სომეხი ,,კანონიერი ქურდის” შვილის უმდიდრეს ქორწილში საქართველოს სახელმწიფონომრებიანი მანქანებიც შენიშნეს – ფოტოები

სომეხი ,,კანონიერი ქურდის'' შვილის უმდიდრეს ქორწილში საქართველოს სახელმწიფონომრებიანი მანქანებიც შენიშნეს - ფოტოებისო­მეხ­მა ე.წ კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა არ­მენ კა­ზა­რი­ან­მა, მეტ­სა­ხე­ლად პზომ, 21 წლის ქა­ლიშ­ვილს ერე­ვან­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­უ­ხა­და. დი­ა­ნა კა­ზა­რი­ა­ნი ცო­ლად გაჰ­ყვა სომ­ხე­თის ტრან­სპორ­ტის ყოფილი მი­ნის­ტრის, ედუ­არდ მა­და­ტი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რს. ქორ­წილ­ში გო­გო­ნას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის – ზუ­ჰა­ირ მუ­რა­დის (Zuhair Murad) კაბა ეცვა. ასო­ბით სტუმ­რის გარ­თო­ბა­ზე რუ­სუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი ზრუ­ნავ­დნენ, მათ შო­რის სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი. საქორწილო ტორტი რამდენიმეტრიანი იყო.

სომეხი ,,კანონიერი ქურდის'' შვილის უმდიდრეს ქორწილში საქართველოს სახელმწიფონომრებიანი მანქანებიც შენიშნეს - ფოტოებიქორ­წილ­ში სტუმ­რე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნებს შო­რის ქარ­თუ­ლი და რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფონომ­რე­ბი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბიც შე­ნიშ­ნეს.

პზო ,,კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად” 1991 წელს ,,მო­ნათ­ლეს”. 1996 წლი­დან 2018 წლამ­დე კა­ზა­რი­ა­ნი აშშ-ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სინ­დი­კატს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სო­მე­ხი ემიგ­რან­ტე­ბი შე­დი­ოდ­ნენ.

კა­ზა­რი­ა­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მედ მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქურ­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ით­ვლე­ბა, რო­მე­ლიც აშშ-ს ფე­დე­რა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვის პროგ­რა­მას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­ქი­ნა­ცი­ის წყა­ლო­ბით, 165 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იშო­ვა.

2010 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში კა­ზა­რი­ა­ნი აშშ-ს სა­სა­მარ­თლომ ერთ-ერთ საქ­მე­ზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მან ცი­ხე­ში 37 თვე გა­ა­ტა­რა. სას­ჯე­ლის ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ კი ის ქვეყ­ნი­დან გა­მო­ა­ძე­ვეს.

ამბები.ჯი

სომეხი ,,კანონიერი ქურდის'' შვილის უმდიდრეს ქორწილში საქართველოს სახელმწიფონომრებიანი მანქანებიც შენიშნეს - ფოტოები