რუსმა ოკუპანტებმა სოფელ საკორინთლოს მცხოვრები 94 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს. ოკუპანტებმა გორა ღარიბაშვილი უკვე მეორედ დააკავეს. ოჯახს ე.წ. საზღვრის კვეთის დადგენილი ჯარიმის გადახდის მოთხოვნით არავინ დაკავშირებია. პირველი რადიო
კატეგორია: სამართალი
ზაზა სარალიძე: ,,თუ ჭკუით არ იქნება გახარია… ბრძოლაში გვიწვევენ და ამ ბრძოლასაც მიიღებენ”
ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა. სარალიძე გამოკითხვაზე „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო იმყოფებოდა. სარალიძემ ინციდენტის შესახებ საგამოძიებო უწყებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, კუპრავას მხრიდან სასამართლოს მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით იყო გამოწვეული. -არაფერი არ წარმოუდგენიათ იქიდან გამომდინარე, რომ იქ არაფერია წარმოსადგენი. ზვიად კუპრავამ რა […]
პიკასო ალაპარაკდა – ,,ირაკლიმ ვალის დაბრუნება დროულად ვერ მოახერხა”
ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” სოლისტი ირაკლი ნოზაძე, იგივე პიკასო სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ. დაჭრილის ადვოკატი აცხადებს, რომ მომღერლის მდგომარეობა არ არის ისეთი, რომ სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მისცეს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ნოზაძეს ცივი იარაღით 2 ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა რითი მიაყენეს, დაშავებულს არ ახსოვს. ნიზაძემ ადვოკატს უთხრა, რომ კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, ვალის გამო ჰქონდა […]
თამთა ჯანჯღავას ადვოკატი: ,,მას ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს”
მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფსიქოტროპულ პრეპარატებს მოიხმარდა. -შესაძლოა, მკურნალობის დროს ადამიანმა მოიხმაროს ფსიქოტროპული საშუალებები ექიმის დანიშნულებით, უბრალოდ ამით სახელმწიფო ბრალდება არ დაინტერესებულა. ჯანჯღავას დღეის მდგომარეობით ფილტვების ანთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვს, რაზეც საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. დანაშაულის მოხდენისას ის არ იყო ფსიქოტროპული […]
მოსამართლე თამთა ჯანჯღავაზე: ,,ის არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა”
მომღერალ ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს, თათია ჯანჯღავასა და ნათია თოფურიას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: -თამთა ჯანჯღავას ქცევა დანაშაულის ჩადენამდე მიანიშნებს, რომ ის არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია მან განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა. როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, ბრალდებული თამთა ჯანჯღავა შეეცადა და მოიშორა კიდეც საქმისთვის მნიშვნელოვანი […]
პროკურორის თქმით, პიკასოს დაჭრისას თამთა ჯანჯღავაც და ნათია თოფურიაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ
მომღერალ ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს დაჭრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ორივე ბრალდებული, თამთა ჯანჯღავაც და ნათია თოფურიაც ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ბრალდების მხარის განმარტებით, პატიმრობის მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზი ისიცაა, რომ დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები არიან. მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების […]
,,იმ კადრებში მე ჩემს შვილს უკიდურესად გამწარებულს ვხედავ” – თამთა ჯანჯღავას დედა
მომღერალ ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას დედა ამბობს, რომ არ იცის, რა ურთიერთობა ჰქონდა მის შვილს “ქუჩის ბიჭების” სოლისტთან. -არ ვიცი, რამდენი ხნის ურთიერთობა აკავშირებდათ ჩემს შვილს და ნოზაძეს, რადგან მე საქართველოში არ ვცხოვრობ. რა მოხდა, მეც ვერ გავერკვიე, რომ ასე გამწარდა და ამ დონემდე მივიდა ჩემი შვილი. იმ კადრებში მე ჩემს შვილს […]
პიკასოს ქალის ვალი 250 ლარი ჰქონდა – საქმის ახალი დეტალები
„ქუჩის ბიჭების“ სოლისტზე მომხდარი თავდასხმის საქმის მასალებში დანაშაულის იარაღი არ დევს. სისხლიანი გარჩევის მოტივზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო. საქმის მასალებში მომხდარის მოტივად წერია, რომ ირაკლი ნოზაძეს ქალის ვალი – 250 ლარი ჰქონდა, თამთა ჯანჯღავა კი მის დაბრუნებას ითხოვდა. ინტერესების დამცველები არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავენ, მათ შორის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ […]
პროკურატურა ინგა გრიგოლიას: ,,ეს არის არაკომპეტენტურობა და კანონის არცოდნა”
საქართველოს მთავარი პროკურატურა ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს. ჟურნალისტმა ფეისბუქში დაწერა, რომ სახელმწიფო მის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, რადგან მამაკაცმა, რომელიც წლებია ემუქრება, დღეს მის ტელეფონზე კვლავ დარეკა. როცა ტელეწამყვანის ადვოკატმა პროკურატურაში გააპროტესტა, თუ რატომ არ ჰქონდა შეზღუდული მამაკაცს მსხვერპლთან დარეკვის შესაძლებლობა, გრიგოლიას თქმით, უწყებაში განუმარტეს, რომ პროკურატურას არ გადაუგზავნია დადგენილება, რომ მოძალადეს ზარების უფლება ჰქონოდა […]
,,თამთას ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია, ირაკლიმ ცუდი სიტყვა უთხრა და ამას მოჰყვა ყველაფერი” – გვანცა რამიშვილი
მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ბრალდებით დაკავებული თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილი, გვანცა რამიშვილი, ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თამთს ნარკოტიკულ საშუალებებთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ეს დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერტიზამაც. მისი თქმით, ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ისევე, როგორც სიცრუეა, თითქოს ირაკლი ნოზაძე და ბრალდებული ჯანჯღავა მეგობრები არ იყვნენ. -ნარკოტიკთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ირაკლიმ ცუდი […]








