მმართველი პარტიის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ ,,ინტერპრენუერთან” განაცხადა, რომ მისი და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის განკარგულებაში 200 მილიონი დოლარი რჩება. – ეს მილიარდნახევარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიგი უგულავა: ,,კობახიძეს რომ უთხრა, ჩაიხადეო, ჩაიხდის და ასეთ ადამიანს ნიშნავს თავმჯდომარედ”
ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას. რომ ის პოლიტიკიდან მიდის, ოპოზიციის მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა. გიგი უგულავამ ,,მთავარის” ეთერში განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს ამომრჩეველს ირაკლი კობახიძისთვის და ელისო ბოლქვაძისთვის არ მიუცია ხმა, ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და მისი წასვლა პოლიტიკიდან, უპასუხისმგებლო საქციელია. -კობახიძე გადაჩეხავს ყველაფერს. ის არაფერი არ არის, ფრანგული ფილმი რომ არის, ,,სათამაშო”, რომ უთხრა, […]
ხელფასები – 467 ათასი ლარი, 385 ათასი ლარი, 377 ათასი ლარი… – რა უჯდება ხალხს ელჩების შენახვა
bm.ge ქართველი დიპლომატების ხელფასების სიას აქვეყნებს, რომელიც ასე გამოიყურება: 1. გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელი კახა იმნაძე – ხელფასი $141,483 ანუ 467,290 ლარი; 2. UN-ის ჟენევის ოფისში წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე – ხელფასი €94,800 ანუ 385,120 ლარი; 3. საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში გიორგი შარვაშიძე – ხელფასი €92,979 ანუ 377,722 ლარი; 4. საქართველოს ელჩი ესპანეთში ილია გიორგაძე – ხელფასი €85,585 […]
“ღარიბაშვილს რთული წელი ელოდება, გახარიას კი არაფერი ემუქრება” – რას ამბობს მიხეილ ცაგარელი
ბიძინა ივანიშვილი – აი ვინ იქნება კარგად 2021 წელშიც. ის მაიმუნის წელშია დაბადებული და თავს არხეინად გრძნობს. ხართან მას პრობლემა არ აქვს. ვარსკვლავებიც მის მხარესა არიან, – ამტკიცებს ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი. „ვერ ვიტყვით, რომ მაიმუნისთვის გადასარევი წელიწადია, მაგრამ რთულიც არ არის“, -ამბობს ვარსკვლავთმრიცხველი. მისივე თქმით, არც ოლიგარქის რჩეულ პრემიერს ემუქრება რამე. პირიქით, 2021 […]
ირაკლი კობახიძე: “ზოგმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელფასის მიღება მოითხოვა”
ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, რომ არ უნდა პარლამენტში შესვლა, მიმართა საფინანსო დეპარტამენტს და მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი კარგია, რადგან აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა. „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულგინი […]
ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხდება – ფეისბუქ-გამოკითხვაში მან 64,9% მიიღო
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია. ხმის მიცემა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. 64.9% ნიკა მელია, 36.1% ლევან ვარშალომიძე – ასეთია წინასწარი შედეგები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. შესაბამისი განცხადება ნაციონალურმა მოძრაობამ ფეისბუქში გააკეთა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ეს არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც […]
შალვა ნათელაშვილი: ,,თურქეთმა აფხაზების პლასტიკურ ბარათებს იურიდიული ძალა მისცა” – თურქეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
თურქეთის სახელმწიფო ბანკების მიერ აფხაზური საბანკო-პლასტიკური ბარათების აღიარების გამო, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მოითხოვს, საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩის დაბარებას. _ სანამ თურქული ავიახაზების უმსხვილესი აქციონერი ბიძინა ივანიშვილი დაკავებულია საქართველოში ერთპარტიული ტირანიის განმტკიცებით, თურქეთის ხელისუფლებამ აღიარა აფსუორ-aფხაზური საბანკო პლასტიკური ბარათები თავიაანთი სახელმწიფო ბანკების მეშვეობით და გაუშვა მსოფლიო საანგარიშსწორებო ქსელში. ეს არის არამეგობრული ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოსგან იმ […]
შალვა ნათელაშვილი: ,,პანთურქულ და რუსულ ფაშიზმს შორის შეიძლება ისევ საქართველო გაიჭყლიტოს, თუ ამერიკული სამხედრო ფარი არ გვექნება”
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კვლავ მოითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებას. მისი თქმით, არსებულ ახალ რეალობაში, როცა რუსეთი და თურქეთი მოკავშირეები გახდნენ, ეს ერთადერთი გამოსავალია. ამის შესახებ, მან განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. _ სანამ ჩვენი ქვეყანა დაკავებულია ოლიგარქიული რეჟიმის მიერ გამოწვეული უმძიმესი კრიზისის გადალახვით, რუსეთმა და თურქეთმა ტრადიციულად, დაიწყეს ამიერკავკასიის გადანაწილება, სადაც ჩვენ […]
“არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა” – გრიგოლ ვაშაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა
გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” […]
ელისო ბოლქვაძე: “ომი რომ არ გაქვთ, კმაყოფილი არ ხართ? გგონიათ, პარიზში კარგად ცხოვრობენ?!”
8 წელში გინდათ აშენდეს ქვეყანა? ომი რომ არ გაქვთ, არ ხართ კმაყოფილი?! სტაბილურობა არ გაქვთ?! – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტების მიერ საქართველოში არსებულ სოციალურ ვითარებაზე დასმულ შეკითხვას. “ბიძინა ივანიშვილს არც ვიცნობ, ერთხელ ვარ შეხვედრილი, რასაც მე ვხედავ და რასაც ის აკეთებს, სამება, 4.000 ადამიანს დაეხმარა კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლებს – ის […]











