პარტია ,,კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ონში ჰესის აშენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და წერს: ,,შევაჩეროთ, ხალხნო, ეს ,,პუტინის ვასალი”. ვინ მისცა უფლება, ჩვენს ქვეყანას რომ ანგრევს?! ვინც ახლა რაჭის ,,განადგურების “ გეგმის ,,გაპრავებას” დაიწყებს და მიესალმება, გვარ-სახელებით უნდა გამოაჭენოს ხალხმა, რათა ყველამ იცოდეს ,,ოლიგარქ-დამანგრევლის” გეგმის შემსრულებელთა გვარები! აბა, ერთი გაბედეთ! ფული გავიგე, რომ […]
კატეგორია: პოლიტიკა
გუგული მაღრაძე: ,,სქესობრივი კავშირი ცოლ-ქმარს შორის თანხმობაზე უნდა იყოს დაფუძნებული” – პარლამენტში კანონპროექტს განიხილავენ
პარტნიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი კავშირის დამყარება საქართველოში დასჯადი ქმედება გახდება. -სქესობრივი კავშირი უნდა იყოს ურთიერთთანხმობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. შესაძლოა ეს ქართულ ტრადიციებში არ ჯდებოდეს, მაგრამ რაკი ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ ევროპული ოჯახის წევრეობაზე, კანონმდებლობაც, ცხადია, შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ. ძალადობა ძალადობაა, იქნება ეს რეგისტრირებული ქორწინებაში, თუ სხვა შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, საჭიროა ასეთი კანონი. ვინმესთვის შეიძლება ეს უცნაური იყოს, […]
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ბიტკოინების საწარმოდან თვეში 2.880 დოლარს იღებს
გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ,,ბითფურის“ მონაცემთა ცენტრმა საკრებულოს თავმჯდომარეს 2019 წელს 97.910 ლარი გადაუხადა. დავით რაზმაძის ინფორმაციით, მამის საკუთრებაში არსებულ ქონებას მინდობილობის საფუძველზე თვითონ განკარგავს და ობიექტიდან, სადაც მისი ინფორმაციით, ბიტკოინების საწარმო ფუნქციონირებს, თვეში 2.880 აშშ დოლარს იღებს. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წელს შევსებულ ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კომპანიასთან, რომლის წარმომადგენელი 2 ამერიკელია, ხელშეკრულება ჯერ 2015-2018 […]
,,მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ მესიჯის გაგზავნის შემდეგ ექნებათ” – ეკა ტიკარაძე
„მნიშვნელოვანია, ამ კრიზისულ ფაზაში აუცილებლად დავრჩეთ სახლში და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ გარეთ“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული გახდება საყოველთაო კარანტინი გამოაცხადოს, რა დროსაც მოქალაქეებს მხოლოდ გარკვეული მესიჯის გაგზავნით ექნებათ სახლის დატოვების შესაძლებლობა. „როგორც მრევლთან, ასევე დამსვენებელთან მიმართებით ვიტყვი ერთს – დარჩი სახლში, […]
ეკა ტიკარაძე: ,,მხოლოდ 853 პაციენტის მოვლა შეგვიძლია, რადგან 256 ინფექციონისტი გვყავს””
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საწოლების რაოდენობა და სასუნთქი აპარატები, რომელთა რაოდენობa 1700-ზე მეტია, არ არის საკმარისი Covid-19-ის სამართავად. _რაც ყველაზე დიდი რისკის მატარებელია და რასაც ჩვენ ჯანდაცვის სისტემაში ვუფრთხით, ეს არის ჩვენი პერსონალის რაოდენობა. აქ ჩვენ არა გვაქვს საუბარი მათ კვალიფიკაციაზე, საუბარი გვაქვს მხოლოდ რიცხვებზე. აქ გვაქვს ჩვენ ყველაზე დიდი დრამა და […]
ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადარიცხა – ,,ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანი”
კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში ასმილიონიანი შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განხორციელდა. კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში თანხის რაოდენობა უკვე 124 543 899 ლარს აჭარბებს. პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილს უნიკალური დაზღვევა უწოდა. -რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით, […]
თეა წულუკიანი: ,,უნდა შეიჭრას თუ არა პოლიცია ეკლესიაში? ტრენდი გაქვთ, რომ პოლიციას ეკლესიაში შეჭრისკენ უბიძგოთ”
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, არ აპირებს სააღდგომო დღესასწაულებზე ეკლესიაში წასვლას და საეკლესიო მსახურებას დისტანციურად ადევნებს თვალს. მან ,,კურიერის” ჟურნალისტს ასე უპასუხა: – არავის არ უთქვამს, რომ ვინმეს ამ ქვეყანაში კანონის წინაშე აქვს იმუნიტეტი. ბევრჯერ ითქვა, ამას პრემიერმაც გაუსვა ხაზი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმაც. წესი არის წესი, როდესაც ქვეყანაში არის ჰუმანიტარული კრიზისი, უფრო მძიმე ხარისხის […]
გიორგი გახარია: ,,გვაქვს გარკვეული იმედები, რომ შეიძლება სიტუაცია აღდგომამდე გამოსწორდეს” – ვიდეო
საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო შექმნილ კრიზისსა და მთავრობის გეგმებზე გადაცემა ,,ღია ეთერში” ისაუბრა. -ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვირუსი ისე დავამარცხოთ, მძიმე ეკონომიკურ კრიზისში არ შევიდეთ და ქვეყანას ეკონომიკური ზრდის პოტენციალი შევუნარჩუნოთ. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი რამ: დავეხმაროთ მოქალაქეებს და კომპანიებს, რომ მაქსიმალურად შეძლონ, სამუშაო ადგილების შენარჩუნება… პრემიერი მოსახლეობას ურჩევს, რელიგიური რიტუალები შეძლებისდაგვარად სახლში აღასრულონ. […]
ზუგდიდში მკაცრი შეზღუდვები ცხადდება – გუბერნატორმა მედპერსონალს დახმარება სთხოვა
სამეგრელ -ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გასატარებელი ღონისძიებები მკაცრდება და დღეიდან საკარანტინო რეჟიმი ცხადდება, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა. „29 მარტიდან ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში მთლიანად შეწყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციის და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას დაიწყებენ უახლოეს დღეებში, შეიქმნება […]
ლევან გაჩეჩილაძეს სახელმწიფომ 7 მილიონი მისცა და 2 მილიონს კიდევ ითხოვს – ნახეთ, რაში იხარჯება ხალხის ფული
თავისუფლების მონიტორის ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანიის იდეა 7 მილიონი ლარით დააფინანსა. სახელმწიფოს კუთვნილმა ფონდმა ლევან გაჩეჩილაძესთან საიდუმლო კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც, კომპანიის გამოსყიდვის უპირატესობა სწორედ მას აქვს. საპარტნიორო ფონდმა კომპანია ,,გლობალ ბრენდი” 2017 წლის 6 მარტს დააარსა. საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძეა, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის მეგობარი და ძველი თანაპარტიელია. ,,გლობალ ბრენდის” მიზანი […]










