„სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მის თვალებში სინათლის სხივი იდგა“ – ლევან ლოხიშვილი დრონმა იმსხვერპლა

„სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მის თვალებში სინათლის სხივი იდგა“ - ლევან ლოხიშვილი დრონმა იმსხვერპლა„მე მყავს უმაგრესი მშობლები, ძმა და ბებია. გავიზარდე სახლში, სადაც მუდამ სიყვარული, სიკეთე და პოზიტივი იყო. შვილებს ყოველთვის გვქონდა იმის უფლება, საკუთარი პოზიცია გამოგვეხატა. ვიზრდებოდი მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ყველა ეტაპზე ოჯახის მხარდაჭერას ვგრძნობდი. რაც უნდა მომხდარიყო, ჩვენს აზრს პატივს სცემდნენ.

ჩემი ძმა უკრაინაშია. მამაჩემი მებრძოლი იყო, ახლა ვეტერანია. ბიძა აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ჩემი ძმა მეორე დღესვე წავიდა საბრძოლველად. მამა, ბიძა და ძმა მებრძოლები არიან და მუდამ იბრძოდნენ ქვეყნისა და სიმართლისათვის“, – უყვებოდა თამაზ ლოხიშვილი „სარკეს“.

რამდენიმე დღის წინ მის ოჯახს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. მისი ძმა, 24 წლის ლევან ლოხიშვილი რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა.

– ყვე­ლა­ფე­რი ჩემ თვალ­წინ მოხ­და. ერ­თად ვას­რუ­ლებ­დით დაზ­ვერ­ვა-ყუ­რე­ბა-პო­ზი­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის სა­მუ­შა­ოს. ერთი სა­ა­თი ვი­მუ­შა­ვეთ და მა­ლე­ვე დრო­ნის ხმა გა­ვი­გეთ… სულ ოთხნი ვი­ყა­ვით, რა­ღაც მო­მენ­ტში ლე­ვანს შევ­ხე­დე, მისი თვა­ლე­ბი და­ვი­ნა­ხე, სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე. ეს გა­მო­ხედ­ვა კი­დევ მისი ღი­მი­ლი არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ჩემი უმ­ცრო­სი ძმა იქ­ნე­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე. დრო­ნი პირ­და­პირ ლე­ვანს და­ე­ცა. კი­დევ ერთ მებ­რძოლს ნამ­სხვრე­ვი მოხ­ვდა და და­იჭ­რა, ერ­თმა კონ­ტუ­ზია მი­ი­ღო.

ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გია ჩვენ­თვის. კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი იყო. სა­ოც­რად მოქ­ნი­ლი იყო, სა­ვარ­ჯი­შო პო­ლი­გონ­ზე ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას ხუ­თი­ან­ზე ას­რუ­ლებ­და. იმ­დენ­ჯერ ჩა­მო­აგ­დო დრო­ნი, ბო­ლოს ვე­ხუმ­რე­ბო­დი, ცოტა ხან­ში ჩი­ტებ­ზე ნა­დი­რო­ბა­ზე გა­დახ­ვალთქო. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო, სულ პო­ლი­გონ­ზე სა­ვარ­ჯი­შოდ იწევ­და. ჰქონ­და თუ არა და­ვა­ლე­ბა, არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, მუდ­მი­ვად მუ­შა­ობ­და სა­კუ­თარ თავ­ზე. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი ჰქონ­და. ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით, ხა­ლი­სით აკე­თებ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდილს წი­ნას­წარ გრძნობს და ამ დროს სევ­დი­ა­ნი­აო. ლე­ვა­ნი სევ­დი­ა­ნი არას­დროს ყო­ფი­ლა, სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე მის თვა­ლებ­ში სი­ნათ­ლის სხი­ვი იდგა, – მოუყვა უკრაინაში მებრძოლი ალექსანდრე როგავა ამბები.ჯი-ს.