“გულისამრევი იყო, რესტორანშია შენი ადგილი… 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე” – ოთო ნემსაძემ და ნიკა გვარამიამ ერთმანეთი არ დაინდეს

"გულისამრევი იყო, რესტორანშია შენი ადგილი... 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე" - ოთო ნემსაძემ და ნიკა გვარამიამ ერთმანეთი არ დაინდესნიკა გვარამიას მიერ ოთო ნემსაძის ევროვიზიაზე გამოსვლის გაკრიტიკების შემდეგ ფეისბუქში გაგრძელდა თემა.

ნიკა გვარამიამ დაწერა:

“ოთომ ხო იმღერა რა, გულისამრევი იყო სიმღერაც, სცენოგრაფიაც და ეგ ოთოც. ყველა თვითონ ქმნის თავის ბიოგრაფიას. დააძალა ვინმემ თუ რა? ამ ქაჯობას რო მომღერალი იკადრებს, იმას სცენაზე რაღა უნდა? რესტორანშია მისი ადგილი”.

ამას ოთო ნემსაძემ ასე უპასუხა:

“არის რაღაცეები რასაც ვერ გაატარებ.
დიახ მე დღესაც რესტორანში ვმღერი და საერთოდ არ ვთვლი რომ ეს სირცხვილია
ძალიან ბევრი მაგარი მუსიკოსი ვიცი მე რესტორანში და აი ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას
პროექტების ხარისხებს მიხედე “ჯიგარო”
ისე 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე 😉
ჩამორეკე ეხლა გადაცემებთან 😂❤️
პ.ს. ნუ მბლოკავ მაინც არ გაგცემ პასუხს შენივე კედელზე ❤️✌️”