დათა ვანიშვილი, რომელიც მავთულხლართების მიღმა დარჩებილ საქართველოს ამაგრებდა და ჩვენი დროის გმირი იყო, დღეს დაკრძალეს. მისი მეუღლე, ქალბატონი ვალია სამძიმარს მავთუხლართებთან მისული ადამიანებისგან იღებდა. -როგორ მე არ დავტოვე სახლი, შენც არ დატოვო, არსად წახვიდეო _ დათა რომ კვდებოდა, ეგრე მითხრა, დამაჯინა, ხელებზე მაკოცა და ჩვენ ერთად დავბერდით, აბა, შენ იცი და შენმა ქალობამ, როგორც მე […]
კატეგორია: პოლიტიკა
IFJ-იმ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა – ,,შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბოლო წლებს ვითვლიდეთ” – ლაშა პატარაია
IFJ-იმ აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე (https://www.ifj.org), აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სიაშია წარმოდგენილი. საყურადღებოა, რომ ვებ-გვერდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მედიის 600,000-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს. მედიალინკი დაუკავშირდა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას და მოითხოვა შეცდომისა და უზუსტობის გამოსწორება. „საერთაშორისო მედია ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი დამცველი უნდა იყოთ სამართლიანობისა და სამართლის პრინციპების, რადგან თავად აპელირებთ ამავე პრინციპებზე, […]
,,აწუწუნდა თალაკვაძე, 5 კომიტეტის თავმჯდომარე როგორ გადავაყენოო” – რა ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან და რას უმალავენ პოლიტიკოსები ხალხს
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი თავისი პროტესტის მიზეზი ინგა გრიგოლიას ,,რეაქციაში” ასე ახსნა: -პირველივე რაუნდიდან გვეუბნებოდნენ, უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე იმუშავეთო. ამას სიტყვიერად გვეუბნებოდნენ. გუშინ კი ჩამოარიგეს დოკუმენტი, რომელიც იწყებოდა პრიამბულით, რომ შევდივართ პარლამენტში და ველოდებით 2024 წლის არჩევნებს. ბოლოში ეწერა მთლად საოცარი რამ, რომ შევალთ პარლამენტში და 5 კომიტეტის თავმჯდომარე […]
ნოდარ მელაძე: ,,წარმოგიდგენიათ, დედაჩემი ამ წუთებში რა დღეშია?!”
მთავარი პროკურატურა ტელეკომპანია ,,პირველისგან” იმ კონვერტისა და ელექტრომატარებლის გადაცემას ითხოვს, რომლითაც სკანდალური ფარული ჩანაწერები მიიღეს. ,,დღის ამბებში” ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ამის შესახებ ისაუბრა: -ეს განჩინება პროკურატურას აძლევს უფლებას, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიება. ამით სპეცოპერაციას მწვანე შუქს უნთებს და უფლებას აძლევს, წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა. მთავრობა ახალ ეტაპზე გადავიდა, მათი მიზანია ტელევიზიებში შესვლა, სამუშაო სივრციდან […]
ანზორ ბიწაძე: ,,ბერა, 8 წელი მიცავდნენ და უფლება არ მიმიცია, დაცვას კარები გაეღო ჩემთვის”
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ვაჟმა, ანზორ ბიწაძემ გადაცემაში ,,დღის ამბები” ბერა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა და განაცხადა: -სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ელიტური იყო. შევარდნაძის მეორე ტერაქტის დროს ამერიკელებმა საქართველოს ნულიდან შეაქმნევინეს. ძალიან ელიტური სამსახური იყო და კარგად მომზადებული, სერიოზული ხალხი მუშაობდა. ამ სახმსახურის ხელმძღვანელია დღეს ანზორ ჩუბინიძე, რომელიც არაფორმალური მმართველის შვილის […]
ბერა: ,,დღესაც იგივე პოზიციაზე ვდგავარ, პასუხს მოვთხოვ ყველას, თუ ვინმე დედას შემაგინებს”
ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედზე” სკანდალური ჩანაწერების შესახებ კომენტარი გააკეთა: -დღესაც იგივე პოზიციაზე ვდგავარ. დღეს თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე დღესაც პასუხს მოვთხოვ. მაჩვენეთ ერთი ქართველი ვაჟკაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვა აზრის არის… 2011 წლის დამკვეთებს. იმ ადამიანებს, რომლებიც 10-11 წლის გოგოებს აგინებდნენ და აშინებდნენ, დღეს ამ […]
ნანუკა ჟორჟოლიანი ელენე ხოშტარიას: ,,ელისაშვილი რომ მონაწილეობს მოლაპარაკებაში და მიშა – არა, პარადოქსია”
მიხეილ სააკაშვილი პლებისციტის წინააღმდეგია, რამაც ოპოზიციაში დიდი უთანხმოება გამოიწვია. ელენე ხოშტარიამ ფეისბუქში დაწერა: ,,არაფერს არ დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება, დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს’. მის ამ სტატუსს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ასე გამოეხმაურა: ,,მიშა რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებს და ალეკო ელისაშვილი იღებს […]
გიორგი ჩალაძე პრემიერს: ,,გადმოგცემთ კონტრაქტებს 2 მილიონ დოზა ვაქცინის შესყიდვაზე”
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, იურისტმა გიორგი ჩალაძემ გადაცემა ,,მთავარ სტუმარში” ვაქცინებზე ისაუბრა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა: -ახლა საჯარო განცხადებას ვაკეთებ, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს და მივმართავ პრემიერმინისტრს: ბატონო პრემიერმინისტრო, მოგიწოდებთ, დანიშნოთ შეხვედრა, სადაც მედიის თანდასწრებით გაგაცნობთ ჩემი მოლაპარაკების შედეგებს და დაგითმობთ კონტრაქტს, რომელიც 1 მილიონ ,,ასტრა-ზენეკას” ვაქცინის შესყიდვაზეა და 1 მილიონი დოზა რეზერვზეა. ჯამში, 2 […]
,,ნიკა მელიამ ტელევიზორი თვითონ უნდა შეიძინოს ციხის მაღაზიაში” – პენიტენციური სამსახური
გუშინ საქართველოს ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საკანსი მოინახულა. იქიდან გამოსულმა კი თქვა, რომ მას ტელევიზორი არ აქვს და სახალხო დამცველმა უკვე მიმართა ციხის ადმინისტრაციას, რომ მისთვის ტელევიზორი შეეტანათ. მალევე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გააკეთა, რომ მელიამ ტელევიზორი ციხის მაღაზიაში უნდა იყიდოს. „ბრალდებულ ნიკანორ მელიას, ისევე როგორც პენიტენციურ სისტემაში მყოფ ნებისმიერ სხვა პატიმარს, ექნება ტელევიზორით […]
გია ბარამიძე: ,,გაზის გამო გონება დავკარგე”
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციისას დააკავეს, გათავისუფლებულია. -ზემოთ კიბეზე ვიყავი, სადაც ალბათ ჭყლეტვის და გაზის გამო რაღაც მომენტში გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე. მე და კიდევ ერთი ადამიანი მიგვიყვანეს შსს-ს შენობაში, გამოიძახეს სასწრაფო, ნორმალურად გვექცეოდნენ. სასწრაფომ გაგვიწია პირველი დახმარება, გონებაზე მომიყვანეს. ამის შემდეგ 173-ე მუხლის […]











