კატეგორია: პოლიტიკა

გუბაზ სანიკიძე: ,,ამ ღამით დასრულდება რუსული იმპერია, ეს ბოლო შემოტევაა”

პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ ახლა უკრაინაში გადამწყვეტი შეტევაა და ამ ღამით ომი იმპერიის დამარცხებით დამთავრდება. ამის შესახებ მან ,,პირველის” ეთერში ისაუბრა: -ამ ღამეს რუსული არმია განადგურდება, ამ ღამით რუსული იმპერია დამთავრდება. გაიგეთ, რომ რუსეთის იმპერია მთავრდება. ყველამ ნახა, რომ რუსული არმია იყო ფეიკი, ერთი კვირის რესურსიც კი არ აქვთ და რაზე მელაპარაკებით. უკრაინაში […]

,,რუსეთს აჩერებს არა სანქციები, არამედ ის ქალები, რომლებიც ,,მოლოტოვის კოქტეილებს” ამზადებენ”

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დასავლეთს ადანაშუალებს იმაში, რომ უკრაინის დახმარება დააგვიანეს. -რუსეთს ახლა აჩერებს არა სანქციები, რომლებიც დაწესდა და ეს ძალიან კარგია, არამედ აჩერებენ ქალბატონები და მათ შვილები, რომლებიც ,,მოლოტოვის კოქტეილებს” ამზადებენ. სირცხვილია, რომ ისინი დღეს ,,მოლოტოვის კოქტეილებს” ამზადებენ და ყველაზე თანამედროვე იარაღით არ არიან შეიარაღებულები. ედუარდ შევარდნაძე სოხუმიდან მთელ მსოფლიოს მიმართავდა, რომ დახმარებოდნენ. […]

სალომე ზურაბიშვილი: ,,ამ ღამით სვეტიცხოველში შევიკრიბოთ და ვილოცოთ უკრაინაზე”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს, სვეტიცხოველში შეუერთდნენ და უკრაინისთვის ილოცონ. ,,ამ ღამეს (2 .00) სვეტისცხოველში წირვის შემდეგ, პარაკლისზე შემოგვიერთდით. ვილოცებთ უკრაინის თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის და მშვიდობისთვის”.

უკრაინის შს მინისტრი: ,,ამ გარდაცვლილ ბავშვს მთელმა რუსეთმა შეხედოს თვალებში”

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი პუტინის მიერ მოკლული, ანტონ ტარასენკოს პირადობის მოწმობის ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,დაე, მთელმა მსოფლიომ, მთელმა რუსეთმა შეხედოს ამ გარდაცვლილ ბავშვს თვალებში. ყველას უნდა გრცხვენოდეთ, რომ პუტინს უკრაინელი ბავშვების მოკვლის უფლება მისცეს!”.

მოკლულია 3500 რუსი ჯარისკაცი, 200-მდე ტყვედ აიყვანეს

უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ძალებმა გაანადგურეს 14 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი და 536 ჯავშანმანქანა. მოკლულია 3500 ჯარისკაცი, 200-მდე კი – ტყვედ აიყვანეს. ცნობები უკრაინული მხარის დანაკარგების შესახებ კიევს არ გაუვრცელებია.

ნინო გიორგობიანი: ,,ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს”

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პრესპიკერი ნინო გიორგობიანი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს: ,,დილიდან ვაკვირდები შეფასებებს, რაც პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გაკეთდა. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს და თავის თავზე იღებს დარტყმებს. ამბობს სიმართლეს, რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ის. მან თქვა რომ: • საქართველოს არავითარი საფრთხე არ ემუქრება; მან განაცხადა, რომ საქართველოში ვახორციელებთ ეროვნულ, პრაგმატულ […]

ზელენსკი: ,,შესაძლოა ეს იყოს უკანასკნელი ღამე, როდესაც მე ცოცხალს მხედავთ!”

,,შესაძლოა ეს იყოს უკანასკნელი ღამე, როდესაც მე ცოცხალს მხედავთ!” – ამ სიტყვებით მიმართა ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმიერ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ვიდეოკონფერენციისას. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობა შეჩერებულია. უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივას ევროპის საბჭოს წევრი 47 ქვეყნიდან 42-მა დაუჭირა მხარი. ამ წუთებში კიევში განგაშის სირენები ჩაირთო, მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავშესაფრებში […]

ლევან გრიგოლია: ,,ჩემს ჯარისკაც ქალიშვილთან ერთად მივდივარ საბრძოლველად”

ლევან გრიგოლია თავის ქალიშვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად უკრაინაში მიდის საბრძოლველად. მისი გამოსვლა ,,რეაქციაში” იყო უზომოდ ემოციური. -ჩემს გულთან ძალიან ახლოს მოვიდა, როგორ ემშვიდობება უკრაინელი მამა თავის პატარა გოგონას… დღეს, ჩემდა სამწუხაროდ თუ სასიკეთოდ, ჩემს ქალიშვილთან ერთად უნდა წავიდე უკრაინაში. ჩემი ქალიშვილი ჯარისკაცია, 27 წლის. ახლა მე ვზივარ, როგორც ჯარისკაცის მამა. მისი ქმარიც ოფიცერია, […]

ჯო ბაიდენი: ,,მე არ მაქვს სურვილი, ველაპარაკო პუტინს”

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაცრ სანქციებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს რუსეთის ეკონომიკას ჩამოშლის. კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პუტინს, ბაიდენმა უპასუხა: ,,მე არ მაქვს სურვილი, ველაპარაკო პუტინს”. კითხვაზე, რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან უნდა გააგდონ თუ არა, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: ,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბანკების წინააღმდეგ აქციებს შეიძლება უფრო მეტი ეფექტი ჰქონდეს, ვიდრე SWIFT-დან გათიშვას”.

პუტინი: ,,არ უნდა გაგვაგდონ ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან”

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მსხვილ ბიზნესწარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკურმა პარტნიორებმა რუსეთი საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან არ უნდა გააგდონ. მან აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად რჩება და იმდენად, რამდენადაც ის ამ სისტემის ნაწილია, არ აპირებს, მიაყენოს ზიანი იმას, რისი ნაწილიც თავადაც არის. ,,მე მგონია, რომ ეს ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გაიგონ და საკუთარი თავის […]