ახმეტაში, ალაზნის სარწყავი არხის ტერიტორიაზე მაშველებმა 40 წლის მამუკა ძებნიაურის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. მამუკა ძებნიაური სახლიდან 19 იანვარს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას მაშინ შეატყობინა, როდესაც ახლობლებთან ძებნის შემდეგ კვალს ვერ მიაკვლია. მეზობლებმა ძებნიაური ბოლოს სარწყავი არხის ტერიტორიაზე შეამჩნიეს. მამუკა ძებნიაურს ოთხი […]
კატეგორია: სამართალი
ადვოკატი მახარაძე – “გიორგი გიორგანაშვილს საბრძოლო განწყობა აქვს”
გიორგი გიორგანაშვილს საბრძოლო განწყობა აქვს, – ამის შესახებ გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, ის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან ერთად აპირებს ბრძოლის გაგრძელებას როგორც სამართლებრივი, ასევე სოციალური აქტივობების კუთხით. ამასთან, გიორგი მახარაძე არ გამორიცხავს, რომ მან სააპელაციო სასამართლოსთან ერთად კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს. […]
შსს-ს მაღალჩინოსანი ოთარ ტატალაშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვის 500 ლარით დააჯარიმეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი ახალციხეში გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეამოწმეს, რის შედეგადაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლომ ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმა და უფლებამოსილება შეუჩერა. როგორც შსს-ში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ტატალაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. მას 45–ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს უკანონო ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე. „გენერალურმა […]
დავით კანდელაკის და ჯოშუა რაისის მკვლელობისთვის აშშ-ში აარონ ერნანდესი დააკავეს – ეჭვმიტანილს რაისთან რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა
რამდენიმე დღის წინ მოკლული 31 წლის დავით კანდელაკის და 30 წლის ჯოშუა რაისის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დღეს ტეხასში დააკავეს. ის 23 წლის აარონ ერნანდესია. მას ბრალს ლუისვილში წაუყენებენ, სადაც მისი ექსტრადიცია მოხდება. შემთხვევა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში მოხდა. ორი ადამიანის ცხედარი სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლში იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე, დავით კანდელაკი იყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კანდელაკის საქართველოში გადმოსვენების […]
ბახალას დედა ნანა ჩხიკვიშვილი: ”მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო”
– მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო. ამის შესახებ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) დედამ ნანა ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც მის შვილს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. – ჩემმა ქვეყანამ მაპატიოს, ამდენი უსამართლობით გამოათაყვანეს საქართველო. ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენებამ, რომლებიც შემდეგ ალბათ შვილთან და შვილიშვილთან მივიდოდნენ, მათმა ტყუილმა გაწირა […]
მარიამ კუბლაშვილი: “ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა”
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა: – რაც არ დადასტურდა და რაც ალბათ შემდგომი განხილვის მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი. როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვიაზე, რომელიც კედელში გაჩერდა, ანუ გავიდა […]
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას დღევანდელ სხდომაზე გადახედა და მათ მიმართ გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა. ამასთან, როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობაც და მათ მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებებიც დასაშვებად ცნო. – დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები და მოითხოვა მათი […]
რუსთავში მთვრალმა მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცემა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1980 წელს დაბადებული გ.ტ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა 4 არასრულწლოვანი შვილის […]
პროკურატურა: “საბა სამუშიამ 4 კაცი დაჭრა და საზოგადოებას აგინა”
საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საბა სამუშიამ რესტორან “აღაში” ოთხი ადამიანი დაჭრა. აქამდე ცნობილი იყო 3 ადამიანის დაჭრის შესახებ. “თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ს.ს-ს აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 23 საათსა და 50 წუთზე, ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან „აღა“-ში, ს.ს.-მ […]
აშშ-ში მოკლული ქართველი მამაკაცი ქუთაისელი დავით კანდელაკია
აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვა, მათ შორის ერთი ქუთაისელი დავით კანდელაკია. მეორე გარდაცვლილი 31 წლის ჯოშუა რეისია, რომელსაც აღნიშნული სახლი ეკუთვნოდა. როგორც ამერიკული მედია იუწყება, დავით კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ის გაუჩინარდა. დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა. პოლიციამ ორი მოკლული […]










