ლელა კაკულიას შვილი: ,,დედას ფილტვებში წყალი ჩაუდგა, ჟანგბადის აპარატზეც იყო”

ლელა კაკულიას შვილი: ,,დედას ფილტვებში წყალი ჩაუდგა, ჟანგბადის აპარატზეც იყო'',,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ლელა კაკულია, რომელსაც უამრავი ადამიანი ემადლიერება, რომ გადაარჩინა და თავისი ამოუცნობი უნარებით დაეხმარა, ახლა თავად საჭიროებს ზრუნვას. მან კოვიდი გადაიტანა. ვირუსულმა ინფექციამ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად შეარყია და სარეაბილიტაციო კურსის გავლა დასჭირდა. მანამდე მის ოჯახს დიდი ბედნიერება ეწვია. ქალბატონი ლელას ქალიშვილს, თამარ პატარაიას და მის ქმარს, ჯაბა ჯაფარიძეს, პირველი შვილი, ბიჭუნა საბა შეეძინათ. დედის მდგომარეობასა და ოჯახურ ამბებზე ,,სარკეს” თამარი ესაუბრება:

– დედას ფილტვებში წყალი ჩაუდგა და პნევმონია განვითარდა. მედიკამენტების საშუალებით გამოჯანმრთელდა. ჟანგბადის აპარატზეც იყო, რომ ამომშრალიყო ის სითხე, რაც ფილტვებში დაგროვდა. მერე ნევროლოგი მოვიყვანეთ და მისმა დანიშნულმა მედიკამენტებმა დიდი შედეგი გამოიღო. სამწუხაროდ, სისუსტე მაინც დარჩა და იმედია, დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობიდანაც გამოვა.

– იტყვიან, როგორ ვერ იწინასწარმეტყველა, რომ ვირუსი შეხვდებოდაო…

– დედას ნაწინასწარმეტყველები აქვს, რომ ეს იქნება ყველას მოსახდელი ვირუსი. რომც აიცრამ, მაინც შეხვდებათ.

– ქალბატონი ლელა როგორ შეხვდა სიძეს?

– დედა არავის ურთიერთობაში ერევა. არც ჩემი ორი ძმის ამბავში ჩარეულა. ორივე მეორედაა დაოჯახებული. დედა არ აძლევს თავს უფლებას, ჩაერიოს ჩვენს საქმეებში, თუმცა მას ძალიან მოსწონს ჩემი მეუღლე, საკუთარი შვილივით მიიღო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”, 2021 წელს