ზაფხული, სიცხე და ვენური პრობლემები – სიმპტომები, რომლებიც არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ!

ზაფხული, სიცხე და ვენური პრობლემები -  სიმპტომები, რომლებიც არ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ!ზაფხულში, მაშინ როდესაც ტემპერატურა მატულობს, ხშირად ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი, დისკომფორტი. ამასთან ერთად, კორონავირუსით გამოწვეულმა კარანტინის აუცილებლობამ  განაპირობა უმოძრაობა, წონის მატება. ეს ყველაფერი კი – ცხელი სეზონი, ადინამია, ჭარბი წონა – თქვენი ვენებისთვის არასასურველი ფაქტორებია.

სიმძიმის, დაღლილობის, წვის და ფეხების დაბუჟების შეგრძნება, საღამოს წვივების შეშუპება მიგვითითებენ ვენური მიმოქცევის უკმარისობაზე, ხოლო მცირე ზედაპირული კაპილარების ქსელი და შესივებული ვენები – სერიოზული პათოლოგიის გაჩენაზე, რომელსაც ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეწოდება.

ეს სიმპტომები ვენური დაავადების არსებობაზე მეტყველებს. მას დროული მკურნალობა სჭირდება,  რადგან  საბოლოო შედეგი, სადამდეც  ამ სიმპტომების უგულებელყოფამ შეიძლება მიგვიყვანოს, საკმაოდ საგანგაშოა – ვარიკოზული დაავადება, თრომბოფლებიტი, თრომბოზი, ტროფიკული წყლულების წარმოშობა ქვემო კიდურებზე და სხვა.

რა ხდება ვენური დაავადების დროს?

მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ჰიპოდინამიის გამო მოსახლეობის 30-50%-ს აქვს ვენური პათოლოგიის ესა თუ ის ფორმა, კონკრეტულად ვენების ვარიკოზული გაგანიერება კი აღენიშნება ქალების 30%-ზე მეტ შემთხვევაში. ქალებში 2-3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.

ვენების ვარიკოზული დაავადების საფუძველს წარმოადგენს შეგუბება და სისხლის მიმოქცევის დარღვევა ქვედა კიდურების ვენურ სისტემაში. ვენები სისხლძარღვებია, რომელთაც პერიფერიული ქსოვილებიდან გულთან გადააქვთ სისხლი. ქვედა კიდურებში ვენური სისხლი მუდამ მხოლოდ ზევით მოძრაობს, სიმძიმის ძალის საპირისპიროდ. ნორმაში სისხლის ასეთი მოძრაობა უზრუნველყოფილია კუნთების შეკუმშვით და ვენური სარქველებით. თუ ვენური სარქველი ცუდად ფუნქციონირებს, მაშინ სისხლის ნაწილი ისევ ქვევით მიედინება. სისხლის წნევა ვენებში იზრდება, რაც იწვევს ვენების გაფართოებას, მათ დაზიანებას და, საბოლოო ჯამში, ვენების ვარიკოზული გაგანიერების ჩამოყალიბებას.

რა იწვევს ვენური დაავადების განვითარებას?

დღეს ჩვენ არ შეგვიძლია დავასახელოთ ვენური დაავადების  ზუსტი მიზეზი, მაგრამ ცნობილია რისკ ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყოს ამ დაავადების განვითარებას. მაგალითად, ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭარბი წონა, ჰიპოდინამია, სიცხეში დიდხანს ყოფნა, ფეხების ტრავმული დაზიანება, ფეხმძიმობა და მშობიარობა ხელს უწყობენ ამ პათოლოგიის განვითარებას.

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უმეტესწილად დაავადებულია შრომისუნარიანი მოსახლეობა 30-40 წლის ასაკში, ხოლო მათი 10-15% ინვალიდი ხდება.   მაღალი რისკის ჯგუფს შეადგენენ ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და დამოკიდებული არიან პროფესიულ მავნე ფაქტორებზე (გამყიდვლები, მასწავლებლები, ქირურგები, სპორტსმენები, მძღოლები).

რა ნიშნებით ვლინდება ვენური დაავადება და როდის არის სიმპტომები საგანგაშო?

ვენური უკმარისობისთვის არ არსებობს არც პათოგნომური (სპეციფიური) სიმპტომი და არც სინდრომი.

ვარიკოზული დაავადებისთვის შეიძლება ჩაითვალოს სპეციფიურ სიმპტომებად ვარიკოზული ვენების არსებობა და, თანამედროვე კლასიფიკაციის თანახმად, ტელეანგიოექტაზიების ან რეტიკულური ვენების ვიზუალური გამოვლენა შეგვიძლია ჩავთვალოთ სპეციფიურ სიმპტომად.

არსებობს მთელი რიგი სიმპტომებისა, რომლებიც ხშირად თან ახლავს ვენურ უკმარისობას და ვარიკოზულ დაავადებას.

