,,ასე პასკა გამოდის მძიმე და ნოტიო” – კლასიკური რეცეპტი

,,ასე პასკა გამოდის მძიმე და ნოტიო" - კლასიკური რეცეპტი,,ეს არის ჩემი მეგობრის, თამრიკო კიკაბიძის ცნობილი რეცეპტი. ყოველ წელს ამ რეცეპტით ვაკეთებ და უგემრიელესი გამოდის”, – წერს ცნობილი კულინარი ანა კოსტავა.

დაგჭირდებათ:
10 კვერცხი
1 200 გრ შაქარი
3 კგ ფქვილი
მშრალი საფუარი დიდი შეკვრის ნახევარზე ცოტა მეტი
1 ლ რძე
250 გრ მარგარინი
250 გრ კარაქი
1 ჭიქა ზეთი
300 გრამი შავი ქიშმიში, ცუკატები სურვილის მიხედვით

მომზადება:
ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით საფუარი 6 სუფრის კოვზი, 1 ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ. მეორე ნახევარ ლიტრ თბილ რძეში გახსენით მარგარინი, კარაქი, ნახევარი ჭიქა ზეთი.
10 კვერცხის ცილა კარგად ამოიყვანეთ (ოთახის ტემპერატურის ცილა უკეთესად ამოდის), დაუმატეთ 10 სუფრის კოვზი შაქარი, მწიკვი მარილი და აურიეთ.
10 კვერცხის გულისგან, დარჩენილი შაქრისგან ვაკეთებთ გოგლიმოგლს, ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ გამზადებული ბეზე. აურიეთ.
დიდ თასზე დავყრით 3 კგ ფქვილს, დავასხამთ საფუარიან, ცხიმიან ზეთს, აურიეთ და შეაზილეთ კვერცხიანი მასა, კარგად აურიეთ, დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ზეთი. მოზილეთ ცომი.  ამოსასვლელად სჭირდება 6 საათი.

ღამით მოზილეთ, თბილად შეფუთეთ. ღამე ჩაზელვა არ სჭირდება.
დილით ამოსული ცომი ჩაზილეთ კარგად, დაუმატეთ ქიშმიში, თუ გნებავთ ცუკატები, 1 ცალი ლიმონის ცედრა, ვანილი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი, ილი, მწიკვი დარიჩინი, მიხაკი, ვისაც არ გიყვართ დარიჩინი, ნუ დაუმატებთ.
ფორმებს ჩაუფინეთ ქაღალდი, წაუსვით ცხიმი.
ცომს ფორმაში ვდებთ ნახევრამდე (ცხობისას 2-ჯერ იზრდება) და ვაჩერებთ 6 საათი. შემდეგ შედგით გახურებულ ღუმელში 150 გრადუსზე.
1 საათის შემდეგ გამოაღეთ და ხის ჩხირით გასინჯეთ. როცა გამოცხვება, შეგრილდეს და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
ამ რეცეპტით გამოდის მძიმე და ნოტიო, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი პასკა, არაფუმფულა.