კატეგორია: მოზაიკა

,,პუტინი მოკვდა, ექიმები ბლოკირებული არიან ოთახში და მათ გარეთ არ უშვებენ” – რა ინფორმაცია ვრცელდება ტელეგრამარხებზე

პუტინი: ,,არ უნდა გაგვაგდონ ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან''

რამდენიმე საათია, რაც აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიკვდილის შესახებ. ამის შესახებ ტელეგრამარხებიც იუწყებიან. ,,ვიცი, რომ ძალიან ბევრჯერ ,,გაიმაზა” ეგ ამბავი, მაგრამ ეს მაინც იყოს აქ: ტელეგრამ არხი Генерал СВР წერს, რომ ვლადიმირ პუტინი თავის რეზიდენციაში დღეს, ცოტა ხნის წინ მოკვდა, ხოლო ექიმები, ვინც რეანიმაციის უშედეგო მცდელობების შემდეგ სიკვდილი დააფიქსირეს, ბლოკირებული არიან ოთახში […]

Divine _ ქალღმერთების სუნამო

Divine _ ქალღმერთების სუნამო

პარფიურმერულმა ქსელმა „ისი პარიმ“ 2023 წლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ჟან პოლ გიტიესგან საზოგადოებას რესტორან „თეატრში“ წარუდგინა. ღონისძიება პრესისა და მედიისთვის გაიმართა. მას ინფლუენსერები და ბლოგერებიც დაესწრნენ. სუნამო Divine-ის  პრეზენტაცია ნამდვილი ქალღმერთებით იყო შთაგონებული. სტუმრების მოსვლასთან ერთად ნამდვილი ოქროსფერი დღესასწაულიც დაიწყო. მიღებაზე სტუმრებმა ჟან პოლ გოტიეს ახალი არომატის დამახასიათებელი კორსეტიც მოირგეს და მხიარული ფოტოებიც გადაიღეს. შემდეგ […]

,,სკოლაში დამცინოდნენ, მამაშენი ღორებს კოცნისო” – რას იხსენებს ,,სარკესთან” მსახიობის ქალიშვილი

,,სკოლაში დამცინოდნენ, მამაშენი ღორებს კოცნისო" - რას იხსენებს ,,სარკესთან" მსახიობის ქალიშვილი

,,სარკე” ,,ფილმი ,,უდიპლომო სასიძო” ეკრანებზე რომ გამოვიდა, მამაზე ნაწყენი ვიყავი. სკოლაში ამხანაგები დამცინოდნენ, მამაშენი ღორებს კოცნისო. სახლში ატირებული მივედი და მამას საყვედური ვუთხარი, ამ ფილმში რატომ ითამაშე-მეთქი. მომეფერა და მითხრა, იცი, რამდენი ფული მომცეს ამ როლშიო. მაშინ მსახიობებს ძალიან უჭირდათ, ავეჯიც არ გვქონდა. ,,აკაკის აკვანი” რომ გადაიღეს, ნატო ვაჩნაძემ ყავის სერვიზი შეიძინა და მამასაც აყიდვინა. […]

კუპატამ დაგვტოვა – ,,გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა”

კუპატამ დაგვტოვა - ,,გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და დაგვემშვიდობა"

კუპატა – ამ სახელით გაიცნეს უთბილესი ძაღლი არა მარტო საქართველოში, მის ფარგლებგარეთაც. ბათუმში უამრავი ტურისტი მიდიოდა მასთან ფოტოების გადასაღებად. ვიდეო, სადაც კუპატას ბავშვები უსაფრთხოდ გადაჰყავს გზაზე, ბევრმა უცხოურმა ტელეკომპანიამ აჩვენა. დღეს ფეისბუქგვერდმა ,,Lovely Kupata. კუპატა” სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა: ,,ლეგენდარულმა კუპატამ თითქმის 10 წლის შემდეგ, დაგვტოვა… ჩვენი პატარა მეგობარი სამყარომ ერთი ვიდეოს დამსახურებით გაიცნო და მაშინვე […]

,,მართაც პალიატიურ მზრუნველობას იღებდა ესპანეთში, მადლიერი ვარ იმ ექიმების და ექთნების, ვინც ბოლო დღეები გაგვილამაზეს, ტკივილი დაგვიამეს და ციცინათელების გზაზე ერთად გავაცილეთ მართა” – 14 ოქტომბერი პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის საერთაშორისო დღეა

მარიამ მითაიშვილი ონკოპაციენტების დაფინანსებაზე: ,,დაიდოს ბრძანების ნომერი... ეს ჯერ მხოლოდ დაპირებაა, გელოდებით!"

