“მის საქართველო 2017”-ის ნია წივწივაძის შეყვარებული ფეხბურთელია. კონკურსის წესების მიხედვით, ის ერთი წლის განმავლობაში ოჯახს ოფიციალურად ვერ შექმნის. – ჩემი რჩეული ნიკუშა ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძალიან მიყვარს, სპორტსმენი შეყვარებული არასოდეს მინდოდა, რადგან ვხედავდი ჩემი ძმა როგორი დაკავებული იყო, მაგრამ ასე მოხდა: ერთმანეთი მოგვეწონა, შეგვიყვარდა და უკვე 2 წელია, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება… წესების მიხედვით […]
კატეგორია: პირადი
ქეთა თოფურიამ გუფი თავის ოჯახს გააცნო – წყვილს ხშირად ხედავენ ქართულ კაფე „ხაჭაპურში“ მოსკოვის ცენტრში
რუსული გამოცემა life.ru ქეთა თოფურიასა და რუსი რეპერის, გუფის, რომანის ახალ დეტალებზე ალაპარაკდა. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ წყვილის რომანი ნელ-ნელა გამოდის საიდუმლოების ჩრდილიდან და სოციალური ქსელის მეშვეობით შეპარვით ატყობინებენ თავიანთ თაყვანისმცემლებს, რომ ერთად არიან. ჟურნალი “Стархит” კი წერს, რომ ქეთა და გუფი თავისუფალ დროს სულ ერთად ატარებენ. ამავე გამოცემის ცნობით, თოფურიამ უკვე გააცნო თავის ოჯახს […]
დათო გომართელი ცოლს დაშორდა – ”დამთავრდა ერთი სიყვარული და დაიწყო მეორე”
მომღერალი დათო გომართელი მეუღლეს დაშორდა. ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, თითქმის ყველა თაობის საყვარელი შემსრულებელი რამდენიმე ათეული წელი იყო ქორწინებაში, თუმცა მყარი ურთიერთობა წლების შემდეგ დაირღვა. დათო გომართელი ახალი ცხოვრების შესახებ პირველად, გულახდილად ალაპარაკდა ჟურნალ “სარკესთან”. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: – ძალზე ფაქიზი თემაა, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. თბილისში დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ გაშორდით ცოლს, […]
ივა კუზანოვი: “ენერგია მაქვს და რატომ არ უნდა ვიძრომიალო?!”
ივა კუზანოვმა, სანიტრობიდან დაწყებული, ქირურგობის გრძელი 50 წელი განვლო. ამ გზაზე დიდ თუ მცირე წარმატებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც, ტკივილიც და იმედგაცრუებაც. ასე მოვიდა მრგვალ თარიღამდე – ცნობილი პლასტიკური ქირურგი მომავალ წელს 70 წლის ხდება. გაკვეთილებზე, რომლებიც ცხოვრებამ “ჩაუტარა”, ბატონი ივა “სარკეს” ესაუბრება. – პლასტიკური ქირურგია რა დროიდან შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში? – 1982 […]
თიკა ჯამბურია კრივზე სიარულს იწყებს: “იმდენი ხანია მარტო ვარ, აღარ ვიცი, როგორი ბიჭები მომწონს”
მომღერალი თიკა ჯამბურია რაც ქმარს, ბექა ხოფერიას, გაშორდა, მის პირადს მუდმივად განიხილავდნენ, ჭორ-მართალს ერთმანეთში ურევდნენ. ახლა სიტუაცია ჩაწყნარდა და მშვიდად ცხოვრობს. მგონი, მარტოობა შემიყვარდაო, გამოგვიტყდა მომღერალი. – თიკა, როგორ შეაჯამებდით 2017 წელს? – ათქულიანი შეფასების სისტემით 8 ქულას დავუწერდი, არც ცუდი წელი იყო და არც გამორჩეულად კარგი. საქმიანობაში ბევრი სიახლე არ მაქვს, თუ არ ჩავთვლი […]
ია სუხიტაშვილი და ალექსანდრე შარაშიძე ჯვარს შვილის ნათლობაზე დაიწერენ
