,,მარტო ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რატომ გამოდიოდა ასე გემრიელი, არავის ვეუბნებოდი” – ტოლმა ვაჟა წულუკიძის ბებიის რეცეპტით

,,მარტო ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რატომ გამოდიოდა ასე გემრიელი, არავის ვეუბნებოდი" - ტოლმა ვაჟა წულუკიძის ბებიის რეცეპტითკულინარიული შოუ ,,მასტერშეფის” ფინალისტი, ვაჟა წულუკიძე, ბლოგის გამომწერებს ტოლმის საფირმო რეცეპტს უზიარებს და მთავარ საიდუმლოსაც უმხელს.
,,ყველა სტუმარი ელოდება ხოლმე, როდის შემოვიტან სუფრაზე ტოლმას. ჩემმა ცხონებულმა ბებიამ მასწავლა და მუდამ მისი რეცპტით ვაკეთებ… ზეთს და მაიონეზს ვამატებ, რომ უფრ სველი და გემრიელი გამოვიდეს. მარტო ჩემმა ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რატომ გამოდიოდა ასე გემრიელი, არავის ვეუბნებოდი” – ამბობს ვაჟა წულუკიძე.
მისი ტოკლმა კი ასე მზადდება:
გულსართისათვის დაგვჭირდება:
საქონლის ხორცი 1 500 გრ
ღორის ხორცი 500 გრ
ბრინჯი 400 გრ
ხახვი 300 გრ
ქინძი, მარილი, შავი პილპილი, ზეთი, მაიონეზი, ხმელი რეჰანი, ნედლი რეჰანი, ნიორი, დაღერღილი წიწაკა, მწვანე წიწაკა, კომბოსტო, კომში, ტომატ-პასტა.
მომზადება: 
ფარშს, ბრინჯს, გატარებულ ხახვს, ქინძს, შავ პილპილს, ხმელ რეჰანს, ნიორს, მწვანე და დაღერღილ წიწაკას, მარილს, ცოტაოდენ ზეთსა და მაიონეზს ერთმანეთში გადაურევთ და მოწალულ კომბოსტოში შეახვევთ.
ქვაბს ქვემოთ დაუფინეთ კომბოსტოს და რეჰანის ფოთლები, დაალაგეთ ტოლმა, მომდევნო ფენას ისევ მოაყარეთ რეჰანის ფოთოლი და კომშის ნაჭრები. ასე გაიმეორეთ ისევ, ბოლოს მოასხით წყალში გახსნილი ტომატ-პასტა და მოხარშეთ.