კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “პრემიერის გადადგომაზე ჭორები საფუძველს მოკლებულია”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებულია. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ხვალ წარედგინება და შეხვედრებში მონაწილეობას უშუალოდ პრემიერ-მინისტრი მიიღებს. – პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ ვამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას. პარლამენტს ხვალ წარედგინება, უშუალოდ, მთავრობის შემადგენლობა, […]

მიხეილ გიორგაძე: ”უცნაურია, რატომ აგორდა კვირიკაშვილის გადადგომის თემა”

– ჩემთვის ცოტა უცნაურია, პრემიერის გადადგომის საკითხი რატომ აგორდა ასე, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა. – არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ჩემთვის ცოტა უცნაურია გადადგომის საკითხი, რატომ აგორდა ასე. ის, რაც პრემიერმა გადადგომასთან დაკავშირებით ბრძანა, იყო მხოლოდ ის, რაც მან თქვა. სხვა ქვეტექსტი არ […]

კობახიძე წულუკიანისგან დამატებით არგუმენტებს ითხოვს – უმრავლესობაში კონსტიტუციის მე-18 მუხლში ცვლილებებს არ ეთანხმებიან

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს უყარეს კენჭი. ცვლილებები 115 ხმით არცერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიღებულია. დღის ბოლოს ცვლილებებს იურიდული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ და ამავე კვირაში მეორე მოსმენით მიიღებენ. თუმცა სადავო რჩება მე-18 მუხლი, რომელიც პერსონალურ მონაცემებს ეხება. მოქმედი რედაქციით, ადამიანს აქვს უფლება, რომ კანონით დადგენილო წესით გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას ან სხვა […]

პრეზიდენტმა სემეკის წევრად დავით ნარმანია წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. – მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, […]