იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, სადაც ქართველი ტურისტები ისხდნენ

იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, სადაც ქართველი ტურისტები ისხდნენიტალიაში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ქალაქ სიენას მახლობლად მოხდა. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

დაიღუპა 40 წლის ქალი. ის, სავარაუდოდ გიდი იყო, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, 4 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად წვიმის შემდეგ სველი ასფალტი სახელდება.

ავტობუსში სულ 50 ტურისტი იმყოფებოდა.

საქართველოს გარდა მგზავრები რუსეთის, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებიც იყვნენ.

ავტობუსი სიენადან ფლორენციაში მიდიოდა.

რუსთავი 2