მსახიობი ია სუხიტაშვილი 26 ოქტომბერს მეორე შვილის, ირაკლის დედა გახდა. მას პირველი ქორწინებიდან 9 წლის ლუკა ჰყავს. იკას მამა პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ალექსანდრე შარაშიძეა. წყვილი თებერვლიდან ერთად ცხოვრობს. თავისი სიყვარულის ამბავზე ია ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს. – საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის თქვენი მეორე ნახევრის შესახებ. მოგვიყევით იკას მამაზე. – მე და ალექსანდრე თებერვლიდან ერთად ვართ, ოფიციალურ ქორწინებაში […]
ანა კურნიკოვამ ენრიკე იგლესიასს ტყუპები გაუჩინა
ცნობილი მომღერალი ენრიკე იგლესიასი ტყუპების მამა გახდა. 16-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ყოფილმა ჩოგბურთელმა ანა კურნიკოვამ 42 წლის იგლესიასს ბავშვები გაუჩინა. ამის შესახებ გამოცემა People-ი წერს. 36 წლის კურნიკოვამ მაიამიში ბიჭი და გოგო გააჩინა, რომლებსაც ნიკოლასი და ლუსი დაარქვეს. 2017 წელს, რუსი ჩოგბურთელი თითქმის არ ჩნდებოდა ხალხში, ამიტომაც, მისი მშობიარობა ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. კურნიკოვას ბოლო ფოტო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, 2016 წლის […]
ირაკლი კობახიძე – როკერი, გიტარისტი, სპორტული ჟურნალისტი – რას უყვებოდა პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის დედა, თამარ ზაალიშვილი, “სარკეს” 19 წლის წინ
ჟურნალმა “სარკემ” 20 წლის განმავლობაში დაგროვილი არქივის გამოქვეყნება დაიწყო. რამდენიმე კვირის წინ ჟურნალში დაიბეჭდა ინტერვიუ, რომელიც 19 წლის წინ პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედასთან, თამარ ზაალიშვილთან არის ჩაწერილი. მაშინ მისი მეუღლე, ეროვნულ-დემოკრატი გიორგი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. ქალბატონი თამარი კი ფინანსთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. თამარ ზაალიშვილი: – ჩემი ოჯახი ხუთი წევრისგან […]
ქრისტინა დარასელია: “მამამ, ვიტალი დარასელიამ, 25 წელი იცოცხლა, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება მოასწრო”
“ჩემთვის დასრულდა ეპოქა, რომლის საძირკველი ვიტალი დარასელიას ფენომენი იყო”, – ამ სიტყვებით გამოემშვიდობა თბილისის “დინამოს” ლეგენდარული მწვრთნელი, ნოდარ ახალკაცი, ლეგენდარულ ფეხბურთელ ვიტალი დარასელიას, რომელმაც მართლაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ფეხბურთში, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალგაზრდა, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა” – წერს ჟურნალი “სარკე” და ამ ეპოქის ლეგენდარულ ფეხბურთელზე, ვიტალი დარასელიაზე, მის ქალიშვილს, ქრისტინას ესაუბრება. ვიტალი […]
რატი დურგლიშვილი მაია ასათიანს: “მე ძალიან მჭირდება შენი თავი”
მომღერალი რატი დურგლიშვილი, ტელეწამყვან მაია ასათიანს სამაგალითო ადამიანს უწოდებს: “სიტყვას ვერ ვპოილობ რითშეიდძლება ამ ადამიანს მოეფერო და მადლობა უთხრა რომ უბრალოდ არის სამაგალითო …მე პირადად ძალიან მჭირდება შენი თავი ჩვენს ქვეყანაში რომ გავიზარდო და უფარო მეტად ვისწავლო სიყვარული სიძლიერე თავისუფლება ზრდილობა ურთიერთობა და ძალიან ძალიან ბევრი რამ მიყვარხარ ძალიან “- წერს რატი.











