როგორ მოატყუა ჩინეთმა მსოფლიო _ გაუჩინარებული ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობდნენ

როგორ მოატყუა ჩინეთმა მსოფლიო _ გაუჩინარებული ადამიანები, რომლებიც სიმართლეს ამბობდნენჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა, რომელზეც პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ჩინეთის ხელისუფლებამ 5 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებმაც ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში მასზე ინფორმაცია გაავრცელეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ნებისმიერი დისიდენტი ხვდებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რათა ვირუსზე საუბარი შეეჩეერებინათ.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, ისეთი პირებიც კი დააკავეს, რომლებიც სოციალურ ქსელებში კითხვებს ნიღბების დეფიციტზე და გარდაცვლილებზე სვამდნენ.

ჩინეთის ონლაინ ცენზურის უზარმაზარი სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც დიდი “Firewall”, გამოიყენება ნებისმიერი ინფორმაციის ჩასაკეტად, რომელსაც მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება.

ადამიანის უფლებადამცველებმა ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს, რადგან ჩინეთში ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ხმა ამოიღეს, გაუჩინარდნენ.

ექიმი ლი ვენლიანი _ გმირი ჩინელი ექიმი, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც მან ინტერნეტში ვირუსის გავრცელების შესახებ დაწერა. პოლიციამ მას გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომელშიც მუქარის შემცველი სიტყვები ეწერა. 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჩინელი ექიმი, რომელიც კორონავირუსის შესახებ საზოგადოებას 2019 წლის დეკემბერში აფრთხილებდა და ამის გამო მას პოლიცია აკონტროლებდა, კორონავირუსით გარდაიცვალა.

რენ ჟიხიანი _ ჩინელი მილიონერი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც უძრავი ქონების მაგნატმა ღიად გააკრიტიკა კომუნისტური პარტიის რეაქცია ეპიდემიის შესახებ ინტერნეტში და პრეზიდენტს კლოუნი უწოდა.

ჩენ ქიუში _ ჟურნალისტი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ვუჰანში კოროვირუსის სიმძიმე გამოავლინა.

ფანგ ბინი _ ჩინელი ჟურნალისტი თებერვალში გარდაიცვალა. მან ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანს 8 ცხედარი ვუჰანის საავადმყოფოს მიღმა. პოლიციამ მას კომპიუტერი წაართვა. 4 თებერვალს გავრცელდა კადრები, როგორ შედის მის საცხოვრებელ სახლში 8 მამაკაცი, ჟურნალისტი კი 8 თებერვალს გარდაიცვალა.

ლი ზეჰუა _ 25 წლის ჟურნალისტი სახელმწიფო მაუწყებელზე მუშაობდა, სანამ ვუჰანის შესახებ აპირებდა ამბის გაშუქებას. 26 თებერვლის შემდეგ იგი აღარავის უნახავს.

ხუ ზანგრუნი _ იურისტი, პროფესორი, რომელიც პრეზიდენტის კრიტიკის გამო დააკავეს. ჩინელ პროფესორს ეკრძალებოდა სოციალურ მედიასთან ურთიერთობა და ინტერნეტთან წვდომა აღარ ჰქონდა.

უფლებადამცველები ჩინეთს მოუწოდებენ, გამოიძიოს, სად გაუჩინარდნენ ან როგორ გარდაიცვალნენ ეს ადამიანები.

ჩინეთს ამერიკა და ევროპაც უკვე მკაცრად სთხოვს, რომ დაგროვილ კიტხვებზე პასუხები გასცენ, მათ შორის ინფორმაცია მიაწოდონ იმის შესახებ, მალავდნენ თუ არა ვირუსის არსებობას.

გერმანიამ კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით  ჩინეთს 130 მილიარდი ევროს ანაზღაურება მოსთხოვა.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა “ექსპრესი” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გერმანია კიდევ ერთი სახელმწიფოა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის შემდეგ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო პირდაპირი იერიში ჩინეთზე მიიტანა.

ახალი თაობა, რეპორტ.ჯი, ავტორი თეკო გიორგაძე