სეზონური გრიპით მძიმე ავადობის ყველაზე მაღალი რისკი არის ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, თანმხლები დაავადებების და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები. COVID-19-ის შემთხვევაში, ხანდაზმული ასაკი და თანმხლები დაავადება განსაკუთრებულად ზრდის მძიმე ავადობის განვითარების რისკს. მისი ყველაზე ხშირი და სახიფათო გართულება – რესპირაციული ტრაქტის ინფექციებია. როგორ შეიძლება სასუნთქი გზების ინფექციების ზოგადად და მათი, როგორც გართულებების რიცხვის შემცირება – გვესაუბრება […]
კატეგორია: ჯანმრთელობა
ცივილიზაციის დაავადება!
ვენების ქრონიკული დაავადება, მათ შორის ვენების ქრონიკული უკმარისობა, თანამედროვე საზოგადოების საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა, ამიტომაც უწოდებენ მას ცივილიზაციის დაავადებას. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება თბილი სეზონის დაწყებისთანავე. ცხელი ამინდი უარყოფით გავლენას ახდენს ვენების მდგომარეობაზე და ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს. ვენების დაავადება არა მარტო ესთეტიური ნაკლია, არამედ აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს. ყველაფერი იქნებოდა კარგად, რომ ჩვენი სისხლძარღვები ყოველთვის ახალგაზრდა, […]
COVID-19 და ერდოსტეინი
პერსპექტიული „თიოლის“ როლი დაავადების მწვავე ფაზასა და პოსტკოვიდურ პერიოდში
„ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც პლანეტაზე ადამიანის უწყვეტ დომინირებას ეღობება წინ, ვირუსია“. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის (ბაქტერიების ტრანსდუქციის ანუ გენეტიკური მასალის „აღებ-მიცემობის“ ფენომენის აღმოჩენისთვის), ჯოშუა ლედერბერგის ეს სიტყვები ავბედითი წინასწარმეტყველება აღმოჩნდა… ჩვენი ცივილიზაცია გლობალურ და ყოვლისმომცველ ეგზისტენციალურ კრიზისშია ჩაფლული და ამ არნახული მასშტაბის სტაგნაციის მიზეზი 120 nm-იანი (ნანომეტრი ანუ მეტრის მემილიარდედი) ახალი კორონავირუსია, […]
გუდაურიდან გადმოყვანილ ჩინელებს კორონა ვირუსი არ აღმოაჩნდათ
ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის არასრულწლოვან მოქალაქეებს A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მათ ჩვეულებრივი, სტანდარტული მკურნალობა უტარდებათ. მათ თანმხლებ 7 ადამიანს, მათ ექიმები სახლის პირობებში დააკვირდებიან, რადგან ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ. გუდაურიდან ჩინეთის მოქალაქეები ვირუსის სიმპტომებით თბილისში გადმოიყვანეს
გუდაურიდან ჩინეთის მოქალაქეები ვირუსის სიმპტომებით თბილისში გადმოიყვანეს
გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია. 9-ვეს ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ. ჩინეთის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი 21 იანვარს ბაქოში ჩაფრინდნენ, 25 იანვარს კი საქართველოში ჩამოვიდნენ. -ვინაიდან ისინი ჩინეთიდან არიან, გადაწყდა, რომ მთელი ჯგუფი გადმოვიყვანოთ ინფექციურ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეს დეტალური გამოკვლევა, – განუცხადეს […]
ნინო შუბლაძეს ინფარქტი დაემართა – ,,სტრესი უკვალოდ არ გადის”
ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მისი და, სოფო შუბლაძე ავრცელებს. ,,ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი… ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით. ნინომ _ მაპატიეთ, უზრდელი არ გეგონოთ, ჩემს დაბადების დღეზე რომ ვერავის გპასუხობთო“, – წერს სოფო შუბლაძე.
ჩინეთში მცხოვრები ქართველი: ,,განიკურნენ, ვირუსი მომაკვდინებელი არ არის”
ჩინეთში მცხოვრები ქართველი, ნინო გელანტია კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში იქ არსებულ მდგომარეობას აღწერს: ,,ვპასუხობ შეკითხვებს ჩინეთის ვირუსთან დაკავშირებით: მეზობლებს, ნათესავებს თუ კეთილის მსურველებს, გთხოვთ, თავი შეიკავოთ დედაჩემის დაპანიკებისგან. მგლის შიშით, ფარას ვინ წყვეტს? 1. უამრავი ინფორმაცია, რომლებიც საქართველოში ვრცელდება, არ არის სწორი და არც ამხელა პანიკაა აუცილებელი; ჩინეთს აქვს უფრო საშიშ ვირუსებთან ბრძოლის გამოცდილება, რესურსი […]
ლელა მებურიშვილი: ,,ჩემს შვილებს შაქარი არასოდეს გაუსინჯავთ”
მსახიობმა ლელა მებურიშვილმა შაქრის მავნე თვისებებზე ბევრი წაიკითხა და გადაწყვიტა, შვილების, ლილიკო და ალექსანდრე საგანელიძეების რაციონიდან საერთოდ ამოეღო. ლელა მებურიშვილი: – ვცდილობ, თავადაც არ მივიღო შაქარი. ყავას, ჩაის უშაქროდ ვსვამ. ვცდილობ, ტკბილელიც ნაკლებად მივირთვა. ჩემს შვილებს შაქარი მართლა არასდროს გაუსინჯავთ, თაფლით ვუტკბობ ფაფას. შოკოლადს ჭამენ, მაგრამ მწარეს, ნაკლებ შაქრის შემცველს, სახლში გამომცხვარ ორცხობილას და კექსსაც […]
მაია მაჩაიძე: “არ ვიცოდი, როგორ შვილს ველოდებოდი” – განსხვავებულ ბიჭუნას საპნის ბუშტები უყვარს
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე მოკლე ნიკაპი, პატარა კისერი, შეკეცილი ყურები, პატარა ხახა – ამ და კიდევ სხვა მრავალი ანომალიით 2 წლის წინ საჩხერეში ბიჭუნა, თაზო ტალახაძე, დაიბადა. მუცლადყოფნის 8 თვის განმავლობაში ეჭვიც კი არ არსებობდა მისი ჯანმრთელობის რაიმე პრობლემაზე. დეფექტი მე-9 თვეში აღმოაჩინეს, როცა მომავალი დედა თბილისში რადიოლოგთან ვიზიტით მივიდა. პატარა თაზოს დედა, მაია მაჩაიძე, “სარკესთან” […]
როგორ უვლიან თავს კორეაში და საფრანგეთში
კორეაში ახალგაზრდობის კულტია. კორეელი ქალი 18-დან 60 წლამდე მაქსიმალურად ცდილობს, ახალგაზრდულად გამოიყურებდეს. 60 წლის პენსიაზე გადის და ჰობით, სპორტით, ახლობლებთან ურთიერთობით ერთობა, მაგრამ თავის მოვლას არ ივიწყებს. ფრანგები არ ცდილობენ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ისინი ცდილობენ, კარგად გამოიყურებოდნენ. 70 წლის ფრანგი ქალი არ დაიზარებს და სახეზე წაისვამს ლოსიონს, მკვებავს… ის ზრუნავს ჯანმრთელობაზე და თავს მოდუნების უფლებას არ […]









