ირანელ მოჭიდავეს, ნავიდ აფკარს სიკვდილი მიუსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზებული სამყარო ირანის ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ განაჩენი შეეცვალათ, დღეს დილით განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. აფკარს ბრალად ედებოდა ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობა. სასჯელს ვერც მისი ძმები აცდნენ, ერთს 27 წელი მიუსაჯეს, მეორეს – 54 წელი.
კატეგორია: მსოფლიო
,,ჩემს შვილს დღემდე ველოდები” – ვინ იყო თბილისელი ბიჭი, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტს შეეწირა
ტრაგედიას, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა, თბილისელი ბიჭი, საშა ლიგინიც შეეწირა. ზუსტად 19 წლის წინ, 11 სექტემბრის ტერაქტს ემსხვერპლა იმ საბედისწერო დღეს საშა სავაჭრო ცენტრში, თავის ოფისში იმყოფებოდა. საშა ლიგინის ოჯახის ყველა წევრი მამა-პაპით თბილისელი გახლდათ. ისიც თბილისში დაიბადა – 1973 წლის 16 იანვარს. 2001 წლის დასაწყისში მან Microsoft-სა და Cantor Fitzgerald-ში მუშაობის მიწვევა მიიღო. არჩევანი […]
კარანტინი აღარ იქნება – ევროპამ გადაწყვიტა, შვედეთს მიბაძოს
ევროპა კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ პირველი სრული ზამთრისთვის და პანდემიის მეორე ტალღისთვის ემზადება, თუმცა მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ აღარ დაუშვებს იმის მსგავს კარანტინს, რომელმაც გაზაფხულზე ევროპის კონტინენტზე ცხოვრების სრული პარალიზება გამოიწვია. შვედეთის მოდელი, რომელიც თავდაპირველად კრიტიკას იწვევდა, ახლა უკვე ყველაზე ოპტიმალურად სახელდება. შვედეთს არასოდეს ჩაუკეტავს ქვეყანა და არ გამოუცხადებია კარანტინი. თუმცა საყოველთაოდ იცავდნენ დისტანციას და სანიტარულ […]
ქეთევან ქემოკლიძე ფილმში გადაიღეს – მეცოსოპრანოს კარმენი სცენიდან კინომდე
ბერგენის ნაციონალურმა ოპერამ პეილინგ ფილმთან თანამშრომლობით გადაიღო ფილმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერის ,,კარმენის” შესახებ, სადაც მთავარ როლს ქართველი მეცოსოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე ასრულებს. ის წლებია მსოფლიო სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის ბოშა ქალის როლით. ფილმის სცენარი ინსპირირებულია ბიზეს უკვდავი ოპერის სიუჟეტით, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სრული იზოლაციის პერიოდში ვითარდება. გადაღებები მიდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – ესპანეთი, ნორვეგია, […]
მარიანა იოსებაშვილს რიგაში ლამაზი კვების ავტორი უწოდეს – 18 ქვეყანა და ისევ გამარჯვება
,,ლამაზი კვების ავტორი” _ ასე შეფასდა ექიმ-დიეტოლოგ მარიანა იოსებაშვილის კვება რიგაში გამართულ კონგრესზე, სადაც ჯანსაღი კვების საფეხურები და სწორი ბალანსი ფასდებოდა. კონკურსში იყო 62 საკითხი, რომლებზეც 21 დიეტოლოგს თემის სახით პასუხები უნდა გაეცა და ყველა საკითხის პასუხი მხოლოდ ერთი გვერდი უნდა ყოფილიყო. კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა. ამჯერადაც არავინ გავუშვით წინ და ლამაზი ოქროს მედლით დამშვენებული […]
პინკი: ,,ასე არასდროს არაფრის შემშინებია”
,,სარკე”, თათია ბოჭორიძე დღეს როკკულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენლად ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი პინკი ითვლება. პოპულარობამდე საკმაოდ მძიმე და შრომატევადი გზა გაიარა. ჩაცმულობისა და თმის ფერის გამო მომღერალი ხშირად კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. პინკის გამოჩენამ შოუბიზნესში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ცოტა ხნის წინ კვლავ მიიქცია საზოგადოების ყურადღება – მას კორონავირუსი დაუდგინდა. პინკის თქმით, ვირუსი ჰქონდა მის 3 წლის […]
ლუკაშენკო: ,,სხვა არჩევნები აღარ იქნება!”
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ გაიმართება. -ნურასდროს დაელოდებით ჩემგან, რომ ზეწოლის ქვეშ რამე გავაკეთო. ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. არჩევნები უკვე ჩატარდა და სხვა არჩევნები აღარ იქნება, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების თანახმად, არჩევნებში […]
იტალიაში მეტეო განგაში გამოცხადდა
იტალიაში ძლიერ სიცხეს ებრძვიან. რეკორდული სიცხის შედეგად რომის ხელისუფლებამ მეტეოროლოგიური განგაშის დონე მაქსიმუმამდე ასწია. ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ქალაქის ზოოპარკის თანამშრომლები ცხოველებს სიცხესთან გამკლავებაში ეხმარებიან. კერძოდ, ზოოპარკის ბინადრებს, სიცხით გამოწვეული დისკომფორტის დასაძლევად გაყინული ხილითა და ტკბილეულით ამარაგებენ. რომში მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. რუსთავი 2
თიკა კანდელაკი ზვიად გამსახურდიაზე: ,,ქალების ბრბო მოჰყვებოდა, ისტერიკა ჰქონდათ, ფსიქოზი”
რუსი ტელეწამყვანი თიკა კანდელაკი ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ახსენებს და ყვება: -ზვიად გამსახურდიას დროს მე ვმუშაობდი ტელევიზიაში და ის ტელევიზიაში მოდიოდა ცხენით. პირველად ვნახე ასეთი რამ: პატარა გოგო გამოვდივარ ტელევიზიიდან და ვამბობ, ეს რა არის-მეთქი. ეს იყო გამსახურდია ცხენზე, მის უკან კი ქალების ბრბო იყო. ისტერიკა ჰქონდათ, ფსიქოზი… ასე გადადიოდა ჭკუიდან დიდი […]
62 წლის შერონ სტოუნი: ,,მე მეტი ვარ, ვიდრე სექსსიმბოლო”
5,,სარკე”, თათია ბოჭორიძე 62 წლის ასაკში შერონ სტოუნმა პირველად მოსინჯა ძალები მხატვრობაში. ამის მიზეზი კარანტინი გახდა, რის გამოც, მილიონობით ადამიანის მსგავსად, ისიც სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. შერონმა ,,ინსტაგრამის” ხელმომწერებს ვიდეო შესთავაზა, სადაც საკუთარ ნახატს – ვარდისფერ პიონებს აჩვენებს. ,,დავასრულე ჩემი პირველი ნახატი. როგორ მიხარია! ეს რაღაცას ჰგავს. ეს ჩემი პირველი ნაბიჯია რაღაც ახლის შესწავლისკენ”, – დაწერა […]











