კატეგორია: სამართალი

მწყემსის დედა: ,,ეს არის მთავრობის დაგეგმილი მკვლელობა, იციან, იქ რაც მოხდა”

პროკურატურამ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის,მალხაზ კობაურის  ხადის ხეობაში ჩაყვანაზე უარი განაცხადა. ამან კობაურის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია. -იქ რომ წასულიყვნენ, ბევრ რაღაცას აეხდებოდა ფარდა. იციან, იქ რაც მოხდა. ჩემი შვილი რისი გამკეთებელი იყო, ისიც კარგად იციან, მაგრამ თვითონ სამარეს გაითხრიდნენ და იმიტომ არ წავიდნენ; იმიტომ არ წავიდნენ, რომ ეს არის მათი, მთავრობის […]

,,ეს უკვე უკონტროლო ბულდოზერის სინდრომია: ყველგან თხრი გარშემო, იქნებ რაიმეს მიაგნო” – რას ეძებს პროკურატურა ,,კოლორპაკში”

,,პალიტრამედიის” სტამბაში ( შპს “კოლორპაკი”) პროკურატურის შესვლის მიზეზებზე პორტალი ამბები.ჯი ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია ყოფილი და ამჟამინდელი მაღალჩინოსნების შიდა დაპირისპირებებსა და ფარულ ომზე, რომელიც კულარებში მიმდინარეობს. სტატიას, რომლის ავტორიც გიორგი კვიტაშვილია, სრულად გთავაზობთ. ,,ძალიან დიდი საზოგადოებრივი და მედიარეზონანსი გამოიწვია. რას ეძებს პროკურატურა “კოლორპაკში” და რატომ გახდა საჭირო სტამბის 4 წლის დოკუმენტაციის მოთხოვნა, ამაზე ამ […]

მამაკაცი, რომელმაც დიღომში კორპუსის ბავშვებს აუზი დაუმონტაჟა, გარდაცვლილი იპოვეს

დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი დღეს საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. როგორც ”პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა). დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას თავი ორიოდე თვის წინ დაამახსოვრა. დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები […]

,,ბავშვს 3-4-ჯერ ესროლეს” – სმიტების მკვლელობის საქმის ახალი დეტალები

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძემ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლონ. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გააცნო. -ბრალდების მიხედვით, თითქოს მოხდა ლორა სმიტის გაუპატიურება. ექსპერტიზის მიმართ იყო კითხვები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს არ აღენიშნება უკანა ტანის არეში […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ,,ტყვია, რომელიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, ნადირზეც კი აკრძალულია”

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, გორის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ თორნიკე მერებაშვილის ოჯახს თანადგომა გამოუცხადა. ოჯახის წევრებმა 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის დროული გამოძიება მოითხოვეს, საპროტესტო აქცია გამართეს და მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. მაჩალიკაშვილმა გორში მისი შვილის ლიკვიდირების საქმის დეტალებზე ისაუბრა: -რომელი იარაღიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, სანამ ექსპერტიზას […]

მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დატოვებენ – ,,დაზარალებულები აღარ გვეყოლება”

,,ცენტრ პოინტი” m2-ისთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. ამის შესახებ “ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა. -10 წლის განმავლობაში რთული იყო ამ პროცესის დაძვრა. ერთი წლის წინ გამოვედი ციხიდან და ამის შემდეგ ვეძებ ინვესტორს. მიდის აქტიური მოლაპარაკება m2-თან. არსებობს ხელშეკრულება, რომელიც მე წინა მოსამართლეს გავაცანი. ეს არის გენერალური ხელშეკრულება, რაც ყველა ჩვენს ობიექტს […]

ვალერი გელაშვილმა საკუთარი ძაღლები ჩამოახრჩო – ვიდეო

ვანდალიზმი სოფელ ნინიგორში – ვალერი გელაშვილმა საკუთარი 2 ძაღლი ტყეში მავთულით ჩამოახრჩო და იქვე დატოვა. გელაშვილების ოჯახში ამტკიცებენ, რომ ძაღლები მუდმივად იტაცებდნენ და ჭამდნენ შინაურ ფრინველებს, რის გამოც მეზობლები მუდმივად საყვედურობდნენ. ის, რომ სოფელ ნინიგორში გელაშვილების ძაღლები მეზობლებს პრობლემებს უქმნიდნენ, ამას ადგილობრივებიც ადასტურებენ, თუმცა მათთვის გაურკვეველია, რატომ გაუსწორდა ასე სასტიკად საკუთარ ძაღლებს ვალერი გელაშვილი. ხეზე […]

,,ერთ-ერთმა რაიანს უთხრა, რა თვალებით მიყურებ, შენც ხო არ გინდა არაყიო და პირში ძალით ჩაასხა” – 19 წლის მწყემსი მკვლელობის დღეს ,,სარკესთან” იხსენებს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური ჟურნალ ,,სარკესთან” დუმილს არღვევს და მკვლელობის დღეს დეტალურად იხსენებს. -4 ივნისს დაკარგული ცხვრის საძებნელად ვიყავი წასული. გადავწყვიტე, მებანავა ჩანჩქერზე. ამ დროს ჩემთვის უცნობმა ორმა პიროვნებამ მუქარისა და იძულების ფონზე  მომთხოვა წყლიდან ამოსვლა და გაყოლა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მივედით იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა სმიტების ოჯახი. მათთან […]

გოგონა ძმის თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის გოგონა ძმის მიერ შემთხვევით, სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ნიუპოსტი

ეკა მესხიძე: “ჯანმრთელობა შემერყა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ხმა ამოვიღე” – პაპუნა უგრეხელიძე სასამართლოში ჩივის

საქართველოში მამაკაცები, როგორც ჩანს, ადვილად არ შეეგუებიან სექსუალურად შემვიწროებლის იარლიყს და ბრძოლაში, რომელსაც ქალები უმართავენ, დათმობას არ აპირებენ. ორგანიზაცია “სიდას” ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის, შემდეგ (იხ. “სარკის” წინა ნომერი) სასამართლოში საჩივარი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, პაპუნა უგრეხელიძემ შეიტანა ყოფილი თანამშრომლის, ეკა მესხიძის წინააღმდეგ, რომელმაც იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა სწორედ ეკა […]