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე უცნობის კონცერტს დაესწრო. ,,ბათუმი – უცნობი: ერთად გადატანილი მრავალ ბრძოლის შემდეგ! წარმატებული კონცერტი!” – წერს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

პერუელი ჟურნალისტი ქართველებს: ,,შეინარჩუნეთ ის განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ”

ცნობილი პერუელი კინოდოკუმენტალისტი რაფაელ ანტონიო გალუეს გარსია, რომელიც ,,დისქავერისთვის” ფილმს იღებდა, საქართველოში მოხვდა და თავისი შთაბეჭდილებები არ დამალა. ამის შესახებ ფეისბუქგვერდი ,,გურჯი ქართველი” წერს: ,,იქნებ ახალს არაფერს გეუბნებით, იქნებ ამგვარი აღტაცება სხვა უცხოელებისგანაც მოგისმენიათ, მაინც უნდა გითხრათ ის, რაც მომწონს. იმასაც დავძენ, თქვენი კუთვნილი განძის ფასი არ იცით, არ უფრთხილდებით იმას, რაც მარტო თქვენ გაქვთ. […]

ახმეტის მერიას თუშებთან 4 ათასი ლარის პროდუქტის მიტანა 47 ათასი დაუჯდა

აუდიტის დასკვნის მიხედვით, თუშეთის მოსახლეობისთვის ოთხი ათასი ლარის სასაჩუქრე პაკეტის მიტანაში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ 10-ჯერ უფრო მეტი ფული დახარჯა,  ვიდრე ამ ვერტმფრენით თუშებისთვის ჩატანილ პროდუქტში გადაიხადა. მუნიციპალიტეტმა ვერტმფრენი 47 ათას ლარად დაიქირავა. ოფიციალურ დოკუმენტში მაკონტროლებელი ორგანო ამტკიცებს, რომ მერიამ საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად გახარჯა. 2016 წლის 29 თებერვალს ვერტმფრენით 14-მა მგზავრმა – 7-მა ადგილობრივმა და მუნიციპალიტეტის […]

ზუზუ ბეჟაშვილის დედა: ”რაღაც პრეპარატს იღებდა ნერვებისას… თურმე პულსი ჰქონია ჯერ… შეიძლება გული გაუსკდა”

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის დედა შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ციალა ბეჟაშვილს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს. დედის თქმით, ოჯახისთვის უცნობია ისიც, მისი შვილის რომელი მეგობარი ცხოვრობს დოლიძის ქუჩაზე, სადაც შემთხვევა მოხდა. „რომ მოვედი, მეგონა ეძინა. რაღაცაზე გავედი იქეთ და არ იყო. ეტყობა, ვინმემ დაურეკა. რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, […]

“სიკვდილო მეცეკვე, რომ სიცოცხლემ ტაში დაგვიკრას” – რას წერდა 16 წლის ნატა ბოლქვაძე სიკვდილამდე 2 დღით ადრე

“სიკვდილო მეცეკვე, რომ სიცოცხლემ ტაში დაგვიკრას” –  ეს სტატუსი სოციალურ ქსელში 16 წლის ნატა ბოლქვაძემ თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე, 13 აგვისტოს, დაწერა. 15 აგვისტოს კი გოგონა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამ დრომდე უცნობია თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი. არაოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს, იმ ახალ ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ, რომელიც “ლურჯი ვეშაპის” შემდეგ გაჩნდა. ფაქტზე გამოძიება […]