დასაკრძალი ეკო-კოსტიუმი 1500 დოლარად

დასაკრძალი ეკო-კოსტიუმი 1500 დოლარადმსახიობი ლუკ პერი, რო­მე­ლიც მა­ის­ში ინ­ფარ­ქტის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, „სო­კოს კოს­ტი­უ­მით“ დაკ­რძა­ლეს, BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ო­ბის ქა­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

სოფი პე­რიმ მა­მის ეკო­დაკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ „ინ­სტაგ­რამ­ზე“ და­წე­რა. მისი თქმით, კოს­ტი­უ­მი თა­ვად მსა­ხი­ობ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა და ამის გამო ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო.

დასაკრძალი ეკო-კოსტიუმი 1500 დოლარად„მამა ამ კოს­ტი­უ­მით და­იკ­რძა­ლა, ეს მისი ერთ-ერთი ბოლო სურ­ვი­ლი იყო,“ – წერს სოფი.

„ეკო­სა­მო­სი“ დაკ­რძალ­ვის­თვის კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი კომ­პა­ნია Coeio-ს და­მა­არ­სე­ბელ­მა ჯეი რიმ ლიმ შექ­მნა. ავ­ტო­რის მტკი­ცე­ბით, მი­აგ­ნეს უკე­თეს გზას, სხე­უ­ლის ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი შე­ამ­ცი­რონ. ორ­გა­ნუ­ლი მა­სა­ლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი სა­მოს­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მოყ­ვა­ნი­ლი სო­კოც. დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ სოკო საფ­ლავ­ზე ამო­დის.

კომ­პა­ნია ამ­ბობს, რომ თი­თო­ე­უ­ლი კოს­ტი­უ­მის გა­ყიდ­ვის შემ­დეგ თითო ხეს დარ­გა­ვენ. სა­იტ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­მო­სის ფასი 1500 აშშ დო­ლა­რია და ამ­ზა­დე­ბენ რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ასე­ვე – ცხო­ვე­ლე­ბის­თვის. ვებგ­ვერ­დზე არ­ჩე­ვა­ნი 2 ფერ­სა და რამ­დე­ნი­მე ზო­მა­ში არის.

„ეს და­მეხ­მა­რე­ბა ფაქ­ტის გა­აზ­რე­ბა­ში, რომ ერთ დღეს გარ­და­ვიც­ვლე­ბი, ჩემი სხე­უ­ლი კი გა­იხ­რწნე­ბა. ასე­ვე, კოს­ტი­უ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­კუ­თარ თავს ტვირ­თად არ ვუ­ტო­ვებ პლა­ნე­ტას,“ – ამ­ბობს სა­მო­სის შემ­ქმნე­ლი.

ცხოვ­რე­ბის “ეკო­ლო­გი­უ­რი სტი­ლი” მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია, თუმ­ცა „ეკო­გარ­დაც­ვა­ლე­ბა“ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ბევ­რი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

„ეს არის შემ­ზა­რა­ვი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­დე­საც სო­კოს მომ­ზა­დე­ბას გა­და­წყვეტთ, ის შე­იძ­ლე­ბა გვა­მის­გან იყოს ნაკ­ვე­ბი,“ – წერს „ინ­სტაგ­რა­მის“ ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ამბები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2019