14 ოქტომბერი პალიატიური მზრუნველობის და ჰოსპისის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით ფეისბუქპოსტს აქვეყნებს მარიამ მითაიშვილი, რომელმაც პატარა მართასთან ერთად განსაცდელებით სავსე გზა განვლო. ,,დღეს, 14 ოქტომბერს პალიატიური მზრუნველობისა და ჰოსპისის საერთაშორისო დღე ყოფილა! იმ ადამიანების დღე, ვინც ამ ზრუნვას ჩუქნის ბავშვებს ბავშვთა ჰოსპისი ციცინათელების ქვეყანა/Firefly World. სულ მინდა ხოლმე, რაღაც მეტი გავაკეთო მათთვის, ამიტომ ასე სპონტანურად […]

მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა – „9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა…”

მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა - „9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა..."

სოციალური ქსელით უმძიმესი ინფორმაცია ვრცელდება – მოდელი მარიშა გვიდანი გარდაიცვალა. ის ავარიაში მძიმედ დაშავდა, რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, მაგრამ… „9 დღე იბრძოლა დედისერთა, ნანატრმა შვილმა და გაფრინდა იქ, სადაც ანგელოზები ელოდნენ. მძღოლის უპასუხისმგებლობამ გაამწარა არა მარტო მარიშას ოჯახი, სულიერად დაანგრია ბავშვის ყველა ახლობელი, ნათესავი, კლასელი, მეგობარი“, „როგორ გვჯეროდა რომ იბრძოლებდა და შეძლებდა, ღმერთო“…” – წერენ […]

მაკა რაზმაძე: ,,გაფრინდა ჩემი ლამაზი გოგო… აიარა ოქროყანის აღმართი” – ინგა ფერაძე გარდაიცვალა

ინგა ფერაძე ყველას ეხვეწება, თავშესაფრიდან სამშობლოში წაიყვანონ - ,,ყველა მასზე იყო შეყვარებული, მაგრამ არც პირადში გაუმართლა"

ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – მომღერალი ინგა ფერაძე გარდაიცვალა. ,,გაფრინდა ჩემი ლამაზი გოგო… აიარა ოქროყანის აღმართი… დატოვა მხოლოდ ბოლო სურვილი – საქართველოში დაბრუნება, თუნდაც სიკვდილის შემდეგ”, – წერს მაკა რაზმაძე. ინგა ფერაძე 70-80-იანი წლების ვარსკვლავი გახლდათ უნიკალური ხმითა და სიმღერების შესრულების უნიკალური მანერით. ის ბელგიაში ცხოვრობდა. თუ რა გზა გაიარა მომღერალმა, იხილეთ აქ.

ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა

ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი დაზიანდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას აქვეყნებს: ,,მოქალაქეთა საყურადღებოდ! დაზიანდა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, ა(ა)იპ “ხაშურსერვისის” ხელმძღვანელობა. მოწყობილია მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები. მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს ხიდის დროულად აღდგენისთვის. მანამდე კი […]

მამა საბა ჭიკაიძე: ,,ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები მოხდა, 15 წლით დამაშორა ეკლესიას”

მამა საბა ჭიკაიძე: ,,ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები მოხდა, 15 წლით დამაშორა ეკლესიას"

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახე-ლობის და მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიებში, მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს. 11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი. ამბობს, რომ თავის […]

,,რობაი და როიალი” – ბათუმი სალონურ საღამოს უმასპინძლებს

,,რობაი და როიალი" - ბათუმი სალონურ საღამოს უმასპინძლებს

,,რობაი და როიალი” –  ამ სახელწოდების სალონურ საღამოს 10 ოქტომბერს უმასპინძლებს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი. ცნობილი პოეტის, რობაისტ ელგუჯა მარღიას რობაიებიებს თავად პოეტი წაიკითხავს. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს პიანისტი თამაზ ნიკოლაიშვილი. ელგუჯა მარღია: – ეს იქნება პოეზიის და მუსიკის ერთობლიობა. ძალიან უხდება რობაის როიალის ჰანგები. შესანიშნავმა მუსიკოსმა, ბათუმის კოლორიტმა, თამაზ ნიკოლაიშვილმა, ამ იდეას ხორცი შეასხა. ვფიქრობ, […]