,,ერთი კვირის შექმნილი გქონდათ ოჯახი, გაგვანადგურეთ” – ზესტაფონში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

,,ერთი კვირის შექმნილი გქონდათ ოჯახი, გაგვანადგურეთ" - ზესტაფონში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლაზეს­ტა­ფონ­ში, სო­ფელ ზორ­ვეთ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ავ­ტო­მო­ბი­ლი გზი­დან გა­და­ვი­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. სამწუხაროდ, ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ცოლ-ქმა­რი, 23 წლის ალექსი ბარბაქაძე და 19 წლის მარიამ დოლუაშვილი დაიღუპნენ.

-ზოვრეთში იყვნენ ახლობელთან სტუმრად. უკან დაბრუნებულებს გზაზე მოუვიდათ ავარია, მოგლეჯილი ხე ეგდო ძირს და ამ ხეს დაეჯახნენ,  – ამბობს მეგობარი.

წყვილის ახლობელი ლე­ვან გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი ფეისბუქში წერს:

,,რა გვი­ქე­ნით ეს, რომ გაგ­ვა­ნად­გუ­რეთ. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს თქვე­ნი სუ­ლე­ბი, ჩვენ კი რაღა დაგ­ვრჩე­ნია, გავ­უძ­ლოთ ამ დიდ ტკი­ვილსს. ეს არ უნდა მომ­ხად­რი­ყო. ერთი კვი­რის შექ­მნი­ლი გქონ­დათ ოჯა­ხი. ჩემს გულ­ში მუ­დამ ცო­ცხლე­ბი იქ­ნე­ბით. თქვენს სულს ვე­ხუ­ტუ­ნე. გუ­ლიი მტკი­ვა, ნუთუ ეს სი­მარ­თლეა? ჩემი პიპე აღა­რა მყავს, ჩემი მა­გა­რი ძმა­კა­ცი იყა­ვი და დარ­ჩე­ბი მუ­დამ”.