ვენური უკმარისობის სიმპტომებია:

სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, ღამის კრუნჩხვები, მოუსვენარი ფეხები, ქავილი, ტელეანგიოექტაზიები, ვარიკოზული ვენები, შეშუპება, კანის პიგმენტაცია, ეგზემა, კანის წყლული და ა.შ.

როგორ ვებრძოლოთ დაავადებას?

დაავადების პირველივე სიმპტომის აღმოჩენისას რაც შეიძლება მალე მიმართეთ ვენური პათოლოგიის სპეციალისტს – ფლებოლოგს. სპეციალური გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ფლებოლოგი დაგისვამთ სწორ დიაგნოზს და შეგირჩევთ მკურნალობის საუკეთესო საშუალებას.

დღეისათვის გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები: სკლეროთერაპია (ვარიკოზული გაგანიერებული ვენების მკურნალობა მასში სპეციალური პრეპარატის შეყვანით), ლაზეროთერაპია, ამბულატორიული მიკროფლებექტომია (ვარიკოზული ვენის ამოღება სპეციალური იარაღით კანზე ნახვრეტის გაკეთებით), ქირურგიული მკურნალობა.

მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე და ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის ხარისხზე.

ქრონიკული ვენური უკმარისობის კონსერვატიული მკურნალობისთვის ფართოდ იყენებენ ვენოტროფულ საშუალებებს.

ვენური უკმარისობის სამკურნალო საშუალებებს შორის ყველაზე ეფექტურია ფლავონოიდები. მათი ეფექტურობა და უსაფრთხოება კლინიკური კვლევებით არის დადასტურებული. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა ტურბომიკრონ  G. იგი ესპანური კომპანია  Kern Pharma-ს ექსკლუზიური პროდუქტია. ფართოდ გამოიყენება ესპანეთში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში იგი არსებობს უკვე მრავალი წელია და მას აქტიურად იყენებენ როგორც მედიკამენტს ვენური დაავადების სამკურნალოდ. ეს პრეპარატი დღეს ხელმისაწვდომია საქართველოშიც.

რატომ ტურბომიკრონ  G?

ტურბომიკრონ  G-ის უპირატესობა სხვა პრეპარატებთან შედარებით იმაში გამოიხატება, რომ მისი აქტიური ნივთიერება განსაკუთრებული ტექნოლოგიების გამოყენებით მიკრონიზებულია, ანუ დაყვანილია უწვრილეს ნაწილაკებამდე, რაც მის უფრო მაღალეფექტურობას განაპირობებს. ცხელი ამინდების დაწყებამდე პრეპარატის მიღება მაქსიმალური ეფექტის გარანტიაა. ორი ტაბლეტი დღის განმავლობაში ცხელი ამინდების პერიოდში – ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი – მნიშვნელოვნად შეამცირებს სიმპტომებს, თქვენ კი მსუბუქად გაატარებთ ზაფხულს.

რა პრაქტიკულ რეკომენდაციებს მისცემდით ქვემო კიდურების ვენური დაავადების მქონე პაციენტებს?

ვენურ დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების წესის არჩევა.  დღის განმავლობაში იარეთ ფეხით ან ველოსიპედით. მჯდომარე პროფესიების ადამიანებმა სამუშაოსგან თავისუფალ პერიოდში ბევრი დრო უნდა დაუთმონ ფეხით სიარულს, სეირნობას, დაკავდნენ ტანვარჯიშით და ცურვით.

ეფექტურია კონტრასტული შხაპის გამოყენება ქვედა კიდურებზე – თბილი და გრილი წყლის ჭავლის მონაცვლეობით ხდება ვენების “ვარჯიში”, რაც კარგად ამაგრებს სიხლძარღვების კედლებს და ხელს უწყობს ვარიკოზის პროფილაქტიკას.

ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელების ქუსლის სიმაღლე 2-4 სმ-ზე მაღალი არ უნდა იყოს.

ვენური უკმარისობის პროფილაქტიკა ითვალისწინებს წონის კონტროლს, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვას.

სახლში ყოფნისას კარგი იქნება, სკამზე ჯდომისას ქვედა კიდურების სიმაღლეზე შემოწყობა, ანუ ფლებოლოგები მიესალმებიან ე.წ. “ამერიკული” ჯდომის მანერას.

ნუ მოითმენთ ტკვილისა და სიმძიმის შეგრძნებას ქვემო კიდურებში, დაავადების შორსწასულ ეტაპზე მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობა შესაძლოა დაგვიანებული იყოს.

წელიწადში ორჯერ ჩაიტარეთ საპროფილაქტიკო კურსი – ტურბომიკრონ  G – მინიმუმ 3 თვის განმავლობაში.

ანგიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი იგორ მიქაძე