კატეგორია: სამართალი

პიკასოს დაჭრის კადრები – დაჭრის შემდეგ ქალს იარაღი ისევ ხელში უჭირავს – ვიდეო

„ქუჩის ბიჭების“ სოლისტის, ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს დაჭრის კადრები „კურიერმა“ მოიპოვა. კადრი იმ დროს იწყება, როდესაც მუსიკოსი და ქალი კამათობენ. კადრში პირველად თამთა ჯანჯღავა ჩნდება, მას ირაკლი ნოზაძე ხელს ურტყამს, პარალელურად კი, ჯანჯღავა ნოზაძეს სავარაუდოდ დანას ურტყამს. კადრებში ჩანს, რომ თამთა ჯანჯღავა არ გარბის. ხელში სავარაუდოდ დანა ისევ გაშლილი უჭირავს. სხვების გასაგონად ბევრს საუბრობს, ეს […]

,,50 ლარისთვისო, რაღაც ნარკოტიკს უკავშირდება, უნდა მიეტანა” – თამთ ჯანჯაღავს ბრალს დღეს წარუდგენენ

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ  თამთა ჯანჯღავას ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენებენ. მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯანჯღავასთან ერთად დაკავებულია ნათია თოფურიაც, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება. ,,კურიერის” ინფორმაციით, კონფლიქტი 50 ლარის ღირებულების ჯერჯერობით უცნობ ნივთს უკავშირდება. მომხდარის სავარაუდო მიზეზზე საუბრობენ მეზობლებიც. “რაღაც 50 ლარის […]

თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძეს 50 ლარის ღირებულების ნივთის გადაცემას სთხოვდა

7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის – სწორედ ეს სასჯელი ელის მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ თამთა ჯანჯღავას. 20 საათიანი ძებნის შემდეგ ის სამართალდამცავებმა ისანში დააკავეს. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია კიდევ ერთი პირი – ნათია თოფურია. ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” წევრი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. ,,კურიერის” ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის დაჭრას წინ უძღოდა სოლისტის კონფლიქტი ჯანჯღავასთან. გოგონა მომღერალს […]

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნათია თოფურიას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება

სამართალდამცველებმა მოღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე 29 წლის თამთა ჯანჯღავა და 24 წლის ნათია თოფურია დააკავეს. გამოძიება ჯანჯღავას მომღერლის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, რაც 7- დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თოფურიას – დანაშაულის შეუტყობინებლობას, რაც 2- დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, სამართალდამცავებმა გოგონები დღეს სამგორის რაიონში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, თამთა ჯანჯღავამ ირაკლი ნოზაძე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე […]

ირაკლი ნოზაძის დაჭრისთვის 29 წლის თამთა ჯანჯღავა და მისი 24 წლის მეგობარი დააკავეს

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის თამთა ჯანჯღავა და მისი 24 წლის მეგობარი თბილისში დააკავეს. განზარახ მკვლელობაში ბრალდებულის მეგობარს კი 2-დან 4 წლამდე თავისულების აღკვეათა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული […]

ირაკლი ნოზაძის დაჭრისთვის შსს-მ 2 ახალგაზრდა ქალი თბილისის გარეუბანში დააკავა

imedinews-ის ინფორმაციით, „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა. მათი აყვანა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე ბინაში მოხდა. როგორც ირკვევა, ნოზაძესა და დაკავებულ პირებს შორის კონფლიქტის თემა ნარკოტიკი იყო. ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, საღამოს, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით დაჭრეს.

ვინ არის ქალი, რომელიც პიკასოს დაჭრაშია ეჭვმიტანილი

,,კურიერის” ინფორმაციით, ირაკლი ნოზაძის დაჭრაში მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი 29 წლის თამთა ჯანჯღავაა. “კურიერმა” ირაკლი ნოზაძის თავდასხმაში მონაწილე თამთა ჯანჯღავას სახლს მიაკვლია. მათივე ინფორმაციით, გუშინ შემთხვევის ადგილზე ორ გოგონასთან ერთად მანქანაში ასევე იმყოფებოდა ერთი მამაკაცი, თუმცა ამას შსს-ში არ ადასტურებენ. როგორც მეზობლებმა “რუსთავი 2″-ს განუცხადეს, თამთა ჯანჯღავა აღნიშნულ სახლში მამაკაცთან და 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ერთი წლის განმავლობაში […]

ირაკლი ნოზაძე ისევ აპარატზეა შეერთებული

ირაკლი ნოზაძე მართვით სუნთქვაზე რჩება – ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან შეკრებილ ჟურნალისტებს მომღერლის ძმამ, დავით ნოზაძემ განუცხადა. მისი თქმით, ცოტა ხნით სუნთქვის მართვის აპარატიდან მოხსნეს და ის ამ დროს კონტაქტრური იყო. გუშინდელთან შედარებით მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ექიმის თქმით, შესაძლებელია, რომ დღეს აპარატიდანაც მოხსნან. დავითი ასევე ამბობს, პირები, რომლებიც მისი ძმის დაჭრის ფაქტზე პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს, […]

“პოლიციამ დააკავა გოგონები, რომლებმაც პიკასო დაჭრეს” – რას ამბობს ზურა ხაჩიძე

მომღერალ ზურა ხაჩიძის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ის გოგო დაკავეს, რომელმაც მისი მეგობარი, ,,ქუჩის ბიჭების“ წევრო ირაკლი ნოზაძე დაჭრა. ხაჩიძე ამბობს, რომ ეს არ არის დაზუსტებული ინფორმაცია. მისივე თქმით, პოლიციამ ირაკლი ნოზაძის სახლთან არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო, რომლის დახმარებითაც, იმ ავტომობილის იდენტიფიცირება მოხდა, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ. „ოპერაციამ, მადლობა ღმერთს, კარგად ჩაიარა. სასწრაფოს ექიმებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს […]

ექიმი ქარცივაძე: ”ირაკლი ნოზაძე საოპერაციოდ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება”

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსმა ნიკა ქარცივაძემ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა ნახევარში აღენიშნება, ასევე, ერთ-ერთი მაგისტრალური სისხლძარღვია დაზიანებული, რის შედეგადაც მან დაკარგა დიდი რაოდენობით სისხლი. “ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. […]