,,მეტაკა და დამიწყო კოცნა” – 37 წლის კაცმა 67 წლის ქალის გაუპატიურება სცადა

,,მეტაკა და დამიწყო კოცნა" - 37 წლის კაცმა 67 წლის ქალის გაუპატიურება სცადაჩარგალში 67 წლის ქალის გაუპატიურება 37 წლის მეზობელმა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას „შაბათის კურიერი” ავრცელებს. გადაცემის ანონსის მიხედვით, სექსუალური ძალადობის დროს ქალმა გულის შეტევა მიიღო.

-მეტაკა და უცბად დამიწყო კოცნა, – ამბობს დაზარალებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებნები. საგამოძიებო ორგანო შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება.

რუსთავი 2