რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მსახიობ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) გადაცემაში ისაუბრა ახალ მსოფლიო გაერთიანებაზე, რომელიც თითქოსდა ახლა იქმნება და ორი დღის წინ ვითომ ამ ქვეყნებს შორის შეხვედრაც შედგა.
-ბედნიერი კაცი ვარ, რომ მოვესწარი ხელისუფლებას, რომელიც ფიქრობს ხალხზე, ამ ქვეყყნის უსაფრთხოებაზე და აბსოლუტურად ახალ მსოფლიო ვითარებაზე.
24 თებერვალს შეიცვალა კლიმატი მსოფლიოში და დაიწყო ახალი. ორი დღის წინ იყო შეკრება. [შეიკრიბნენ] – ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, ბრაზილია, ესპანეთი, თურქეთი, ყაზახეთი. ეს ქვეყნები წარმოადგენენ ნახევარ მსოფლიოზე მეტს.
გარდა ამისა, მაგათი ეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები რომ შეაერთო, ეს არის ძალიან დიდი გაერთიანება, რომელიც უპირისპირდება ძველი, დასავლური ყაიდის მსოფლიოს ამერიკის შეერთებული შტატების სახით, რომლის მდგომარეობაც ძალიან მერყევია. ეს ჩანს ევროპარლამენტის მაგალითზეც, სიმართლესთან რა დამოკიდებულებაც აქვთ…
ამერიკაში ისედაც მძიმე მდგომარეობაა. მაგათი პრეზიდენტი გაჩერებული ველოსიპედიდან ვარდება. ეს რეალობაა. მოდის შემოდგომა, იქ [ამერიკაში] იქნება არჩევნები და ძალიან რთული ვითარებები შეიქნება, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
აღსანიშნავია, რომ არც ორი დღის წინ და არც სხცა დროს ეს სახელმწიფოები არ შეკრებილან. ამ ქვეყნებს არასოდეს არავითრი საჯარო შეხვედრა არ ჰქონიათ.