კატეგორია: სამართალი

ნუგზარ კახიძის მკვლელობამდე მის კომპანიაში წილების გადანაწილება მიმდინარეობდა – პოლიცია ქილერს ეძებს

თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საკუთარ სახლში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის ახლობლები პირად საუბარში არ გამორიცხავენ, რომ კახიძე დაქირავებულმა ქილერმა მოკლა. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს არის შეკვეთილი მკვლელობა. მკვლელობა კი შესაძლოა გარდაცვლილის ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს. როგორც ირკვევა, კახიძე შპს „ვარკეთილი 96“-ის 15 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო. ნუგზარ კახიძის ახლობელი იხსენებს, […]

მამუკა გამყრელიძე მძახალის მკვლელობაზე: ,,ნუგზარი კარს ხურავდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, მკვლელი შეძვრა და ესროლა”

რამდენიმე საათის წინ თბილისში მოკლულ ნუგზარ კახიძის ოჯახს არანაირი ვერსია არ აქვს, ვინ შეიძლება მკვლელი იყოს. როგორც ამბობენ, მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. კახიძეს მკვლელმა 7 ტყვია ესროლა გულმკერდის არეში. ის ადგილზე გარდაიცვალა. ნუგზარ კახიძე დიპლომატ მამუკა გამყრელიძის მძახალი გახლდათ. -ფოსტა მოიტანესო, ნუკრის დაუძახა დამხმარემ. მკვლელმა ამოიღო იარაღი. ნუკრი კარს ხურავდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, მკვლელი შეძვრა […]

ნუგზარ კახიძის მკვლელი ოჯახის დამხმარე ქალს ,,საქართველოს ბანკის” თანამშრომლად გაეცნო

თბილისში მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის ახლობლებს და ოჯახის დამხმარე ქალს, რომელიც დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველია, პოლიცია კითხავს. დამნაშავემ აღნიშნული ქალბატონიც დაჭრა და ის თავდაპირველად სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მკვლელობა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთ-ერთი ბაზრობის მეწილე და ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს მოხვედრილი. […]

გიორგი გაბუნიას დაცვა დაუნიშნეს: ,,მუდმივ სტრესში ვარ, სახლშიც არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ”

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია სამართლადამცავებმა ამჯერად სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ მუქარის შემცველ წერილებთან დაკავშირებით დაიბარეს. ჟურნალისტმა გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან ისაუბრა: -უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე. მუდმივ სტრესში მიწევს არა მარტო მუშაობა, არამედ უკვე უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი. თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, ახლა უკვე პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ეს […]

თბილისში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლთან მოკლეს, დაჭრილია მისი ოჯახის დამხმარე ქალი

ცოტა ხნის წინ თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საცხოვრებელ სახლთან მოკლეს, თვითმხილველი კი დაჭრეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს  ნუგზარ კახიძის რძალმა, თამარ გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, დაჭრილია ბიზნესმენის დამხმარე ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცლხეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და […]

პოლიცია: “სანდრო ბრეგაძე არ გვიცემია”

“ქართული მარში” სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელებმა “მარშის” ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს სცემეს. “პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია “ქართული მარშის” ლიდერი – სანდრო ბრეგაძე !!!”, – ამ ინფორმაციასთან ერთად მარშის წევრები ფოტოსაც ავრცელებენ. შსს-ში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. “ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ არის მტკნარი სიცრუე და შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. ხვალ დილით ექიმების თანხმობის შემთხვევაში სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის […]

სანდრო ბრეგაძე სასტიკად არის ნაცემი – ,,ქართული მარში” პოლიციასთან არის შეკრებილი

,,ქართული მარში” ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებს: ,,პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია “ქართული მარშის” ლიდერი  სანდრო ბრეგაძე! ამ წამს “ქართული მარშის” წევრები და მხარდამჭერები შეკრებილები ვართ ,,პირველი არხის” შენობის გვერდზე, პოლიციოს განყოფილებასთან! სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ!”.

ლადო სადღობელაშვილი დააკავეს, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-მ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  ლადო სადღობელაშვილი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სადღობელაშვილი ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ლადო სადღობელაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. “2018 წლის 19 მარტს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2″-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  ქართული მარშის წევრი ლ.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) […]

ვახო სანაია ასახელებს პირებს, რომლებმაც გიორგი სანაიას მკვლელობის საქმე გააყალბეს – დაკარგული გასაღები და გამყიდველი ქალის ჩვენება – რას მალავდა გამოძიება

ტელეჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით პატიმარმა კონსტანტინე ციხისთავმა ცოტა ხნის წინ “რუსთავი 2”-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, ცნობილი ჟურნალისტი კრიმინალური ავტორიტეტმა და ტერორისტად შერაცხულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა, ხოლო გრიგოლ ხურცილავა, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობისთვის გაასამართლეს, კრიმინალური ჯგუფის ინფორმატორი იყო და მან მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო. ციხისთავის თქმით, სანაიას მკვლელობა პანკისის ხეობის იმდროინდელ მოვლენებს უკავშირდება და […]

”82 წლის ალექსანდრა ტერუნი სოფიო გეგუჩაძემ სცემა” – პოლიციამ გამოძიება დაიწყო

82 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით ბათუმში, საიათნოვას 4-დან გამოასახლეს, პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს. ალექსანდრე ტერუნის მინდობილი პირი, ჟუჟუნა ჯიჯავაძე ამბობს, რომ ჟურნალისტებისა და აღმასრულებლების წასვლის შემდეგ, მოხუცს ბინის მესაკუთრემ და მისმა ახლობელმა სცემეს. – მას შემდეგ, რაც ყველა ჟურნალისტი წავიდა, მოხუცს ჭიშკარი გაუღო პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა. ალექსანდრა ცდილობდა ეზოში დაყრილი საკუთარი ნივთების […]