უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ჟურნალსიტებთან ილაპარაკა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ. მან უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 45-მილიონიანი ქვეყანა რუსეთის დაჟანგულ არმიას წინააღმდეგობას უნდა უწევდეს. -უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ, რომ, როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, რაღაც თემებით არიან დაინტერესებულნი. მიხედე იქ, უკრაინაში… 45-მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, […]
კატეგორია: პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას ფეხი მოტეხეს – ,,მადლობა პატრულს”
მინისტრი რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე: ,,ეს არის შესაძლებლობა კომპანიებისთვის”
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 15 ქართული კომპანიისთვის რუსულ ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობას გამოეხმაურა. -ეს არის შესაძლებლობა კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ უფრო მეტი წარმოება, უფრო მეტად ამუშავონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, რუსეთში ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი ბაზრის დივერსიფიკაციის […]
დევიდ კრამერი: ,,მოვითხოვ, რომ ღარიბაშვილს სანქციები დაადონ”
დევიდ კრამერი, ბუშის ინსტიტუტის, გლობალური პოლიტიკის მმართველი დირექტორი ,,ამერიკის ხმასთან” საქართველოსა და უკრაინის ამჟამინდელ ურთიერთობაზე საუბრობს და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებების შეფასებას აკეთებს: -პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ შეურთდება [დასავლეთის სანქციებს] და ვფიქრობ, ზელენსკის ყველა უფლება აქვს, რომ გაბრაზებული იყოს საქართველოს მთავრობაზე. მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობით. ეს ის დროა, როდესაც უკრაინას […]
ზელენსკი: ,,ამორალური პოზიციის გამო საქართველოდან ელჩს ვიწვევთ”
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ელჩი საქართველოში, კონსულტაციებისთვის ქვეყნიდან გაიწვია. -დაუყონებლივ კონსულტაციებზე გამოვიწვიეთ უკრაინის ელჩი ყირგიზეთში, რადგან ამ ქვეყანამ რუსული აგრესია გაამართლა. ასევე ვიძახებთ კონსულტაციებზე უკრაინის ელჩს საქართველოში, რადგან მოხალისეები არ გამოუშვეს, ასევე სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო, – განაცხადა ზელენსკიმ.
რადას დეპუტატი: ,,საქართველოს ხელისუფლება ბოროტების მხარეს დადგა”
,,პირველის” ეთერში უკრაინიდან ჩაერთო რადას დეპუტატი სოლონია ბოლკოვსკა, რომელმაც პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებზე ასეთი კომენტარი გააკეთა. -მე ვფიქრობ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება თამაშობს ერთ მოედანზე რუსეთის ფედერაციასთან ერთად. სამწუხაროდ, ასეთი დროება დადგა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო ოპერაცია, რადგან ეს უკვე გააკეთა რუსეთმა თქვენთან. კარგი იქნება, მოხდეს ამის გაცნობიერება და […]
სალომე ზურაბიშვილი: ,,პუტინი ბირთვული თავდასხმით ფსიქოლოგიურად მანიპულირებს”
,,დოკუმენტში ჩავაწერინეთ, რომ მოხდეს საქართველოს და მოლდოვას ევროკაშვირში დაჩქარებული წესით გაწევრება!”
,,სტრატეგია აღმაშენებელი” საკუთარ ფეიბსუქვერდზე წერს, რომ საქართველოს დიდი შესაძლებლობა გამოუჩნდა, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ,,გიორგი ვაშაძის მოთხოვნით და ჩვენი პარტნიორი პარტიების მხარდაჭერით პირველად ევროპული ლიბერალური პარტიების-ALDE-ს (ევროპარლამენტის ერთ-ერთი უმსხვილესი ფრაქცია) დოკუმენტში ჩავაწერინეთ, რომ მოხდეს უკრაინასთან ერთად საქართველოს და მოლდოვას ევროკაშვირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება! მეგობრებო, უკრაინიდან სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მისაღებად შევქმენით ვაიბერ და ტელეგრამ […]
აშშ ბირთვულ მზადყოფნაზე: პუტინი საფრთხეებს იგონებს, რომ აგრესია გაამართლოს
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენიფერ ფსაკი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთს სამხედრო კონფლიქტებში ერთგვარი პატერნი აქვს, მოიგონოს არარსებული საფრთხეები, რათა გაამართლოს შემდგომი აგრესია. სწორედ ამ პატერნის ნაწილად ხედავს ფსაკი NATO-ს მაღალჩინოსნების მხრიდან რუსეთის მიმართ ,,აგრესიული რიტორიკის” მომიზეზებით, პუტინის მიერ გაცემულ დავალებას, გადაეყვანათ ბირთვული შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე. ,,სწორედ ამ პრიზმიდან უნდა შეხედოს საერთაშორისო საზოგადოებამ და ამერიკელმა […]
კრემლის პრესსპიკერი: ,,მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის”
,,რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში უკვე ჩავიდა”, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. მისი თქმით, დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ,,ჩვენ მზად ვიქნებით ამ მოლაპარაკებების დასაწყებად გომელში“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა. ამბები.ჯი










